გენადი ბალანჩივაძე
გენადი ბალანჩივაძე | |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 2021 |
დაბადებული | 26 ივლისი, 1966 [1] ქუთაისი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება |
განათლება | პავლოდარის ინდუსტრიული უნივერსიტეტი |
გენადი ბალანჩივაძე (დ. 26 ივლისი, 1966, ქუთაისი) — ქართველი პოლიტიკოსი. ქალაქ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1966 წლის 26 ივლისს, ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა ქ. ქუთაისის N29-ე საჯარო სკოლა. 1984-1991 წლებში დაამთავრა პავლოდარის ინდუსტრიული უნივერსიტეტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. 1991-1997 წლებში მუშაობდა გუმბრის თემის საკრებულოს თავმჯდომარედ. 2002-2007 წლებში მუშაობდა გუმბრის თემის საკრებულოს მდივნად. 2007-2008 წლებში იყო წყალტუბოს გამგებლის რწმუნებული გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულში. 2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვის სატყეო დეპარტამენტის, იმერეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოს მონიტორინგის უფროსად. 2013-2014 წლებში იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი. 2014-2017 წლებში მუშაობდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ.
ფლობს ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
თვითმმართველობის არჩევნები 2021
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნებს“ სახელით იყრიდა კენჭს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. მისი მთავარი კონკურენტი არჩევნებზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაზა მეტრეველი. ბალანჩივაძემ პირველ ტურში ხმათა 48,52% (11 938 ხმა) მიიღო და მეორე ტურში გასვლა მოახერხა, სადაც 57,13% (13 341 ხმა) მიიღო და გამარჯვება მოახერხა. [2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიოგრაფია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საიტზე დაარქივებული 2022-12-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25.12.2022. ციტირების თარიღი: 25.12.2022.
- ↑ მეორე ტურის შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2021-10-18.