გუდლაკ ჯონათანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუდლაკ ებელე ჯონათანი
Goodluck Ebele Jonathan
გუდლაკ ებელე ჯონათანი Goodluck Ebele Jonathan
გუდლაკ ჯონათანი
ნიგერიის მე-14 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 მაისი, 2010 – 29 მაისი, 2015
მოვალების შემსრულებელი: 9 თებერვალი, 20105 მაისი, 2010
ვიცე-პრეზიდენტი  ნამადი სამბო
წინამორბედიუმარუ იარ-ადუა

დაბადებული1957
ოგბია, ნიგერია
მოქალაქეობანიგერიის დროშა ნიგერია
პოლიტიკური პარტიასახალხო დემოკრატიული პარტია
პროფესიაზოოლოგი
რელიგიაქრისტიანი

გუდლაკ ებელე ჯონათანი (ინგლ. Goodluck Ebele Jonathan, დ. 1957[1]) — ნიგერიელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, ნიგერიის პრეზიდენტი 2010-2015 წლებში. აღმსარებლობით — ქრისტიანი. 2005 წლის 9 დეკემბრიდან 2007 წლის 28 მაისამდე იგი ბაიელსის შტატის გუბერნატორია. 2007 წლის 29 მაისიდან ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტია. გუდლაკ ჯონათანი ნიგერიის სახალხო დემოკრატიული პარტიის წევრია. 2010 წლის 13 იანვარს ფედერალურმა სასამართლომ მას გადასცა პრეზიდენტის უფლებამოსილება, რადგან მოქმედ პრეზიდენტს უმარუ მუსა იარ-ადუას საუდის არაბეთში ხანგრძლივი მკურნალობის კურსის გამო აღარ შეეძლო მოვალეობის შესრულება. 9 თებერვალს ეს გადაწყვეტილება სენატმაც დაამტკიცა.

2010 წლის 6 მაისს უმარუ მუსა იარ-ადუას გარდაცვალების გამო ოფიციალურად დაიკავა ქვეყნის მეთაურის თანამდებობა. 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წამოაყენა თავისი კანდიდატურა და გაიმარჯვა პირველივე ტურში.[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lawson Heyford, «Jonathan: A Colossus at 49» დაარქივებული 2009-01-15 საიტზე Wayback Machine. , The Source (Lagos), 11 December 2006
  2. INEC Nigeria დაარქივებული 2011-04-26 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)