დაღესტანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსეთის ფედერაციის სუბიექტი
დაღესტნის რესპუბლიკა
Респу́блика Дагеста́н
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი მაჰაჩყალა
კოორდინატები 43°06′00″ ჩ. გ. 46°53′00″ ა. გ. / 43.10000° ჩ. გ. 46.88333° ა. გ. / 43.10000; 46.88333
მეთაური სერგეი მელიკოვი
მთავრობის
თავმჯდომარე
აბდულფათახ ამირხანოვი
სახალხო კრების
თავმჯდომარე
ზაურ ასკენდეროვი
დაარსდა 1991
ფართობი 50 270 კმ²
ოფიციალური ენა რუსული, აღულური, ხუნძური, აზერბაიჯანული, ჩეჩნური, დარგუული, ყუმუხური, ლაკური, ლეზგიური, ნოღაიური, რუთულური, თაბასარანული, თათური, წახური[1][2]
მოსახლეობა 3 133 303 კაცი (2021)
სიმჭიდროვე 62,33 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 872
საავტომობილო კოდი 05
ოფიციალური საიტი e-dag.ru
რუსეთის ფედერაციის
სუბიექტის კოდი
05
დაღესტანი — რუსეთი
დაღესტანი
დაღესტანი
დაღესტნის ეთნიკური რუკა.
1-შერეული, 2-ხუნძები, ანდიურ-დიდოური (ცეზური) ხალხები და არჩიბელები, 3-დარგუელები, ხაიდაყელები და ყუბაჩელები, 4-ლეზგები, 5-ლაკები, 6-თაბასარანელები, 7-აღულები, 8-რუთულელები, 9-წახები, 10-ყუმუხები, 11-ნოღაელები, 12-აზერბაიჯანელები, 13-რუსები

დაღესტანი, ოფიციალურად დაღესტნის რესპუბლიკა (რუს. Респу́блика Дагеста́н) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში.[3]

დედაქალაქი — ქალაქი მაჰაჩყალა.

ძირითადი ტერიტორია ესაზღვრება სამხრეთით აზერბაიჯანს, სამხრეთ-დასავლეთით — საქართველოს, აგრეთვე დასავლეთით — ჩეჩნეთს, ჩრდილო-დასავლეთით — სტავროპოლის მხარეს და ჩრდილოეთით — ყალმუხეთის რესპუბლიკას.

შეიქმნა 1921 წლის 20 იანვარს.

რუსეთის უდიდესი რესპუბლიკა ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორც მოსახლეობის, ისე ტერიტორიის მხრივ.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა „დაღესტანი“, ან „დაღსტანი“ ნიშნავს „მთების ქვეყანას“, მომდინარეობს თურქული სიტყვისგან dağ („დაღ“), რაც ნიშნავს მთას და სპარსული სუფიქსის მნიშვნელობიდან — „ქვეყანა“. სპარსულად და არაბულად მისი სახელია داغستان‎ („დაღსთან“).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპუბლიკა მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიის მთებში. რესპუბლიკა მდებარეობს რუსეთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში და აღმოსავლეთით ესაზღვრება კასპიის ზღვა. რესპუბლიკის ფართობია 50 300 კმ2. რესპუბლიკას ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი, დასავლეთით – ჩეჩნეთი, ჩრდილო-დასავლეთით – სტავროპოლის მხარე. დაღესტანს სამხრეთით აზერბაიჯანი ესაზღვრება, სამხრეთ-დასავლეთით კი – საქართველო. ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილია მთა ბაზარდუზუ, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის საზღვარზე. რესპუბლიკაში სულ 1800 მდინარეა, მათგან გამორჩეულებია: სულაკი, სამური და თერგი.

ბუნებრივი რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაღესტანი მდიდარია ნავთობით, ბუნებრივი აირით, წიაღისეული ნახშირით და სხვა მინერალებით.[4]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაღესტანში იანვრის თვეში საშუალო ტემპერატურაა +2 °C. ივლისში საშუალო ტემპერატურაა +26 °C.

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაღესტანის რესპუბლიკის მთავრობის შენობა

დაღესტანის სახალხსო ასამბლეაში შედის 72 დეპუტატი, რომლებსაც ირჩევს ხალხი ოთხი წლის ვადით. ასამბლეა არის ქვეყნის მმართველი ორგანო.

დაღესტნის კონსტიტუცია მიღებული იქნა 2003 წლის 10 ივლისს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალხი მოსახლეობა 2002 წელს[5] მოსახლეობა 2010 წელს[6][7]
რაოდენობა % რაოდენობა %
ხუნძები 758 438 29,4% 850 011 29,4%
დარგუელები 425 526 16,5% 490 384 17%
ყუმუხები 365 804 14,2% 431 736 14,9%
ლეზგები 336 698 13,1% 385 240 13,3%
ლაკები 139 732 5,4% 161 276 5,6%
აზერბაიჯანელები 111 656 4,3% 130 919 4,5%
თაბასარანელები 110 152 4,3% 118 848 4,1%
რუსები 120 875 4,7% 104 020 3,6%
ჩეჩნები 87 867 3,4% 93 658 3,2%
ნოღაელები 38 168 1,5% 40 407 1,4%
აღულები 23 314 0,9% 28 054 1%
რუთულელები 24 298 1% 27 849 1%
წახები 8 168 0,3% 9 771 0,3%
სხვები 25 835 1% 19 646 0,7%

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხუციშვილი ნ., დაღესტანი, „კავკასიური სახლი“, თბილისი, 2002
  • Народы Дагестана, Издательство Академии Наук СССР, Москва, 1995

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. According to Article 11 of the Constitution of Dagestan, the official languages of the republic include "Russian and the languages of the peoples of Dagestan"
  2. Solntsev, pp. XXXIX–XL
  3. 2010 წლის 19 იანვრამდე სამხრეთის ფედერალურ ოკრუგში
  4. Dagestan Republic. ციტირების თარიღი: 2019-05-08
  5. Всероссийская перепись населения 2002 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-11-06. ციტირების თარიღი: 2017-12-04.
  6. Информационные материалы об окончательных итогах Всероссийской переписи населения 2010 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-01. ციტირების თარიღი: 2017-12-04.
  7. Всероссийская перепись населения 2010 года. Официальные итоги с расширенными перечнями по национальному составу населения и по регионам. დაარქივებული 2012-07-15 საიტზე Wayback Machine. : см. დაარქივებული 2012-10-18 საიტზე Wayback Machine.