დავითიანი (S-1598)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავითიანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ხელნაწერის ერთ-ერთი გვერდი, რომელზეც გამოსახულია დავით გურამიშვილის ავტოპორტრეტი

დავით გურამიშვილის „დავითიანის“ ხელნაწერი S-1598 — ავტოგრაფული ხელნაწერი, გადაწერილი უკრაინაში თავად ავტორის მიერ.

საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. შეიცავს 155 ფურცელს, რომელთა ზომებია 32,5X19,5 სანტიმეტრი. ნაწერია მხედრული დამწერლობით, სათაურები და სტრიქონების დასაწყისები სინგურითაა შესრულებული. ტექსტს დართული აქვს დავით გურამიშვილის ავტროპორტრეტი, სარწყავისა და წისქვილის გეგმა. მის თავზე ჩაკრულია ახტირკის ღვთისმშობლის გრავიურა.

დავითიანის ეს ხელნაწერი დღეს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S ფონდშია დაცული (S-1598).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 105