გარი ნევილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარი ნევილი
Gary Neville
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გარი ალექსანდერ ნევილი
დაბადების
თარიღი
18 თებერვალი, 1975
დაბადების
ადგილი
ბერი, ინგლისი
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1992–2011 მანჩესტერ იუნაიტედი 379 (5)
ეროვნული ნაკრები
1995–2007 ინგლისი 85 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2015- ვალენსია
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გარი ნევილი (ინგლ. Gary Neville; დ. 18 თებერვალი, 1975) — ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი. ნევილი იყო „მანჩესტერ იუნაიტედის“, სადაც მთელი საკლუბო კარიერა გაატარა, მარჯვენა მცველი და კაპიტანი 2005-11 წლებში. 2015 წლიდან წვრთნის ესპანურ „ვალენსიას“.

გარი არის მანჩესტერ იუნაიტედის და ევერტონის ყოფილი ფეხბურთელის ფილ ნევილის უფროსი ძმა, ხოლო მისი და ტრეისი ნევილი ინგლისის ნეტბოლის ნაკრების წევრი იყო.

მანჩესტერ იუნაიტედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარი ნევილი მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში 1991 წელს ჩაირიცხა. 1992 წელს, კი სადებიუტო თამაში ჩაატარა მოსკოვის ტორპედოსთან. 1994 წლიდან იგი გახდა მანჩესტერ იუნაიტედის რეგულარული მოთამაშე მარჯვენა მცველის პოზიციაზე. 2004 წელს მან ხელი მოაწერა ოთხწლიან კონტრაქტს და გააგრძელა მანჩესტერთან ერთად თამაში.

2005 წლის დეკემბერში, როი კინის გუნდიდან წასვლის შემდეგ იგი გახდა მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი.

გარი ნევილს მანჩესტერთად ერთად აქვს მოგებული: 7 პრემიერ ლიგა, 3 ასოციაციის თასი, ორი ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასი.

ნევილმა გაიტანა შვიდი გოლი 568 თამაშში. იგი არის მეხუთე მანჩესტერის მოთამაშეებს შორის, ჩატარებული მატჩების რაოდენობით.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარის პირველი თამაში ინგლისის ნაკრებში შედგა 1995 წელს, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ.

ნევილს რამდენიმე რეკორდი აქვს დამყარებული:

  1. 2002 წელს იგი შემოვიდა შეცვლაზე და ჩაატარა 51 მატჩი მარჯვენა მცველის პოზიციაზე, რის შედეგად რეკორდი მოუხსნა ფილ ნილსს.
  2. ნევილმა მის ძმასსთან ერთად მოხსნა რეკორდი, ძმება ერთად ყველაზე მეტი მატჩი ითამაშეს. 142 ჩატარებული შეხვედრის შედეგად მათ რეკორდი მოუხსნეს ჯეკ და სერ ბობი ჩარლტონს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარის ჰყავს ცოლი ემა ჰალდფილდი. გარი და ემა დაქორწინდნენ 2007 წლის 16 ივნისს. მათ ჰყავთ შვილი მოლი რომელიც დაიბადა 2009 წლის 11 იანვარს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]