დეციმუს იუნიუს ალბინუს ბრუტუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დეციმუს იუნიუს ალბინუს ბრუტუსი (Decimus Junius Albinus Brutus; ძვ. წ. 84-43) — რომის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, იულიუს კეისრის სარდალი და თანამებრძოლი გალიის ომებში. თავი გამოიჩინა აჯანყებული ვერცინგეტორიქსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ალეზიის ალყის დროს. ძვ. წ. 49 წელს ქ. მასალიასთან საზღვაო ბრძოლაში გაანადგურა კეისრის მოწინააღმდეგენი და ჩაახშო გალების აჯანყება. ძვ. წ. 48-47 წლებში იყო ტრანსალპური და ციზალპური გალიის მმართველი. შემდეგ ბრუტუსი იმ აზრს დაადგა, რომ იულიუს კეისრის დიქტატურა რესპუბლიკის გაუქმებას ნიშნავდა და ძვ. წ. 44 წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო მის მკვლელობაში. ბრუტუსი მოკლეს ანტონიუსის მიერ მოგზავნილმა მკვლელებმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]