დარფურის კონფლიქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დარფურის კონფლიქტი

დარფურელი ლტოლვილების ბანაკი ჩადში
თარიღი 2003–2009[1]/2010[2]
მდებარეობა დარფურის რეგიონი
შედეგი ჰუმანიტარული კატასტროფა (დაიღუპა დაახლ 200-400 ათ. კაცი; 2,5 მლნ. დევნილი); დაიწყო ჩადის სამოქალაქო ომი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ომი
მხარეები
მსთ,
ეაფ-ის ალიანსი
ჩადის დროშა ჩადი,
ერიტრეის დროშა ერიტრეა[3]
ჯანჯავიდი
სგმ
სუდანის დროშა სუდანი.
მეთაურები
იბრაჰიმ ხალილი,
აჰმედ დირაიგე
ომარ ალ-ბაშირი,
მინი მინავი
დარფურის კონფლიქტი ვიკისაწყობში

დარფურის კონფლიქტი — ეთნიკური კონფლიქტი სუდანში. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რეგიონის არაფორმალური პროსახელისუფლებო არაბული შეიარაღებული დანაყოფები ჯანჯავიდები და ადგილობრივი ნეგროიდული რასის აჯანყებულთა დაჯგუფებები.

არაბთა შეიარაღებული დანაყოფების მიერ ადგილობრივი შავკანიანი მოსახლეობის, ფურის ტომის, გენოციდის გამო 2003 წელს რეგიონში განვითარდა ჰუმანიტარული კატასტროფა და შეიქმნა საგანგებო სიტუაცია. 2007 წელს დაიწყო აფრიკის კავშირისა და გაეროს ერთობლივი ოპერაცია.

2010 წლის ზაფხულში რეგიონში უნდა გამართულიყო რეფერენდუმი რეგიონის მომავალი სტატუსის განსაზღვრის მიზნით. მოსახლეობას უნდა ეპასუხა კითხვაზე, რა სურდათ მათ, დარფურის რეგიონი დაყოფილიყო კვლავ სამ შტატად თუ შექმნილიყო ერთიანი რეგიონი თავისი კონსტიტუციითა და მთავრობით.

2011 წლის ივნისში დაიდო დარფურის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელმაც უნდა დაარეგულიროს კონფლიქტი რეგიონის აჯანყებულებსა და ხელისუფლებას შორის.[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Africa | War in Sudan's Darfur 'is over'. BBC News. 2009-08-27. ციტირების თარიღი: 2010-03-24.
  2. Sudan, Darfur rebel group reach landmark deal. Presstv.com (2010-02-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-12. ციტირების თარიღი: 2010-03-24.
  3. Eritrean president hopes to unite Darfur rebels. Alertnet.org (2007-05-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-04. ციტირების თარიღი: 2010-03-24.
  4. Under peace deal, Sudan would halt prep for Darfur Referendum. Radio Dabanga. ციტირების თარიღი: 2011-09-05.