განხილვა:Skype

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არ ჯობია სახელი იყოს სკაიპი და არა სკაიპ?--ტრულალა () 14:13, 25 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები. "სკაიპი" უნდა იყოს. - Island 14:24, 25 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]
კი მაგრამ,მაშინ უნდ იქნეს სხვა სკაიპი-ზე,როგორ სინონიმი სკაიპ (სამწუხაროდ მე ეს ჯერ არ ვიცი როგრ ხდება) Chano 15:27, 25 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

ვერ მივხვდი რას გულისხმობ.. რა სხვა სკაიპი?--ტრულალა () 16:04, 25 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

ვერ ვეთანხმები და არ არც შეიძლება რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნების სახელების ქართულად თარგმნა, მიუხედავად იმისა რომ ინგლისელები ქართულს გადათარგმნიან. ჟინაზე ჩვენც ასე მოვიქცეთ? საინტერესოა GPRS როგორ გადაითარგმნება - გპრს? ერთი და იგივეა. --GioMac (გიორგი მაჩიტიძე) 16:14, 25 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

სკაიპე სახელია GPRS-ისგან განსხვავებით,ასე რომ პირდაპირი გადათარგმნა არფერს არ დააშავებს.Chano 17:16, 25 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

რკინის ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი :) არ შეიძლება - სახელიც კი არ ითარგმნება წესით. ერთადერთი რისი გადათარგმნაც შეიძლება ეს არის ის სიტყვა რაც ლექსიკონში შეგხვდება. დავუშვათ კომპანიას "Bubble Gum Company" ჰქვია, როგორ გადათარგმნი "კომპანია საღეჭი რეზინი" თუ "ბაბლ გამ კომპანი" ?? უაზრობა არ გამოდის ორივე შემთხვევაში? ეს არ არის სახელი ეს არის "პირადი სახელი", "კერძო სახელი" და "სავაჭრო ნიშანი" (ახალქართულად ბრენდი". Sony - არ ითარგმნება. არ შეიძლება. GPRS-ზე არ მაქვს საუბარი როგორც სტანდარტზე, აი დავუშვათ მოვიგონე რაღაც YHJKLS, როგორ თარგმნით? უაიჰჯკლს? :D ასეთ საკითხზე დისკუსია ბევრგან ყოფილა, მაგალითად Mozilla-მ ოფიციალურად აგვიკრძალა www.gia.ge -ს "მოზილა"-ს დაწერა, არაო, არ შეიძლება კატეგორიულადო. იგივეა ნაკლებადცნობილ პაკეტზე openoffice (როგორ დავწეროთ, ოპენოფისი?), იგივეა კომპანია Redhat-თან, პროგრამული პროდუქტების სახელები (სხვას ნუ შევეხებით რადგან Skype-ზე მიდის საუბარი) არასდროს არ ითაგმნება! ჩამოწერილი პაკეტები არსებობს თითქმის ყველა ენაზე და "რედჰეთი" ან "მოზილა" ან რამე ეგეთი არსად არ შემხვედრია, იმიტომ არა რომ ქართველები ვართ პირველები ვისაც ეს თავში მოუვიდა, არამედ იმიტომ, რომ ეს ლოგიკურად სწორია - არ უნდა ითარგმნებოდეს. --GioMac (გიორგი მაჩიტიძე) 20:49, 27 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

პ.ს. ბოლოსდაბოლოს მე ვთარგმნი მაგ პროგრამას (და კიდევ ბევრს სხვას), უბრალოდ ვერ მივიყვანე ბოლომდე :)

აქ როგორც ჩანს უმრავლესობა სათაურ სკაიპი უჭერს მხარს (ჩემი ჩათვლით). სახელები არ ითარგმნება, მაგრამ მშობლიური ანბანით იწერება (ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა). ერთპიროვნულად გადატან-გადმოტანას გთხოვთ მოერიდოთ. - ალ-ო () 21:29, 27 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

