გუამი
გუამის ტერიტორია | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: „Where America’s day begins“ | ||||||
ჰიმნი: „Stand Ye Guamanians“ |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | ჰაგატნა 13°28′ ჩ. გ. 144°45′ ა. გ. / 13.467° ჩ. გ. 144.750° ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | დედედო | |||||
ოფიციალური ენა | ჩამორო (ენა), ინგლისური ენა | |||||
მთავრობა | აშშ–ის ტერიტორია | |||||
- | პრეზიდენტი | დონალდ ტრამპი | ||||
- | გუბერნატორი | ედი კალვო | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 541,3 კმ2 (192-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2010 შეფასებით | 159 358[1] (179-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 294,4 კაცი/კმ2 | ||||
მშპ (მუპ) | 2000 შეფასებით | |||||
- | სულ | $3,2 მილიარდი (167-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $21 000 | ||||
ვალუტა | აშშ დოლარი (USD ) |
|||||
დროის სარტყელი | AST (UTC+10:00) | |||||
ქვეყნის კოდი | GU | |||||
Internet TLD | (.gu) | |||||
სატელეფონო კოდი | 1 671 |
გუამის ტერიტორია (ინგლ. Territory of Guam, ჩამორო: Guåhan) — კუნძული წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, უდიდესია მარიანას არქიპელაგის ჯგუფში, რომელიც მას ყოფს ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებისაგან. გუამი შეერთებული შტატების შემადგენლობაშია, აქვს ორგანიზებული და შეუერთებელი ტერიტორიის სტატუსი (organized unincorporated territory) ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარეშე. დედაქალაქია ჰაგატნა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუამის კუნძული წაგრძელებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 50 კმ-ზე, სიგანე ყველაზე ვიწრო საშუალო ნაწილში — 12 კმ-ია. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილის რელიეფი საგრძნობლად განსხვავდება სამხრეთისაგან. ჩრდილოეთ ნაწილი — კირქვიანი პლატოა, მარჯანისგან შემდგარი. ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილოეთით პლატო მყისიერად ვარდება სანაპიროზე.
კუნძულის სამხრეთი ნაწილი — ვულკანური წარმოშობისაა და აქვს მთაგორიანი რელიეფი. უმაღლესი წერტილია — მთა ლამლამი (406 მ). გორაკები ლავური, კვარციტული და თიხაფიქლური წარმოშობისაა. არის გრანიტის და ქვიშაქვის მინარევებიც.
კუნძულის კლიმატი ტროპიკულია მუსონურია. საშუალო დღიური ტემპერატურა მთელ წელიწადში დაახლოებით 26-27 °С-ია. წვიმიანი პერიოდი გრძელდება მაისიდან ნოემბრის ჩათვლით, როდესაც დგება სამხრეთ-დასავლეთი მუსონების დრო. ყველაზე დიდი ნალექების რაოდენობაა — აგვისტოში (410 მმ), ყველაზე ნაკლები — აპრილში (55 მმ). უნალექო ზამთარ-გაზაფხულის პერიოდში (იანვრიდან აპრილის ჩათვლით) ქრის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი. ნალექების წლიური ჯამი აღემატება 2000 მმ-ს. კუნძულზე ხშირად მოქმედებენ ტაიფუნები, განსაკუთრებით ზაფხულის წვიმიან პერიოდში. ერთ-ერთმა ძლიერმა ტაიფუნმა 1962 წელს გუამზე გაანადგურა თითქმის ყველა შენობა.
ცხოველთა სამყარო ღარიბია. ბინადრობენ მღრღნელები (ვირთხები, თაგვები), ღამურები. ტყეებში გვხვდება ფილიპინებიდან ესპანელების მიერ შემოყვანილი ირმები. ადრე კუნძულზე იყვნენ საკმაოდ ბევრი ფრინველები, მაგრამ დღესდღეობით მათი დიდი უმრავლესობა განადგურებულია 1940-იან წლებში შემოყვანილი გველის ყავისფერი ბოიგასაგან (ლათ. Boiga irregularis).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუამი დასახლებული იყო ერთ-ერთი ავსტრონეზიური ხალხით — ჩამოროელებით, დაახლოებით XV საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. XVI საუკუნის დასაწყისში (1521 წელს), როდესაც მაგელანის ექსპედიციამ აღმოაჩინა გუამი, ჩამოროს ხალხს დაწყებული ჰქონდა ადრეკლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბება. ისინი იყოფოდნენ სამ ძირითად სოციალურ ფენად: ბელადებად, რიგით ადამიანებად და მონებად.
