გრემ სვიფტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრემ სვიფტი
ინგლ. Graham Swift
დაბადების თარიღი 4 მაისი, 1949(1949-05-04)[1] [2] [3] [4] [5] (74 წლის)
დაბადების ადგილი ლონდონი
საქმიანობა მწერალი[6] და რომანისტი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი იორკის უნივერსიტეტი, დალვიჩის კოლეჯი და დედოფლის კოლეჯი
Magnum opus Shuttlecock, მიწა-წყალი და უკანასკნელი ბრძანებები
ჯილდოები ჯეიმზ ტაიტ ბლეკის სამახსოვრო პრემია, ჯეფრი ფებერის მემორიალური ჯილდო, ბუკერის პრემია[7] , Guardian Fiction Prize და Hawthornden Prize

გრემ კოლინ სვიფტი (ინგლ. Graham Swift; დ. 4 მაისი, 1949) — ბრიტანელი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრემ სვიფტი დაიბადა ლონდონში, ინგლისში და განათლება მიიღო დალვიჩის კოლეჯში, ლონდონში; შემდგომ სწავლობდა კუინზის კოლეჯში, კემბრიჯში, და მოგვიანებით სწავლა გააგრძელა იორკის უნივერსიტეტში. იგი იყო თედ ჰაგისის მეგობარი.

შექმნილია მისი ზოგიერთი ნაწარმოების — „უკანასკნელი ბრძანებების“ (Last Orders) და „მიწა–წყლის“ (Waterland) ეკრანიზაცია. „უკანასკნელ ბრძანებებში“ მთავარ როლებს თამაშობენ მაიკლ კეინი და ბობ ჰოსკინსი, ხოლო „მიწა-წყალში“ — ჯერემი აირონსი. „უკანასკნელმა ბრძანებებმა“ დაიმსახურა 1996 წლის ჯეიმზ ტაიტის შავი მემორიალური პრიზი. მას აგრეთვე მოპოვებული აქვს ბუკერის პრიზი 1996 წელს. ამ ნაწარმოების სიუჟეტსა და ფაბულაში ერთგვარი მსგავსება აღინიშნება უილიამ ფოლკნერის რომანთან „სული რომ ამომდიოდა“ (As I Lay Dying). რაც შეეხება „მიწა-წყალს“ აქ მოქმედება ვითარდება ფენსში; ეს არის რომანი ლანდშაფტზე, ისტორიასა და ოჯახზე, და ხშირად მას აღიარებენ ერთ-ერთ საუკეთესო ომის შემდგომ შექმნილ ბრიტანულ რომანად. მის მნიშვნელობაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ იგი ბრიტანულ სკოლებში ინგლისური ლიტერატურის სასწავლო გეგმაში არის შეტანილი.

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ტკბილეულობის მაღაზიის მეპატრონე“ (The Sweet-Shop Owner, 1980);
  • „ვოლანი“ (Shuttlecock, 1982, 1983 წლის ჯიოფრი ფაბერის მემორიალური პრიზის გამარჯვებული);
  • „მიწა-წყალი“ (Waterland, 1983);
  • „ამ სამყაროს გარეთ“ (Out of This World, 1988);
  • Ever After (1992);
  • „უკანასკნელი ბრძანებები“ (Last Orders, 1996, 1996 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატი);
  • „დღის სინათლე“ (The Light of Day, 2003);
  • „ხვალ“ (Tomorrow, 2007);
  • „სპილოს შექმნა:შიგნიდან დაწერილი“ (Making an Elephant: Writing from Within, 2009).

მოთხრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ცურვის სწავლა“ (Learning to Swim, 1982);
  • „ქიმია“ (Chemistry, 2008).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]