გამარჯვების დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გამარჯვების დღის აღნიშვნა მოსკოვში, 2005 წლის 9 მაისი

გამარჯვების დღე — საერთო სახელწოდება სამოქალაქო დღესასწაულისა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება წლის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებით.

ქვეყნები, სადაც 9 მაისს გამარჯვების დღე აღინიშნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამარჯვების დღის მსვლელობა მოსკოვში, წითელ მოედანზე, 2005 წ.
კიევი, 2010 წ.
ლონდონი, 2011 წ. HMS Belfast
  • სომხეთის დროშა სომხეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • ბელარუსის დროშა ბელარუსი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • პოლონეთის დროშა პოლონეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1945 წლის 9 მაისიდან;
  • ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა, ოფიციალურად აღნიშნავს მაისს გამარჯვების დღეს, გამოცხადებულია არასამუშაო დღედ;
  • საქართველოს დროშა საქართველო, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, 9 მაისი დასვენების დღედ იყო გამოცხადებული 1975-1990 წლებში;
  • გერმანიის დროშა გერმანია, 9 მაისი არაა აღიარებული უქმე დღედ. თუმცა, ყოფილი გდრ-ის ზოგიერთ არეალში ამ დღის აღნიშვნა მაინც გრძელდება.
  • ისრაელის დროშა ისრაელი, ოფიციალურად აღინიშნება 2000 წლის 9 მაისიდან;
  • ყაზახეთის დროშა ყაზახეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1947 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე;
  • ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • მოლდოვის დროშა მოლდოვა, ოფიციალურად აღინიშნება 1951 წლის 9 მაისიდან;
  • რუსეთის დროშა რუსეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);
  • სერბეთის დროშა სერბეთი, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, თუმცა სამუშაო დღეა;
  • ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • თურქმენეთის დროშა თურქმენეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • უკრაინის დროშა უკრაინა, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);
  • გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს HMS Belfast-ის ცერემონიალით.[1]
  • უზბეკეთის დროშა უზბეკეთი, გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნებოდა 1946-1988 წლებში. 1999 წლიდან, დღესასწაული გადაკეთდა ხსოვნის დღედ
  • იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია, 9 მაისს ოფიციალურად აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Victorydaylondon.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-24. ციტირების თარიღი: 2013-05-08.