დანევირკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არქოლოგიური სასაზღვრო კომპლექსი დანევირკე და ჰედებიუ*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა
კოორდინატები 54°38′00″ ჩ. გ. 9°35′00″ ა. გ. / 54.63333° ჩ. გ. 9.58333° ა. გ. / 54.63333; 9.58333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2018  (42-ე სესია)
ნომერი 1553
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1553
ინგლ.რუს.ფრ.

დანევირკე (გერმ. Danewerk; დან. Dannevirke) — დანიური თავდაცვითი კედელი შლეზვიგ-ჰოლშტაინის ტერიტორიაზე (ჩრდილოეთი გერმანია). დანევირკე იყო მთავარი თავდაცვითი ნაგებობა, რომელიც ააგეს იუტლანდიის ნახევრაკუნძულზე ვიკინგების ეპოქაში. სამხედრო მიზნებით დანევირკე უკანასკნელად გამოიყენეს 1864 წელს.

დანევირკე იწყება ჭაობებიდან და მიემართება ნახევარკუნძულის დასავლეთისაკენ ქალაქ შლეზვიგამდე, სადაც მდებარეობდა ვიკინგების სავაჭრო ცენტრი ჰედებიუ. კედლის სხვა ნაწილი, შლეემსა და ეკერნფიორდეს შორის დაცულია შვანსონის ნახევარკუნძულზე.

წერილობითი წყაროების თანახმად დანევირკეზე სამუშაოები დაიწყო დანიის მეფემ გუდფრედმა 808 წელს. კედელი ააშენეს ფრანკების შემოჭრისაგან თავის დასაცავად, რომლებსაც ამ პერიოდისათვის უკვე დაპყრობილი ჰქონდათ ფრიზია და ძველი საქსონია. გუდფრედმა უზარმაზარი სტრუქტურის შექმნა დაიწყო, რათა დაეცვა თავისი მიწა. იგი ჰყოფდა ფრანკების იმპერიის ჩრდილოეთ საზღვრებს იუტლანდის ნახევარკუნძულისაგან.

ნაგებობის სიგრძეა 30 კმ, სიმაღლე მერყეობს 3,6 მეტრიდან 6 მეტრამდე.

2018 წელს დანევირკე ჰედებიუსთან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს[1].

არქეოლოგიური კვლევა-ძიება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ, რომელიც მიმდინარეობდა 1969-1975 წლებში დენდროქრონოლოგიის დახმარებით აჩვენა, რომ დანევირკეს ძირითადი სტრუქტურა შენდებოდა სამ ეტაპად 737 წლიდან 968 წლამდე. ეს ამტკიცებს, რომ ნაგებობა ააგეს იმავე პერიოდში, რომელშიც აგებულია ვალ-ოფი, კიდევ ერთი დიდი თავდაცვითი სტრუქტურა.

უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ დანევირკე არ იყო აგებული მხოლოდ სამხედრო გამოყენებისთვის. არქეოლოგმა ჰელმუტ ანდერსონმა აღმოაჩინა, რომ საწყის ეტაპზე კედელი შედგებოდა ორი ვიწრო თხრილისაგან. შესაძლებელია მთავარი კედელი, სულ ადრეულ სტადიაში იყო არხი ტვირთის გადასაზიდად ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებს შორის.

სიმბოლიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნეში ხანგრძლივი პოლიტიკური და სამხედრო ბრძოლის დროს დანიელებსა და გერმანელებს შორის შლეზვიგის კუთვნილების გამო, დანევირკე ასრულებდა დანიური ნაციონალიზმის სიმბოლოს როლს. კერძოდ, იგი იყო სიმბოლო დანიელთა ისტორიული პრეტენზიებისა ყველა ამ ტერიტორიაზე - მიუხედავად იმისა, რომ ენობრივმა საზღვარმა საუკუნეების განმავლობაში ჩრდილოეთით გადაიწია და XIX საუკუნეში ფლენსბურგის ჩრდილოეთით და დანევირკედან სამხრეთით მოსახლეობა ძირითადად გერმანულენოვანი იყო.

მეორე ომი შლეზვიგისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანევირკე უკანასკნელად სამხედრო მიზნებისათვის გამოიყენეს შლეზვიგისათვის მეორე ომის პერიოდში 1864 წელს. ნაგებობის მაღალი დონის სიმბოლიზმთან დაკავშირებით დანიის საზოგადოებრივი აზრი სწორედ აქ მოელოდა ბრძოლებს. მაგრამ ბრძოლები არ გამართულა კედელთან, იგი მიმდინარეობდა თავდაცვითი კედლის სამხრეთით. 1864 წლის მარტში დანიის არმიამ (38 ათასი კაცი, 277 ქვემეხი) გენერალ-ლეიტენანტ კ. დე მეცის მეთაურობით უკან დაიხია კედლისაკენ ქალაქ დიუბელის რაიონში. არმიის ნაწილი გამაგრდა ციხესიმაგრე ფრედერისიაში. მარტში პრუსიულ-ავსტრიულმა არმიამ ალყა შემოარტყა ციხესიმაგრეს, ხოლო 18 აპრილს დანიელები დაამარცხეს დიუბელთან. 29 აპრილს დანიის არმია იძულებული გახდა დაეთმო ფრედერისია და გადასულიყო კუნძლ ალსზე და ფიუნზე. უკან დახევის ამბავი დანიელი საზოგადოებრივი აზრისთვის იყო შოკი, დანიელებისათის დანევირკე მიუწვდომელი აღმოჩნდა. გენერალი დე მეცი მალევე გადააყენეს ხელმძღვანელი თანამდებობიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • H. Hellmuth Andersen: «Til hele rigets værn, Danevirkes arkæologi», 2004

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]