გრეგორი უინტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრეგორი უინტერი
გრეგორი პოლ უინტერი
დაბ. თარიღი 14 აპრილი, 1951 (1951-04-14) (73 წლის)
დაბ. ადგილი ლესტერი, ლესტერშირი, ინგლისი
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა molecular biologist, ინჟინერი, ბიოქიმიკოსი, ბიოლოგი, ქიმიკოსი და მკვლევარი
მუშაობის ადგილი კემბრიჯის უნივერსიტეტი
მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია
ლონდონის საიმპერიო კოლეჯი
ალმა-მატერი ტრინიტის კოლეჯი, კემბრიჯი
სამეცნიერო ხელმძღვანელი ბრაიან ჰართლი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი[1] , სამეფო მედალი, ასტურიის პრინცესის პრემია სამეცნიერო და ტექნიკური აღმოჩენებისათვის, გაირდნერის ფონდის საერთაშორისო პრემია, ემილ ფონ ბერინგის პრემია, William B. Coley Award[2] , ვილჰელმ ექსნერის მედალი[3] , შეელეს პრემია, King Faisal International Prize in Medicine, რაინდი-ბაკალავრი[4] , Colworth Medal, ნობელის პრემია ქიმიაში[5] , Fellow of the Australian Academy of Technology and Engineering, Fellow of the Academy of Medical Sciences[4] , ბელის მედალი, Prince Mahidol Award, honorary doctorate of the University of Natural Resources and Life Sciences, Vienna[6] , Louis-Jeantet Prize for Medicine[7] , გაბაის პრემია[8] და Honorary member of the British Biophysical Society
საიტი LMB web page

სერ გრეგორი პოლ უინტერი (დ. 14 აპრილი, 1951)[9][10] ბრიტანელი ბიოქიმიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი. ცნობილია თავისი შრომებით მონოკლონური ანტისხეულების თერაპიული გამოყენების შესახებ. მეცნიერის კარიერა თითქმის მთლიანად მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიასა და ცილის ინჟინერიის ცენტრს დაეფუძნა (კემბირჯი, ინგლისი).

მეცნიერის სახელთანაა დაკავშირებული ჰუმანიზებული ანტისხეულების (1986), შემდეგ კი ფაგების დისფლეის მთლიანად ჰუმანიზებული, ანტისხეულების თერაპიული გამოყენების ტექნიკების განვითარება.[11][12][13][14][15][16] თავდაპირველად ანტისხეულებს თაგვებიდან იღებდნენ, თუმცა ადამიანებისთვის თერაპიული გამოყენება რთული იყო, რადგანაც ადამიანთა იმუნური სისტემას თაგვების საწინააღმდეგო რეაქცია აქვს.[9][17][18][19][20][21] 2018 წელს ამ მიღწევებისთვის გრეგორი უინტერი ჯორჯ სმიტთან და ფრენსის არნოლდთან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.[22][23]

2012 წლის 2 ოქტომბრიდან არის ტრინიტის კოლეჯის (კემბრიჯი) ხელმძღვანელი. 2006-2011 წლებში იყო მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე, 2007-2008 წლებში სამედიცინო კვლევების საბჭოს დირექტორი,ხოლო 1994-2006 წლებში ცილებისა და ნუკლეინის მჟავების ქიმიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1990 წლიდან 2010 წლამდე უინტერი სამედიცინო კვლევების საბჭოს ცილის ინჟინერიის ცენტრის დირექტორის მოადგილე იყო.[24][25]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრეგორი უინტერი ნიუკასლ-აპონ-ტაინის გრამატიკის სამეფო სკოლაში სწავლობდა.[9] შემდეგ სწავლა განაგრძო კემბრიჯის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებააზე და 1973 წელს ტრინიტის კოლეჯი დაამთავრა. 1977 წელს უინტერს ფილოსოფიის დოქტორის წოდება სამედიცინო კვლევების საბჭოს მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიამ მიანიჭა ბაქტერია Bacillus stearothermophilus-ის ტრიფტოფანილ-tRNA სინთეტაზის ამინომჟავების წყობის კვლევებისთვის. უინტერის სამეცნიერო ხელმძღვანელი ბრაიან ჰართლი იყო.[26] შემდეგში უინტერი ლონდონის საიმპერიო კოლეჯსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის გენეტიკის ინსტიტუტში სწავლობდა.[27]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წელს უინტერმა „კემბრიჯის ანტისხეულთა ტექნოლოგიის ჯგუფი“ დააარსა. შემდეგ მუშაობდა Covagen-ის (დღეისთვის შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანიის, Ciag-ის ნაწილია) სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოში. არის Biosceptre International Limited-ის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს წევრი.2000 წელს უინტერმა დომინანტი ანტისხეულების კვლევების დასაწყებად Domantis დააარსა. 2006 წელს კომპანია ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, GlaxoSmithKline 230 მილიონ ევროდ შეიძინა.[28][29]

