დი დი ბრიჯუოთერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დი დი ბრიჯუოთერი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 27 მაისი, 1950(1950-05-27)[1] [2] [3] [4] [5] [6] (73 წლის)
დაბ. ადგილი მემფისი[1]
საიტი deedeebridgewater.com
დი დი ბრიჯუოთერი ვიკისაწყობში

დი დი ბრიჯუოთერი (ინგლ. Dee Dee Bridgewater, Denise Eileen Garrett; დ. 27 მაისი, 1950) — ამერიკელი ჯაზ-მომღერალი. სამგზის გრემის მფლობელი, სიმღერების ავტორი და ორგზის ტონის ჯილდოს მფლობელი, თეატრის მსახიობი. 23 წლის განმავლობაში იყო National Public Radio-ის შოუს წამყვანი.[7] არის გაეროს კეთილი ნების ელჩი. [8]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დენის ელიენ გარედი დაიბადა მემფისში, შტატ ტენესიში. მამა - მეთიუ გარედი, იყო ჯაზ-მესაყვირე და მასწავლებელი მანასას სკოლაში, რამაც გავლენა იქონია პატარა გოგონას ჯაზისადმი სიყვარულზე. 16 წლის ასაკში გახდა როკისა და R&B ტრიოს წევრი, მღეროდა მიჩიგანის კლუბებში. 1969 წელს, 18 წლის ასაკში, ჯაზ-მუსიკოსების კოლექტივთან ერთად იმოგზაურა და კონცერტები ჩაატარ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.[9]

ერთი წლის შემდეგ შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, სესილ ბრიჯუოთერს. ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც მისი მეუღლე ჰორას სილვერის ჯგუფში უკრავდა. 1970-იანი წლების დასაწყისში ბრიჯუოთერმა დაიწყო მოღვაწეობა დიდ ჯაზ-ორკესტრში ლიდ-ვოკალისტად, რის შემდეგაც მას მოუწია ბევრ გამოჩენილ ჯაზ მუსიკოსთან (როგორიც იყო დიზი გილესპი, სონი როლინსი და სხვები) სიმღერა. იგი წარსდგა მონტერეის ჯაზ-ფესტივალზე 1973 წელს. 1974 წელს გამოიცა მისი პირველი ალბომი „აფრო ბლუ“ და სწორედ ამ ალბომით წარსგა იგი ბროდვეის თეატრში.[10] 1976 წელს გახდა გრემის პრემიის მფლობელი. 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-წლების დასაწყისში ბრიჯუოთერმა თანამედროვე პოპ მუსიკიდან გადაინაცვლა ჯაზში. მან მონაწილეობა მიიღო სანრემოსა და მონტრექსის ფესტივალში, ხოლო ოთხი წლის შემდეგ დაიგეგმა კოლაბორაცია ჰორას სილვერთან, რის შემდეგაც მალევე ჩაიწერა ალბომი სახელწოდებით „Love and Peace“. მისმა ერთ-ერთმა ალბომმა „Dear Ella“ მიიღო გრემის ჯილდო, როგორც საუკეთესო ვოკალურმა ალბომმა. 2009 წლის 16 ოქტომბერს მან გახსნა შანხაის ჯაზ ფესტივალი, რომელშიც ასრულებდა დიუკ ელინგტონისა და სხვა ჯაზ-მუსიკოსების სტანდარტებს. [11]

აქტივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიიღო მონაწილეობა 1979 წლის ფილმში „თევზი, რომელმაც გადაარჩინა პიტსბურგი“ და 1984 წლის ფილმში „ძმა სხვა პლანეტიდან“.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დი დი-ს ჰყავს სამი შვილი, თულანი ბრიჯუოთერი (პირველი ქორწინებიდან სესილ ბრიჯუოთერთან), ჩაინა მოუზის (მეორე ქორწინებიდან გილბერტ მოუსისგან, რომელიც იყო თეატრის, ფილმისა და ტელევიზიის დირექტორი), ხოლო უმცროსი შვილი გებრიელ დურანდი უკანასნელი ქორწინებიდან ჯინ-მერიენ დურანდისგან. ტულანი ბრიჯუოთერი სწავლობდა ლოს-ანჯელესში მირმანის ნიჭიერთა სასწავლებელში, ხოლო დღეს ტულანი ხელმძღვანელობს ბრიჯუოთერის კომპანიას. შუათანა შვილი - ჩაინა მოუზის არის შემდგარი მომღერალი, სიმღერების ავტორი, რადიოწამყვანი.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიჯუოთერმა ორჯერ მოიპოვა გრემის ჯილდო და 8 ჯერ იყო ნომინირებული. [12]

