გარბანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარბანის ეკლესია

გარბანის ეკლესია — ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გარბანში. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].მდებარეობს სოფლის ზემოთ ტერასებზე ნასოფლარ გარბანას ტერიტორიაზე. ძეგლი ერთანავიანი ბაზილიკაა. განეკუთვნება IX–X საუკუნეების მიჯნას. ეკლესიას ჩრდილოეთიდან სამკვეთლო, ხოლო სამხრეთიდან ფასადის მთელ სიგრძეზე გაყოლებული სტოა ეკვრის. ნაგებობის ფორმები ნათელი და ლაკონურია. დეკორატიული ელემენტები ფასადსა და ინტერიერში ძუნწადაა გამოყენებული.

უნდა აღინიშნოს რომ, ეკლესია მის რესტავრირებამდე მოხატული ყოფილა ფრესკებით, რომლებიც დროთა განმავლობაში განადგურდა, რესტავრაციის შემდგომ კი ისინი სრულად დაიკარგა. ტაძარი მამათა მონასტერი ყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2004

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]