გურის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურის წყალსაცავი
ესპ. Embalse de Guri

გურის წყალსაცავთან აშენებული ჰიდროელექტროსადგური
კოორდინატები: 07°46′10″ ჩ. გ. 62°59′19″ დ. გ. / 7.76944° ჩ. გ. 62.98861° დ. გ. / 7.76944; -62.98861
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ტერიტორიული ერთეული ბოლივარის შტატი
სიგრძე 175 კმ
სიგანე 48 კმ
ფართობი 4250 კმ²
მოცულობა 135 კმ³
მდინარე კარონი
ჰესი გურის ჰიდროელექტროსადგური
გურის წყალსაცავი — ვენესუელა
გურის წყალსაცავი

გურის წყალსაცავი (ესპ. Embalse de Guri) — წყალსაცავი მდინარე კარონის (ორინოკოს მარჯვენა შენაკადი) კანიონში, ვენესუელაში. ფართობი 4250 კმ², მოცულობა 135 კმ³, სიგრძე 175 კმ, სიგანე 48 კმ., კაშხლის საერთო სიგრძეა 1300 მ, ხოლო სიმაღლე 162 მ. წყალსაცავი უპირველეს ყოვლისა შექმნილია ენერგეტიკული მიზნებისათვის. გურის წყალსაცავს ქვეყნის ეკონომიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ჰესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყალსაცავთან აშენებულია გურის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ელსადგურია. „გურის“ ჰიდროელექტროსადგური ასევე სიმონ ბოლივარის ჰიდროელექტროსადგურის სახელითაა ცნობილი, მსოფლიოს უდიდეს სადგურებში მესამე ადგილს იკავებს, 10 200 მეგავატი სიმძლავრით. ელექტროსადგური მდინარე კარონზეა განლაგებული, სამხრეთ ვენესუელაში და მას კომპანია CVG Electrification del Caroni მართავს. ჰიდროელექტროსადგურის აშენება 1963 წელს დაიწყო. პირველი ნაწილი (ჰიდროაგრეგატები) 1978 წელს დასრულდა, ხოლო მეორე 1986 წელს. ელექტროსადგური 20 განსხვავებული მოცულობის გენერატორებს მოიცავს, რომლებიც 130-დან 770 მეგავატამდე ენერგიას გამოიმუშავებენ. ეს ელექტროსადგური ვენესუელასთვის დაახლოებით 12 900 გიგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]