დიდი ოცეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი ოცეულის წევრები

დიდი ოცეული (ინგლ. Group of Twenty, G-20) — საერთაშორისო ფორუმის ფორმატი, როდესაც ერთმანეთს ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები ხვდებიან. 2009 წელს უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, დიდი ოცეული მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ეკონომიკური ფორუმია. დიდი ოცეული, აერთიანებს მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვან და სწრაფად განვითარებად ქვეყნებს. ოცეულის წევრები არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა,რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. დიდი ოცეული მსოფლიოს შიდა პროდუქტის 80%-ს, მსოფლიო ვაჭრობის 80%-ს და მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ს მოიცავს[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]