წელი ნაწარმოები კატეგორია ლეიბლი
1989 Live in Paris საუკეთესო ჯაზ-ვოკალური შესრულება, ქალი ნომინირებული
1994 Keeping Tradition საუკეთესო ჯაზ-ვოკალური შესრულება ნომინირებული
1995 Love and Peace: A Tribute to Horace Silver საუკეთესო ჯაზ-ვოკალური შესრულება ნომინირებული
1997 Dear Ella საუკეთესო ჯაზ-ვოკალური შესრულება გამარჯვებული
2000 Live at Yoshi's საუკეთესო ჯაზ-ვოკალური ალბომი ნომინირებული
2005 J'ai Deux Amours საუკეთესო ჯაზ-ვოკალური ალბომი ნომინირებული
2007 Red Earth - A Malian Journey საუკეთესო ჯაზ-ვოკალური ალბომი ნომინირებული
2010 Eleanora Fagan (1915–1959): To Billie With Love From Dee Dee საუკეთესო ჯაზ-ვოკალური ალბომი გამარჯვებული

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სათაური პოზიციები ჩარტში ლეიბლი
US Pop[13] US R&B[14] US Jazz[15] US Tra. Jazz[16]
1974 Afro Blue Trio
1976 Dee Dee Bridgewater Atlantic
1977 Just Family 170 13[17] Elektra
1979 Bad for Me 182 57 30[18] Elektra
1980 Dee Dee Bridgewater Elektra
1987 Live in Paris EmArcy
1989 Victim of Love Polydor
1992 In Montreux Polydor
1993 Keeping Tradition Verve
1995 Love and Peace:

A Tribute to Horace Silver

47 13 Verve

-

1996 Prelude to a Kiss: The Duke Ellington Album Philips
1997 Dear Ella 5 12 Verve
2000 Live at Yoshi's 44 20 Verve
2002 This Is New 26 7 Verve
2005 J'ai Deux Amours 37 16 DDB Records
2007 Red Earth: A Malian Journey 31 16 DDB Records
2010 Eleanora Fagan (1915-1959):

To Billie with Love from Dee Dee Bridgewater

19 14 EmArcy
2011 Midnight Sun (Compilation) 20 9 EmArcy
2015 Dee Dee's Feathers 11 6 Sony Masterworks/OKeh
2017 Memphis... Yes, I'm Ready[19] 10 6 Sony Masterworks/OKeh

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #134632516 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. SNAC — 2010.
  3. ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  4. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. MAK
  6. Munzinger Personen
  7. JazzSet Signs Off. ციტირების თარიღი: November 3, 2017.
  8. FAO Ambassabors Programme. ციტირების თარიღი: 2019-04-10
  9. Thomas, Jo (September 22, 1998). „A Singer Is Returning to a Stage Where It All Began“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2016-10-06.
  10. The Wiz Broadway @ Majestic Theatre - Tickets and Discounts en. ციტირების თარიღი: 2019-04-10
  11. Review 2009 | Shanghai JZ Festival Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-07. ციტირების თარიღი: 2020-06-06.
  12. Dee Dee Bridgewater.
  13. Dee Dee Bridgewater: Billboard 200. Billboard.
  14. Dee Dee Bridgewater: Top R&B/Hip-Hop Albums. Billboard.
  15. Dee Dee Bridgewater: Jazz Albums. Billboard.
  16. Dee Dee Bridgewater: Traditional Jazz Albums. Billboard.
  17. „Billboard's Best Selling Jazz LPs“ (PDF). americanradiohistory.com. Billboard: 58. June 10, 1978.
  18. თარგი:Cite work
  19. Russonello, Giovanni (2017-11-23). „Dee Dee Bridgewater Throws Herself a Memphis Soul Party“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2019-04-10.