დეშილ ჰემეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეშილ ჰემეთი
დაბადების თარიღი 27 მაისი, 1894(1894-05-27)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი ბალტიმორი
გარდაცვალების თარიღი 10 იანვარი, 1961(1961-01-10)[1] [2] [3] [4] [14] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [15] (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი[16]
დასაფლავებულია არლინგტონის ეროვნული სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[15] , რომანისტი, სცენარისტი, ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი და პროზაიკოსი
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი ბალტიმორის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ჟანრი დეტექტივი და კრიმინალური რომანი
Magnum opus მალტის შევარდენი, Red Harvest, The Gutting of Couffignal, გამხდარი მამაკაცი, The Dain Curse და მინის გასაღები
მეუღლე Josephine Dolan
პარტნიორ(ებ)ი ლილიან ჰემეთი

დეშილ ჰემეთი (ინგლ. Dashiell Hammett; დ. 27 მაისი, 1894 — გ. 10 იანვარი, 1961) — ამერიკელი მწერალი და კრიტიკოსი, კლასიკად ქცეული დეტექტიური რომანებისა და მოთხრობების ავტორი. ის „მაგარი დეტექტივების“ ჟანრის ერთ-ერთ დამაარსებლად მიიჩნევა.

ჰემეთი 1915-1921 წლებში კერძო გამომძიებლად მუშაობდა. პირველი მსოფლიო ომის დროს მოხალისედ წავიდა, მაგრამ ტუბერკულოზით დაავადდა და ომის დარჩენილი პერიოდი ჰოსპიტალში გაატარა.

თავისი პირველი რომანი 1929 წელს გამოაქვეყნა. მეხუთე და უკანასკნელი რომანი კი — 1934 წელს, რის შემდეგაც მხოლოდ საზოგადოებრივ მოღვაწეობას უთმობდა დროს. ლიბერალური და ანტიფაშისტური სიმპათიების გამო ჰემეთი 1937 წელს აშშ-ის კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა, 1951 წელს ანტიამერიკული პროპაგანდისა და კომუნისტური პარტიის მიმართ აქტიურად გამოხატული სიმპათიების გამო ექვსი თვით ციხეში ჩასვეს.

მწერალი 1961 წელს გარდაიცვალა ფილტვების სიმსივნით. როგორც ორი ომის ვეტერანი, არლინგტონის ნაციონალური სასაფლაოზე დაკრძალეს.

დეშილ ჰემეთის რომანები ძირითადად კერძო გამომძიებლად მუშაობის პერიოდს ასახავს. რომანს „მინის გასაღები“ ავტორი თავის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მსოფლიო დეტექტივების სეიფი, ტომი 9, თბილისი, 2010.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
  8. 8.0 8.1 BD Gest'
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. 10.0 10.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  11. 11.0 11.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. 12.0 12.1 Babelio — 2007.
  13. 13.0 13.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  14. Nationalencyklopedin — 1999.
  15. 15.0 15.1 The Fine Art Archive — 2003.
  16. Deutsche Nationalbibliothek Record #118545477 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.