Alsandro, ეს სტატია შედის სწორედ გამონაკლისებში, რომელიც არც ისე ცოტა არსებობს. ქართული ანბანით იწერება მხოლოდ პიროვნებების სახელები. გარდა ამისა არსებობს პარამეტრი "უფლება, საშუალება და წესი". იქნებ Skype-ს არ სიამოვნებს მის პროდუქტს რომ ქართულად წერენ. ავიღეთ ამ კომპანიისგან მისი ბრენდის თარგმნის უფლება/თემაში ხსენების უფლება? იქნებ ეს მას აზარალებს? თუნდაც ამ მიზეზით ილახება GFDL ლიცენზიის იდეის ნაწილი, რომლითაც მთელი ვიკიპედია არსებობს. ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა, ნებისმიერ ენაზე ითარგმნება ამ წესით. გამონაკლისს წარმოადგენს თვითონ კომპანიის მოთხოვნა ამის შესახებ (მე მგონი "Корпорация Майкрасофт"-ის გარდა გამონაკლისები არ მინახავს). http://ru.wikipedia.org/wiki/Skype - შეხედეთ მარცხენა მხარეს ენების სვეტს და მითხარით თუ რომელი ენების წარმომადგენლები არიან თანახმა ამის თარგმნაზე. ასე თუ ისე ამ ენებს, სამწუხაროდ ქართულისგან განსხვავებით მარეგულირებელი ორგანოები გააჩნიათ და რა როგორ უნდა იყოს კარგად იციან, თუმცა არც საქართველოში არ არის ეს საკითხი დაკარგული და მალე ასეთი ორგანო კვლავ გაჩნდება, მოგვიანებით ამასაც მოგახსენებთ ყავახანაში. ა.გ. თემის გადატანა ერთპიროვნული არ გამოდის. მე არ ვარღვევ ვიკიპედიის წესს ამით და არც GFDL ლიცენზიას, არც კომპანიის მოთხოვნებს და პირიქით - მე თემას ნორმალურ სახეს ვაძლევ.--GioMac (გიორგი მაჩიტიძე) 07:16, 28 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]
გაითვალისწინე რომ სხვებმაც საკმაოდ ვიცით ამ თემაზე და გადატანას ნუ იჩქარებ. შენი აზრი მხოლოდ ერთი აზრია, დაელოდე სხვების აზრსაც. - ალ-ო () 11:13, 28 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]
გათვალისწინებული მაქვს ალსანდრო, ეს უბრალოდ ჩემი გამოგონება არ არის - ეს არის ის, რაც კარგი ხნის წინ მიღებულია საქართველოში და მაგრამ როგორც ვხედავ არა ვიკიში. სტანდარტებს უნდა მივყვეთ ისე, რომ არ დაირღვეს საერთო ენა. ამ გადაწყვეტის უკან დგას ყველა თარჯიმანი რომელიც პროგრამების გაქართულებაზე მუშაობს, გინდათ იყოს ეს განათლების სამინისტრო, http://www.gia.ge -ს გუნდი, UGT-ს გუნდი ან უბრალოდ ყოფილი მაკონტროლორებელი ორგანოების წევრები. ქართული სიმბოლოებით წერა კარგია და მეც ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს, მაგრამ წესი წესია. ვიკიში თემის გადატანა შეიძლება - ლიცენზიას არ ვარღვევ, წესებს არ ვარღვევ, საჭირო კალაპოტში ვაჯენ. იმედია მოგვიანებით დაწვრილებით განვიხილავთ ამ საკითხს. --GioMac 13:28, 28 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]
ერთი პატარა შეკითხვა მაქვს სკაიპი თუ სკაიფი (კაიფად არ ჩათვალოთ) :). გია ვიცი ვინც არის და აქედან გამომდინარე ალბათ ჯობია მივყვეთ მის ტერმინოლოგიას, რომელიც ალბათ ნელ-ნელა იმკვიდრებს საქართველოში. GioMac-იც ვიცი ცხონებული ავთანდილ აბულაძისგან გამიგია.Zangala 17:56, 28 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებით თუ ოფიციალურ დონეზე ეგეთი წესია მიღებული, მაშინ მაგას მივყვეთ (ოღონდ ზემოთ მოცემული ბმულის ვებ-გვერდი "http://www.gia.ge" ვერ ვიპოვე და ეს ვერ შევამოწმე). მაგრამ ამ დისკუსიის დასაწყისში როგორც იყო ნათქვამი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელების ქართულად თარგმნა ანუ ქართული ანბანით წერა საერთოდ რომ არ შეიძლებოდეს, ამას ვერ ვეთანხმები. ამ პრინციპით, მაგალითად, უნდა დავწეროთ "Газпром" და არა გაზპრომი, ანდა არაბული კომპანია არაბული ანბანით უნდა მოვიხსენიოთ, ასე არ გამოდის? როგორც ვიკიპედიის სხვაენოვანი ბმულებისაგან გავიგე, Skype-ს ზოგ ისეთ ენაში, რომელსაც არა-ლათინური დამწერლობა აქვს, მაგალითად კორეულში და ებრაულში, "თარგმნიან". ქართულიც ერთ-ერთი ასეთი ენაა და "თარგმნა" გამორიცხული არ უნდა იყოს. - Island 18:18, 28 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

კორეელებს კორეული ანბანით უწერიათ და იაპონელები რატომ არ თარგმნით?--ტრულალა () 18:55, 28 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

