გიორგი ტუღუში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტუღუში.
გიორგი ტუღუში
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 სექტემბერი, 2012 – 25 ოქტომბერი, 2012
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ივანე მერაბიშვილი
წინამორბედიხათუნა კალმახელიძე
მემკვიდრესოზარ სუბარი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 სექტემბერი, 2009 – 20 სექტემბერი, 2012
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრინიკა გილაური, ივანე მერაბიშვილი
წინამორბედისოზარ სუბარი
მემკვიდრეუჩა ნანუაშვილი

დაბადებული1977
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებაჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი

გიორგი ტუღუში (დ. 26 მარტი, 1977) — საქართველოს სახალხო დამცველი 2009-2012 წლებში, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი 2012 წლის 20 სექტემბრიდან25 ოქტომბრამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიღებული აქვს ლუნდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში და ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრირებაში.

1999-2000 წლებში იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის აპარატის უფროსი. 2000-2002 წლებში ტუღუში იყო ურბანული ინსტიტუტი/USAID-ის ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, ხოლო 2003 წლის მაისამდე იგი თავისუფლების ინსტიტუტში მედია პროექტების კოორდინატორი იყო. 2003 წელს დაინიშნა გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტად სამართლებრივ საკითხებში. 2004 წლის მუშაობდა ადამიანის უფლებათა თანამშრომლად ეუთოს მისიაში საქართველოში. ომბუდსმენის პოსტზე დანიშნვამდე მუშაობდა ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტში, რომლის მიზანი სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაზრდა იყო. ასევე იყო ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრი.

2009 წელს აირჩიეს საქართველოს სახალხო დამცველად[1] 2011 წლის 18 ოქტომბერს ის გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის წევრად აირჩიეს.

2012 წლის 20 სექტემბერს, გლდანის ციხის სკანდალის შემდეგ დაინიშნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად.[2] ამ თანამდებობაზე იყო იმავე წლის 25 ოქტომბრამდე. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ხათუნა კალმახელიძე
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი
2012
შემდეგი:
სოზარ სუბარი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]