დიმიტრი გლუხოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმიტრი გლუხოვსკი
რუს. Дмитрий Алексеевич Глуховский
დაბადების თარიღი 12 ივნისი, 1979(1979-06-12)[1] [2] (44 წლის)
დაბადების ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, რომანისტი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი და სცენარისტი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა  რუსეთი
 ისრაელი
ალმა-მატერი იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი
ჟანრი რომანი, მოთხრობა, dystopian fiction, პოსტაპოკალიპტიკა და სამეცნიერო ფანტასტიკა
Magnum opus მეტრო 2033, მეტრო 2034 და Metro 2035
ხელმოწერა
საიტი glukhovsky.ru

დიმიტრი გლუხოვსკი (რუს. Дми́трий Алексе́евич Глухо́вский; დ. 12 ივნისი, 1979) — რუსი მწერალი.

დაიბადა ქალაქ მოსკოვში, 1979 წლის 12 ივნისს. თავისი პირველი რომანის „მეტრო 2033“-ის დაწერა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს ჩაიფიქრა, წერას კი უნივერსიტეტში შეუდგა. წიგნის პირველი ვერსია 2002 წელს უკვე დაწერილი ჰქონდა. პირველ ეტაპზე მას გამომცემლობამ უარი განუცხადა, ამიტომ გამომცემლებისგან უარის მიღების შემდეგ მან თავისი ნაწარმოები ინტერნეტში განათავსა უფასოდ. 2005 წელს კი წიგნი გამოსცა გამომცემლობა „Эксмо“-მ. რომანი გახდა ერთ-ერთი მთავარი რუსული ბესტსელერი, რომლის ტირაჟიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონზე მეტია. წიგნი ნათარგმნია 37 ენაზე. იგი გახდა საფუძველი ვიდეო თამაშის სახელწოდებით „Metro 2033“, რომელიც შეიმუშავა კომპანია „4A Games“-მა 2013 წელს.

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  2. Babelio — 2007.
  3. Online с Дмитрием Глуховским. YouTube (2013-12-18). ციტირების თარიღი: 2013-12-18.