ნამდვილად მესმის თქვენი აზრიც Island, მაგრამ როგორც ბატონი გია იტყოდა ყველაფერს აქვს თავის დადებითი და უარყოფითი მხარე. პირველი თემა რომელსაც შევეხე იყო ბიოგრაფია - რაიკონენი, კიმი, მისთვის გავაკეთე გადამისამართება კიმი რაიკონენი და ალბათ კარგი იქნება Kimi Raikkonen გვერდის დამატებაც. http://en.wikipedia.org/wiki/Kimi_Räikkönen - საინტერესოა ინგლისელებს რატომ უწერიათ სახელი და გვარი EU სიმბოლოებით, ფინურად  :) მოკლედ, მაინც ბარდაგია, მაგრამ ასე თუ ისე გარკვეულ სტანდარტს უნდა მივყვეთ ან უკეთესობისკენ და მოხერხებულობისკენ წავიყვანოთ საქმე, ისე რომ თემის დამთვალიერებელსაც ესიამოვნოს და გავუმარტივოთ საქმე და იმ პიროვნებას/ორგანიზაციას რომლის შესახებაც არის თემაში საუბარი. გეგმაში ჩავწერ რომ გარკვეული წესები ჩამოვწეროთ ამის შესახებ (სახელებზე, პროგრამების სახელებზე, გადამისამართებაზე და ა.შ.) დიდი მადლობა დახმარებისთვის, დამუშავებისთვის და აზრის გამოხარვისთვის ყველას! --GioMac 09:11, 29 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

ავიღოთ უბრალო,მიზეზი,ვთქვათ არ ვიცი ინგლისური(ასევე ლათინური) ენა(ანბანი),და მინდა "skype" როგორმე უნდა ვიპოვო და წავიკითხო.როგორ უნდა მოვახერხო ეს? GioMac იმდეია გახსოვს სკაიპის ქართულ ვერსია??

ასევე არ მესმის რატო კიმი რაიკონენ და არა რეიკონენ,კიმი??

ალბათ არ კითულობთ ამ თემის განხილვაში ყველაფერს. თუ ინგლისური არ იცით, მაშინ არც skype არ იცით და არც მე არ ვიცი ის რომ ეს ქართულად უნდა იწერებოდეს, რადგან სიტყვა ინგლისურია. ძებნაში თუ ჩაწერთ ქართულად - მაცინ ამ გვერდს გამოიტანს, ეჭვი არ მეპარება. "რაიკონენ, კიმი" და არა "კიმი რაიკონენ", ამაზე არც არავინ დაობს. ამის შესახებ ზევით წერია. Skype-ის ქართულენოვანი ვერსია კარგად მახსოვს, მაგრამ სამწუხაროდ არ მაქვს საშუალება რომ დავამთავრო, ბევრი პროექტი მაქვს რომელსაც უფრო მალე გავაკეთებ. სამწუხაროდ ამ პროგრამის დამწერებს არ ესმით რომ სათარგმნი ფაილები უნდა იყოს სტანდარტული (gettext ფორმატი)და არა საკუთარი. მოთხოვნა ამის შესახებ ბევრჯერ გავაგზავნე, კონვერტორიც მივიღე, მაგრამ არც ისე გამოსადეგი. --GioMac 10:13, 30 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

P.S.და ძალიან გთხოვთ,მიაქციეთ ხოლმე დამწერის(მინიმუმ დამწყების) აზრს,ამიტომ ხანდახან პასუხზე დალოდებით არაფერი არ დაშავდება:(((,ჩვენ ეხლა უფრო ერთმანეთის თანადგომა გვჭირდება!!!!!!!!!!! Chano 17:23, 29 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

რავი, თვითონ დაწერე ზევით არ ვიცი გადამისამართებები როგორ ხდებაო. მასალა ვრცელდება GFDL ლიცენზიით, ნებისმიერს შეუძლია თემის შეცვლა და გაუმჯობესება, ვინც არ უნდა იყოს და რომელი თემაც არ უნდა იყოს თუნდაც ჩემი დაწერილი. ახლა შენ წახვედი და 3 კვირა არ გამოჩნდი გელოდოთ? თავისთავად შენი აზრი საინტერესოა, მაგრამ რაც აშკარად სტანდარტია ის შეიძლევა არც კი იკითხოს სხვამ. იმედია მიხვდი როგორც არის, შენ წამოიწყე თემა - ჩვენ დაგეხმარეთ გაუმჯობესებაში და სახელებიც ზევით არის აღწერილი, ისევე როგორც თემაში http://ka.wikipedia.org/wiki/დახმარება:გვერდების_სახელები (დღეს მომაწოდეს) --GioMac 10:19, 30 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

მე მგონი,რომ ეს საკითხი ჯობია რომ სხვაგან გავსაჯოთ,უფრო ზოგადად,სადაც სხვებიც მიიღებენ მონაწილეობას,მაშინ შემოგთავაზებ ჩემს მოსაზრებებსაც.