ჯილდოები და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს უინტერი სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს.[30] 2011 წელს „ცილის ინჟინერიისა და მონოკლონური ანტისხეულების თერაპიული გამოყენების პიონერობისა და მისი, როგორც გამომგონებლისა და ანტრეპრენიორის წვლილის“ გამო სამეფო საზოგადოებამ სამეფო მედლით დააჯილდოვა.[31] 1994 წელს მეცნიერს შეელეს ჯილდო გადაეცა.

1995 წელს უინტერმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, მათ შორის მეფე ფეისალის საერთაშორისო პრიზი მედიცინაში (მოლეკულური იმუნოლოგია). 1999 წელს კიბოს კვლევის ინსტიტუტმა უილიამ კოლის ჯილდო გადასცა. არის მეცნიერებისა და ინჟინერიის კამპანიის მრჩეველთა საბჭოს წევრი.[32] 2004 წელს რაინდი ბაკალავრის წოდება მიენიჭა. 2012 წლიდან არის ტრინიტის კოლეჯის ხელმძღვანელი.[33][34]

2018 წლის 3 ოქტომბერს უინტერი ჯორჯ სმიტთან და ფრენსის არნოლდთან ერთად ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.[22]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The London Gazette — 1996. — გამ. 54625. — გვ. 9. — ISBN 978-0-11-664625-5
  2. https://www.cancerresearch.org/william-b-coley-award
  3. https://www.wilhelmexner.org/en/medalists/
  4. 4.0 4.1 Greg Winter - Bicyclic peptides & chemistry of bicyclesLaboratory of Molecular Biology.
  5. The Nobel Prize in Chemistry 2018 // nobelprize.orgNobel Foundation.
  6. https://boku.ac.at/universitaetsleitung/rektorat/stabsstellen/oeffentlichkeitsarbeit/themen/ehrentraegerinnen/ehrendoktorinnen/winter-gregory-paul
  7. https://www.jeantet.ch/en/prix-louis-jeantet/laureats/1989-en/docteur-gregory-p-winter/
  8. https://www.brandeis.edu/rosenstiel/gabbay-award/past.html
  9. 9.0 9.1 9.2 WINTER, Sir Gregory (Paul), online Oxford University Press, Who's Who, A & C Black an imprint of Bloomsbury Publishing plc.  (ფასიანი რეგისტრაცია)
  10. Sir Gregory P. Winter – Facts – 2018. NobelPrize.org. Nobel Media AB (6 October 2018). ციტირების თარიღი: 6 October 2018.
  11. The Scientific Founders დაარქივებული 13 September 2011 საიტზე Wayback Machine. of Bicycle Therapeutics Ltd. – Christian Heinis and Sir Greg Winter, FRS.
  12. McCafferty, J.; Griffiths, A.; Winter, G.; Chiswell, D. (1990). „Phage antibodies: filamentous phage displaying antibody variable domains“. Nature. 348 (6301): 552–554. Bibcode:1990Natur.348..552M. doi:10.1038/348552a0. PMID 2247164.
  13. www.trin.cam.ac.uk დაარქივებული 6 March 2012 საიტზე Wayback Machine.
  14. Winter, G; Griffiths, A. D.; Hawkins, R. E.; Hoogenboom, H. R. (1994). „Making antibodies by phage display technology“. Annual Review of Immunology. 12: 433–455. doi:10.1146/annurev.iy.12.040194.002245. PMID 8011287.
  15. Griffiths, A. D.; Williams, S. C.; Hartley, O; Tomlinson, I. M.; Waterhouse, P; Crosby, W. L.; Kontermann, R. E.; Jones, P. T.; Low, N. M.; Allison, T. J. (1994). „Isolation of high affinity human antibodies directly from large synthetic repertoires“. The EMBO Journal. 13 (14): 3245–60. PMC 395221. PMID 8045255.
  16. Hoogenboom, H. R.; Griffiths, A. D.; Johnson, K. S.; Chiswell, D. J.; Hudson, P.; Winter, G. (1991). „Multi-subunit proteins on the surface of filamentous phage: Methodologies for displaying antibody (Fab) heavy and light chains“. Nucleic Acids Research. 19 (15): 4133–4137. doi:10.1093/nar/19.15.4133. PMC 328552. PMID 1908075.
