გლორია მაკაპაგალ-აროიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გლორია მაკაპაგალ-აროიო
გლორია მაკაპაგალ-აროიო
ფილიპინების პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 2001 – 30 ივნისი, 2010
წინამორბედიჯოზეფ ესტრადა
მემკვიდრებენინიო აკინო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ივნისი, 1998 – 20 იანვარი, 2001
პრეზიდენტიჯოზეფ ესტრადა
წინამორბედიჯოზეფ ესტრადა
მემკვიდრეთეოფისტო გინგონა

დაბადებული5 აპრილი, 1947 (1947-04-05) (76 წლის)
სან-ხუანი, ფილიპინები
ხელმოწერა

გლორია მაკაპაგალ-აროიო (დ. 5 აპრილი, 1947, სან-ხუანი, ფილიპინები) — ფილიპინების პოლიტიკური მოღვაწე, ფილიპინების პრეზიდენტი 2001—2010 წლებში. ქვეყნის მეორე ქალი პრეზიდენტი და ყოფილი პრეზიდენტის დიოსდადო მაკაპაგალას შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია გლორია მაკაპაგალ აროიო დაიბადა 1947 წლის 5 აპრილს პოლიტიკოს დიოსდადო მაკაპაგალას ოჯახში. თავისი ბავშვობა მარია გლორიამ კუნძულ მინდანაოზე ქალაქ ილიგანში გაატარა, ხოლო 14 წლის გლორია უკვე საპრეზიდენტო სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან მამამისი დიოსდადო მაკაპაგალი 1961 წელს ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს. საპრეზიდენტო სასახლეში გლორია 1965 წლამდე ცხოვრობდა, მანამ სანამ მამამისი ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო განათლება და კომერციულ მეცნიერებათა ბაკალავრის ტიტული მომავალმა პრეზიდენტმა მანილას რელიგიურ კოლეჯში მიიღო, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა ვაშინგტონის ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში. სამშობლოში დაბრუნებულმა ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილმა გადაწყვიტა ეკონომიკური განათლება გაეფართოვებინა და სწავლა გააგრძელა მანილას უნივერსიტეტში სადაც მიიღო ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში მასთან ერთად ერთ კურსზე სწავლობდა კიდევ ერთი მომავალი პრეზიდენტი თავისი ქვეყნისა უილიამ ჯეფერსონ ბილ კლინტონი.[1] თითქმის ერთდროულად 2001 წლის 20 იანვარს, მაშინ როცა აშშ-ს პრეზიდენტი ბილ კლინტონი პოსტს ტოვებდა, მისი ფილიპინელი თანაკურსელი მანილაში ეპიფანო დე ლა სანტოსის ტაძართან საზეიმოდ დებდა საპრეზიდენტო ფიცს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ში სწავლის შემდეგ ფილიპინებში დაბრუნებული გლორია ცოლად გაჰყვა ადვოკატ ხოსე მიგელ ტუასონ აროიოს, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა. ქალბატონი გლორია ტაგალური ენის გარდა ფლობს ინგლისურსა და ესპანურს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gloria Arroyo, The Most Powerful Women. Forbes (November 1, 2005). ციტირების თარიღი: June 4, 2007.
წინამორბედი:
ჯოზეფ ესტრადა
ფილიპინების პრეზიდენტი

2001 – დღემდე
შემდეგი:
ბენინიო აკინო