ცნობისათვის იხილე შემდეგი ვერსიები ებრაული ვერსია, ეს არ ვიცი რა ენაზე მაგრამ მაინც ნახე,[1].Chano 13:48, 5 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

§ავტორიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები[წყაროს რედაქტირება]

მე მგონი 1.გთხოვთ დარწმუნდით(შემაოწმოთ) რომ გაქვს სკაიპის უახლესი ვერსია, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია ან,გთხოვთ გადაამოწმოთ სკაიპის აქტუალიზაცია

სკაიპის აქტუალიზაცია რას ნიშნავს? --Gnome 17:35, 5 იანვარი 2007 (UTC)'[უპასუხე]

აქტუალურობის გადამოწმებასChano 17:46, 5 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

სკაიპი ხალხნო სკაიპი
მაგალითად, ტელევიზორი რუსულად
ბოლოში ი ასო არ ავქს რუსულს, ხოლო ქართულს ემატება--Gnome 17:55, 5 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

მე მაინტერესებს სიტყვა აქტუალობაში რას გულისხმობ?--Gnome 17:56, 5 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

უახლეს ვესიასChano 18:21, 5 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

მაგი მემგონი დავწერე და რავი მგონი მაგის მიწერა აღარაა საჭირო,თუმცა თუ შენ თვლი რომ საჭიროა, ჩაასწორე :) --Gnome 18:23, 5 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

მე უბრალოდ სიტყვა დარწმუნდის ნაცვლად გადამოწმებას ან სხვას გამოვიყენებდი.Chano 20:30, 5 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

უბრალოდ მე ეს წინადადება ასე გადავთარგმნე...ვისაც სურს ყველას შეუზლია ჩაასწოროს ყველა სტატია :) Make sure you have latest version of Skype.--Gnome 22:27, 5 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]
ვის შია? მე მშია! არიქა! დავჭამოთ ახლა ერთმანეთი, ქართველები ვართ ბოლოსდაბოლოს, ისე როგორ გამოვა! :D მიიღეთ ერთმანეთისგან ყველაფერი რჩევად. რა მოხდა, რა ამბავია :) "წყნარად იპოლიტე, წყნარად" (რუს.) --GioMac 01:50, 7 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

თუ გნომეს "შენიშვნა" არ მოწონა ან ეწყინა(ეგ მასაც შეუძლია რომ თქვას),მაშინ სახალხოდ ვუხდი ბოდიშს უკაცრავად გიო,მაგრამ ვერ გავიგე ვინ ვის ჭამს და რატომ.და კიდევ

"მე ვიცი რომ მე არაფერი ვიცი" ეს "ცოტა ჩვენზე ჭკვიანი" კაცის ნათქვამია

და ერთამანეთის მოსმენას შევეცადოთ.ძალიან გთხოვთ(ასევე საკუთარ თავსაც მოვუწოდებ) თავი შევიკავოთ ხოლმე ირონიულ კომენტარებისგან,განსაკუთრებით როცა ის უადგილო და არფერში გამოსადეგია.გმადლობთ ყურადღებისთვის.Chano 16:26, 9 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

მეც ამას ვამბობ --GioMac 08:08, 10 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]


მოკლედ, გადავუარე თემას და პრინციპში ის აზრი გამოვიტანე რომ ინსტრუქციაზეა საუბარი და არა პროგრამაზე და მის დანიშნულებაზე, ვფიქრობ მოგვიანებით თემის ორ ნაწილად გახლეჩა და მოხმარების ინსტრუქციის ვიკიპედიიდან ვიკიწიგნებში გადატანა უკეთესი იქნება, რას იტყვით?.


ზოგადი რჩევები:

ჩატი - საუბარი, შეტყობინებები, შეტყობინებებით საუბარი

ლაპარაკო - საუბარი

პერსონა - პიროვნება

ონლაინ - ხაზზე

იმისათვის - იმისთვის

თქვენსა - თქვენს

თუკი - თუ

ხმარობთ - იყენებთ

დასმული პარამეტრები - მითითებული პარამეტრები

ოპცია - პარამეტრი

firewall - ქსელური ფარი

ყველა proxy-ს პარამეტრი - proxy-ს ყველა პარამეტრი

იგი - ის

მისცეთ დასტური - დაადასტუროთ


შეგიძლიათ გამოიყენოთ ტერმინოლოგიის ლექსიკონი http://www.gia.ge/mkportal/modules/terminology/index.php

პატივისცემით, --GioMac 08:08, 10 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]