გრიგორ ნარეკაცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგორ ნარეკაცი
სომხ. Գրիգոր Նարեկացի
დაბადების თარიღი არაუადრეს 945 და არაუგვიანეს 951
დაბადების ადგილი Yemişlik, Rshtunik, ვასპურაკანის სამეფო
გარდაცვალების თარიღი არაუადრეს 1003 და არაუგვიანეს 1011
გარდაცვალების ადგილი ნარეკავანქი, Rshtunik, ვასპურაკანის სამეფო
საქმიანობა პოეტი[1] , ფილოსოფოსი[1] , მუსიკოსი[1] და თეოლოგი[2]
ენა ძველი სომხური ენა
ჟანრი narrative poetry
ნათესავ(ებ)ი Anania Narekatsʻi[3]

გრიგორ ნარეკაცი (სომხ. Գրիգոր Նարեկացի), დასავლეთ სომხ.: კრიკორ კარეგაცი (დ. 951 — გ. 1003) ასევე ცნობილი, როგორც გრიგოლ ნარეკელისომეხი ბერი, პოეტი, ქრისტიანი მისტიკოსი, ფილოსოფოსი, თეოლოგი, კომპოზიტორი. წმინდანად არის აღიარებული რომის კათოლიკე და სომხური სამოციქულო ეკლესიების მიერ.

ავტორია არაერთი პოეტური ტექსტისა. დაწერილი აქვს „ქებათა ქების“ მისტიკური ინტერპრეტაცია. მისი ლოცვათა წიგნები, ასვე „ტრაგედიის მატიანე“, რომელიც შედგება 95 ნაწილისაგან, თარგმნილია არაერთ ენაზე.

2015 წლის 21 თებერვალს რომის პაპმა ფრანცისკე I-მა გრიგორ ნარეკაცი ეკლესიის მასწავლებლად (Doctor Ecclesiae) გამოაცხადა[4].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგორი დაიბადა 950 წელს  საეკლესიო მწერლისა და სწავლულის, ხოსრო ანძევაცის, ოჯახში. მამამისი ხოსრო არქიეპისკოპოსი იყო. დედის გარდაცვალების შემდეგ, მასზე მზრუნველობა იკისრა ანანია ნარეკელმა, ნარეკის მონასტრის დამაარსებელმა და გრიგოლის ბიძაშვილმა. თითქმის მთელი თავისი ცხოვრება გრიგორმა ნარეკის მონასტერში გაატარა, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა როგორც ანტიკური პერიოდის ფილოსოფოსების თხზულებებს, ისე — წმინდა მამათა შრომებს.

გრიგოლის დროს განსაკუთრებით აღორძინდა სომხური კულტურა. ლიტერატურა, მხატვრობა, არქიტექტურა და თეოლოგია განსაკუთრებულ სიმაღლეებს აღწევდა სომხეთში, რის სათავეშიც გრიგორი იდგა. გრიგორ ნარეკაცმა სომხურ ლიტერატურაში პირველმა შეიტანა საერო მოტივები, პოეზიის საგნად ადამიანი და მისი გრძნობები აქცია; მაგრამ მისი ჰუმანიზმი მისტიკურ საბურველშია გახვეული. გრიგორ ნარეკაცის პოეზია გამოირჩევა მხატვრული სახეების მრავალფეროვნებით, ლექსიკის სიმდიდრით. დიდი როლი შეასრულა ძველი სომხური სალიტერატურო ენის განვითარებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მელიქსეთ-ბეგი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941;
  • მელიქიშვილი ნ., „გრიგოლ ნარეკელი“ წიგნში :„ჰოლემეტიკურ თხზულებათა ქართული თარგმანები“, თბილისი, 2012, ISBN 978-9941-0-5010-7.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Armenian Soviet Encyclopedia, vol. 3 — ტ. 3. — გვ. 218–220.
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #119161435 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Հայկական սովետական հանրագիտարանԵրևան: 1974. — ტ. 1. — გვ. 362.
  4. Pope Francis declares Armenian saint Doctor of the Church". Vatican Radio. 23 February 2015.