გუამი გამოცხადდა ესპანეთის კოლონიად 1565 წელს. 1600 წლიდან კუნძული გამოიყენებოდა ესპანური გემების ეკიპაჟის დასასვენებლად და მათთვის საკვების შესავსებად, რომლებიც მიემართებოდნენ მექსიკიდან ფილიპინებზე. ამან გამოიწვია აბორიგენი ჩამოროელების ესპანელებთან, მექსიკელებთან და ფილიპინელებთან შერევა, რომლებიც შედიოდნენ ესპანური გემების შემადგენლობაში.
ესპანელების ფაქტობრივი კოლონიზაცია, ჩამოროელების გაქრისტიანებასთან ერთად დაიწყო 1668 წლიდან, როდესაც კუნძულზე ჩამოვიდნენ კათოლიკე მისიონერები. 1670 წლიდან 1695 წლამდე პერიოდი აღსანიშნავია ჩამოროელების აჯანყებების სერიებით, რომლებსაც სისასტიკით ახშობდნენ ესპანელი ჯარისკაცები. ჩამოროელების რიცხვი, განსაკუთრებით მამაკაცებისა, ძლიერ შემცირდა. ამან გამოიწვია ჩამოროელების შემდგომი შევიწროვება ესპანელების, ფილიპინელების და მექსიკელების მიერ. მაგრამ ჩამოროელებმა შეინარჩუნეს თავისი ენა და ზოგიერთი წეს-ჩვეულება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიპყრეს კუნძული ესპანეთ-ამერიკის ომის დროს 1898 წელს და იმავე წელს შეიერთეს ის პარიზში ხელმოწერილი მშვიდობიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ამის შემდეგ გუამი ემსახურებოდა ამერიკულ გემებს, როგორც შუამდებარე ბაზა, ფილიპინებისკენ მიმავალ გზაზე.
მეორე მსოფლიო ომის დროს გუამს თავს დაესხა იაპონიის შეიარაღებული ძალები. ბრძოლა დაიწყო 1941 წელს პერლ-ჰარბორზე იაპონელთა თავდასხმიდან სამი საათის შემდეგ. გუამი ჩაბარდა იაპონიის სამხედრო ძალებს 10 დეკემბერს. ომის პერიოდში, დაახლოებით 19 000 იაპონელი ჯარისკაცი და მეზღვაური იდგა კუნძულზე. გუამი ამერიკის სამხედრო ძალებმა უკან დაიბრუნა 1944 წლის 21 ივლისს.
პოლიტიკური მოწყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუამს აქვს ორგანიზებული და შეუერთებელი ტერიტორიის სტატუსი (organized unincorporated territory) ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარეშე. იმართება 1950 წელს აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებული კუნძულ გუამის ორგანული კანონის საფუძველზე. ამ კანონმა კუნძულს მიანიჭა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება და მისი მოსახლეობა გამოაცხადა აშშ-ს მოქალაქეებად (nationals).
აღმასრულებელ ხელისუფლებას ასრულებს გუბერნატორი (ირჩევს გუამის მოსახლეობა 4 წლის ვადით), რომელიც ნიშნავს ადგილობრივ მთავრობას.
გუამს ჰყავს ერთი დელეგატი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, მაგრამ მას არ აქვს ხმის უფლება.
საკანონმდებლო ორგანოა — საკანონმდებლო კრება, რომელიც შედგება 15 სენატორისაგან (ირჩევს გუამის მოსახლეობა 2 წლის ვადით).
გუამზე არსებობს აშშ-სგან სრული დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობა, მაგრამ გუამის მოსახლეობის უმრავლესობას სურს შეინარჩუნოს ამჟამინდელი სტატუსი მოდიფიცირებული სახით, რაც გამოიხატება გაფართოებული ავტონომიის მიღებაში.
