დავით გაბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბაშვილი.

დავით გაბაშვილი (დ. 6 სექტემბერი, 1914, თბილისი — გ. 9 მარტი, 1995, თბილისი) — ქართველი გრაფიკოსი, ფერმწერი, მოქანდაკე, საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვარი (1985).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1939 წელს. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, გრაფიკოსი, ფერმწერი, პროფესორი (1967). მისი ძირითადი ნამუშევრებია: ფერწერა – „ქალის პორტრეტი“ (1941), „ქალიშვილის პორტრეტი"(1949), "ნატურმორტი ქოთნით"(1950), „სვანი ბიჭი"(1951), "თამარ მეფე"(1956). ქანდაკება–დავით კაკაბაძის(1967), იოსებ გაბაშვილის(1970), გიორგი ჩუბინაშვილის(1980) სკულპტურული პორტრეტები(საქართველოს სურათების გალერეა). 1950–1970 წლებში მოღვაწეობდა წიგნის გრაფიკის დარგში. გაფორმებული აქვს ვახტანგ ბერიძის „სამცხის ხუროთმოძღვრება"(1955), "თბილისის ხუროთმოძღვრება"(1960–1963), „ძველი ქართველი ოსტატები" (1967), „ძველი ქართული ხუროთმოძღვრება"(1974), ნიკოლოზ ბარათაშვილის (1956), ილია ჭავჭავაძის(1950), ალექსანდრე ყაზბეგის(1942) ნაწარმოებთა ილუსტრაციები და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]