გრძნობის ორგანოები და შეგრძნებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
RobertFuddBewusstsein17Jh

გრძნობის ორგანოები და შეგრძნებები — ადამიანისა და ცხოველთა ის ორგანოები, სადაც ხდება გარემოს ფაქტორების ზემოქმედების შეგრძნება, ანუ რეცეფცია — გამღიზიანებელი ან ქიმიური ენერგია ნერვულ აგზნებად გარდაიქმნება და ცენტრალურ ნერვულ სისტემას გადაეცემა. გრძნობის ორგანო შედგება ნერვული აპარატის — რეცეპტორისაგან, რომელიც ამ ორგანოს სპეციფიკურ ფუნქციას განსაზღვრავს და არანერვული ნაწილაკისგან, რომელიც ამ ფუნქციის სრულყოფილად განხორციელებას ემსახურება. რეცეპტორთა დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ მხედველობის, სმენის, წონასწორობის, ყნოსვის, გემოსა და სხვა გრძნობის ორგანოებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]