გუამი — აშშ-ის უმსხვილესი სტრატეგიული სამხედრო ბაზა წყნარ ოკეანეში. აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები ძირითადად თავმოყრილები არიან ანდერსენის ავიაბაზაზე და აპრა-ჰარბორის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუამი იყოფა 19 სოფლად (მუნიციპალიტეტებად):
№ | მუნიციპალიტეტები | რეგიონი [2] |
ფართობი, კმ² |
მოსახლეობა,[3] ად. (2010) |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
---|---|---|---|---|---|
1 | აგანია-ჰეიტსი | ცენტრალური | 2,68 | 3808 | 1420,90 |
2 | აგატი | სამხრეთი | 27,19 | 4917 | 180,84 |
3 | ასანი | ცენტრალური | 14,35 | 2137 | 148,92 |
4 | ბარიგადა | ცენტრალური | 21,96 | 8875 | 404,14 |
5 | ჩალან-პაგო-ორდოტი | ცენტრალური | 14,73 | 6822 | 463,14 |
6 | დედედო | ჩრდილოეთი | 79,16 | 44 943 | 567,75 |
7 | ჰაგატნა | ცენტრალური | 2,33 | 1051 | 451,07 |
8 | ინარაჯანი | სამხრეთი | 48,82 | 2273 | 46,56 |
9 | მანგილაო | ცენტრალური | 26,45 | 15 191 | 574,33 |
10 | მერიზო | სამხრეთი | 16,39 | 1850 | 112,87 |
11 | მონგმონგ-ტოტო-მაიტე | ცენტრალური | 4,79 | 6825 | 1424,84 |
12 | პიტი | ცენტრალური | 19,26 | 1454 | 75,49 |
13 | სანტა-რიტა | სამხრეთი | 41,89 | 6084 | 145,24 |
14 | სინაიანა | ცენტრალური | 2,20 | 2592 | 1178,18 |
15 | ტალოფოფო | სამხრეთი | 45,81 | 3050 | 66,58 |
16 | ტამუნინგი | ჩრდილოეთი | 14,66 | 19 685 | 1342,77 |
17 | უმატაკი | სამხრეთი | 16,63 | 782 | 47,02 |
18 | იიგო | ჩრდილოეთი | 91,71 | 20 539 | 223,96 |
19 | ძონია | სამხრეთი | 52,53 | 6480 | 123,36 |
სულ | 543,52 | 159 358 | 293,20 |
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობის რაოდენობა — 159 358 ადამიანი (აღწერა 2010). აქედან: კაცები — 81 568, ქალები — 77 790. შეფარდება: 104,9 კაცი 100 ქალზე. (2010 წელს)[3].
ასაკობრივი სტრუქტურა 2010 წლისათვის: 14 წლამდე — 27,2 % (43 319 ადამიანი, აქედან: კაცები — 22 322; ქალები — 20 997); 15-დან 64 წლამდე — 66,1 % (105 292 ადამიანი, აქედან: კაცები — 54 235; ქალები — 51 057); 65 წელზე უფროსი — 6,7 % (10 747 ადამიანი, აქედან: კაცები — 5011; ქალები — 5736) (აღწერა 2010 წლის)[3].
მოსახლეობის საშუალო ასაკია — 29,5 წელი. აქედან: კაცების — 28,9 წელი, ქალების — 30,0 წელი (აღწერა 2010 წლის)[3].
ეთნიკური შემადგენლობა: ჩამოროელები — 37,3 % (59 381 ად.), ჩუუკელები — 7,0 % (11 230 ად.), ოკეანეთის სხვა ხალხები — 5,0 % (7971 ად.), ფილიპინელები — 26,3 % (41 944 ად.), აზიის სხვა ხალხები — 5,9 % (9437 ად.), შერეული წარმოშობის — 9,4 % (14 929 ად.), თეთრკანიანები — 7,1 % (11 321 ად.), შავკანიანები — 1,0 % (1540 ად.), სხვები — 1,0 % (1605 ად.) (აღწერა 2010 წლის)[4].
ენები: ინგლისური — 43,6 % (63 238 ად.), ჩამოროს ენა — 17,8 % (25 827 ად.), ფილიპინური ენები — 21,2 % (30 720 ად.), ოკეანეთის ენები — 10,0 % (14 441 ად.), აზიური ენები — 6,3 % (9192 ად.), სხვა ენები — 1,1 % (1651 ად.) (აღწერა 2010 წლის)[3].