  17. Anon (2011). „The inventor of humanized monoclonal antibodies and cofounder of Cambridge Antibody Technology, Greg Winter, muses on the future of antibody therapeutics and UK life science innovation“. Nature Biotechnology. 29 (3): 190. doi:10.1038/nbt.1815. PMID 21390009.
  18. Winter, G.; Fields, S.; Brownlee, G. G. (1981). „Nucleotide sequence of the haemagglutinin gene of a human influenza virus H1 subtype“. Nature. 292 (5818): 72–5. Bibcode:1981Natur.292...72W. doi:10.1038/292072a0. PMID 7278968. თარგი:Closed access
  19. Fields, S.; Winter, G.; Brownlee, G. G. (1981). „Structure of the neuraminidase gene in human influenza virus A/PR/8/34“. Nature. 290 (5803): 213–7. Bibcode:1981Natur.290..213F. doi:10.1038/290213a0. PMID 7010182. თარგი:Closed access
  20. Riechmann, L.; Clark, M.; Waldmann, H.; Winter, G. (1988). „Reshaping human antibodies for therapy“. Nature. 332 (6162): 323–7. Bibcode:1988Natur.332..323R. doi:10.1038/332323a0. PMID 3127726. თარგი:Closed access
  21. Marks, J. D.; Hoogenboom, H. R.; Bonnert, T. P.; McCafferty, J.; Griffiths, A. D.; Winter, G. (1991). „By-passing immunization“. Journal of Molecular Biology. 222 (3): 581–97. doi:10.1016/0022-2836(91)90498-U. PMID 1748994. თარგი:Closed access
  22. 22.0 22.1 Live blog: direction evolution takes chemistry Nobel prize. ციტირების თარიღი: 3 October 2018.
  23. Nobel Prize in Chemistry 2018 – live. ციტირების თარიღი: 3 October 2018.
  24. http://www.f-star.com/scientific_advisors/3/sir-gregory-winter-chairman დაარქივებული 29 January 2012 საიტზე Wayback Machine.
  25. Greg Winter wins 2018 Nobel Prize for Chemistry - MRC Laboratory of Molecular Biology (3 October 2018). ციტირების თარიღი: 7 October 2018.
  26. Winter, G. P.; Hartley, B. S. (1977). „The amino acid sequence of tryptophanyl tRNA Synthetase fromBacillus stearothermophilus“. FEBS Letters. 80 (2): 340–342. doi:10.1016/0014-5793(77)80471-7. ISSN 0014-5793. PMID 891985.
  27. King Faisal Prize | Professor Sir Gregory P. Winter en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-21. ციტირების თარიღი: 2018-10-04
  28. GSK snaps up Domantis to move into biotech field | The Independent
  29. GSK is to buy Domantis – a company based on discoveries by MRC scientists დაარქივებული 16 January 2014 საიტზე Wayback Machine. LMB webpage
  30. Sir Gregory Winter CBE FMedSci FRS. Royal Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 November 2015.
  31. Royal Society announces 2011 Copley Medal recipient. Royal Society. ციტირების თარიღი: 23 February 2012.
  32. Advisory Council of the Campaign for Science and Engineering. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 August 2010. ციტირების თარიღი: 11 February 2011.
  33. Sir Gregory Winter CBE FRS appointed Master of Trinity College, Cambridge University. 10 Downing Street (16 December 2011). ციტირების თარიღი: 5 April 2013.
  34. Master of Trinity College, Cambridge &' events. University of Cambridge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 5 April 2013.