გრეისონ ჩენსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრეისონ მაიკლ ჩენსი (ინგლ. Greyson Michael Chance) (დ. 1997 წლის 16 აგვისტო) არის ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პიანისტი. მან შეასრულა ლედი გაგას სიმღერა "Paparazzi" მეექვსე მუსიკალურ ფესტივალზე, შემდეგ 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა იუთუბზე. მას დაწერილი აქვს ორი კომპოზიცია "Stars" და "Broken Hearts". მისი ახალი სინგლი არის "Waiting Outside the Lines", რომელიც გამოვიდა 2010 წლის ოქტომბერში.

გრეისონი არის მეექვსე კლასის მოსწავლე ჩეიენის საშუალო სკოლაში. ის არის ყველაზე პატარა შვილი სკოტ და ლიზა ჩენსებისთვის. ჰყავს 16 წლის და ალექსა, ხოლო მისი დიდი ძმა ტენერი 19 წლისაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]