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკონომიკაში ძირითად როლს, უპირველეს ყოვლისა, ასრულებს ტურიზმი (ძირითადად იაპონიიდან) და ასევე კუნძულზე არსებული ამერიკული სამხედრო ბაზა, რომელსაც უკავია კუნძულის ფართის მესამედი.
კუნძულზე აშენებულია აეროპორტი, ოტელები ტურისტებისთვის და გოლფ-კლუბები. ტურისტების დაახლოებით 90 % — იაპონელია. იაპონელი ტურისტების სიმრავლე გამოწვეულია იმით, რომ გუამი უფრო ახლოა ვიდრე ჰავაის კუნძულები. ტურიზმის განვითარებისათვის ოტელებით განაშენიანდა ულამაზესი პლიაჟები, რისთვისაც დაინგრა რიფი და დიდი ზიანი მიადგა ზღვის ფლორას და ფაუნას.
კუნძულზე მდებარეობს გუამის უნივერსიტეტი.
კუნძული დაკავშირებულია დანარჩენ სამყაროსთან ინტერნეტის 12 ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით.[5]
საუკეთესო ტურისტული ზონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საუკეთესო ტურისტული ზონებია. გუამის ჩრდილოეთი რაიონი — კუნძულზე ყველაზე ნაკლებად დასახლებული და ტურისტების მიერ ყველაზე ნაკლებად მონახულებადი. რეგიონის დიდი ნაწილი დაკავებულია აშშ-ის სამხედრო ბაზებით. აქვე მდებარეობს რიტიდიან — ბიჩი (Ritidian Beach), რომელიც ითვლება გუამის ყველაზე ლამაზ პლაჟად. ცენტრალური რეგიონი — ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ტურისტების მიერ ყველაზე მონახულებადია. ზუსტად აქ მდებარეობს გუამის დედაქალაქი, ასევე მთავარი და კუნძულის ერთადერთი ტურისტული ცენტრი — ტუმონი. ტურისტების 90 % აქ ცხოვრობს და ატარებს თავის შვებულებას. სამხრეთი რეგიონი — კუნძულზე ყველაზე მხატვრული, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ნაკლებად განვითარებულია. ამ რაიონში ყველაზე კარგად შენარჩუნდა გუამის ადგილობრივი მოსახლეობის — ჩამოროს კულტურა. აქ ტურისტებს იზიდავს ქოქოსის კუნძული და ტალოფოფოს ყურის (Talofofo Bay) პლაჟები. ტალოფოფოს წყნარი ოკეანისეული პლაჟები დააინტერესებთ სერფერის და კაიტსერფერის მოყვარულებს, განსაკუთრებით ქარის სეზონში. თანაც, ზუსტად „სამხრეთ რეგიონში“ გუამზე გადმოვიდა მაგელანი თავის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დროს. კუნძული გუამი — არა მხოლოდ საუკეთესო პლაჟები, ტროპიკული მცენარეები და ლამაზი ჩანჩქერებია, არამედ კუნძულის ძველი ისტორიის ძეგლებია. ეს არის კლდეზე ნაკვეთი სურათები და აბორიგენი ხალხის ჩამოროს, რომლებიც კუნძულზე 3,5 ათასი წლის წინ დასახლდა ტრადიციული სახლები, ესპანელების ყოფილი ბატონობის დამადასტურებელი ფაქტები, ასევე მეორე მსოფლიო ომის ძეგლები. ფილიპინების ზღვა და წყნარი ოკეანე, გუამის სანაპირო ზოლი, დაივინგის მოყვარულებს ჩუქნის შესაძლებლობას მოინახულონ მარჯნის რიფები და გამოიკვლიონ ჩაძირული გემები. ამას გარდა, აქტიური დასვენების მოყვარულებს შეუძლიათ ისიამოვნონ ვინდსერფინგით და პარასეილინგით, ითამაშონ გოლფი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გუამის მოსახლეობა (2010)
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-31. ციტირების თარიღი: 2014-05-18.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 მოსახლეობის აღწერა (2010)[მკვდარი ბმული]
- ↑ მოსახლეობის აღწერა (2010)[მკვდარი ბმული]
- ↑ Greg’s Cable Map
|
|