გამალიელ ბეილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გამალიელ ბეილი 1857 წელს.

გამალიელ ბეილი (ინგლ. Gamaliel Bailey; დ. 3 დეკემბერი, 1807 — გ. 5 ივნისი, 1859) — ამერიკელი ჟურნალისტი და აბოლიციონისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა და გაიზარდა ნიუ-ჯერსიში. ცხრა წლის ასაკში, ოჯახთან ერთად ფილადელფიაში გადასახლდა.[1] 1827 წელს, აქვე დაამთავრა ჯეფერსონის სამედიცინო კოლეჯი. მცირე ხნით, ბალტიმორში (მერილენდი), რელიგიური ჟურნალის „Methodist Protestant'“-ის რედაქტორად მუშაობის შემდეგ, 1831 წელს გადავიდა ცინცინატიში (ოჰაიო), სადაც თავდაპირველად, საკუთარი თავი, მთლიანად სამედიცინო მოღვაწეობას მიუძღვნა. ამავდროულად იგი ლექციებს კითხულობდა ფიზიოლოგიაში, ლეინის თეოლოგიურ სემინარიაში, საიდანაც გაძევებული იქნა პრო-მონობისა და ანტი-მონობის მომხრე სტუდენტებს შორის გამართული ცხარე კამათის გამო (1834 წლის თებერვალი), რის შემდეგადაც მგზნებარე აბოლიციონისტი გახდა. 1836 წელს შეუერთდა ჯეიმზ გ. ბირნის, ვისთან ერთადაც „Philanthropist” - ის სარედაქციო კონტროლს ეწეოდა, სადაც მუქარის მიუხედავად აქვეყნებდა აბოლიციონისტურ პუბლიკაციებს, რის გამოც „Philanthropist”-ი ბრბოს მიერ 3-ჯერ იქნა დანგრეული. 1843 წელს იგი იყო ყოველდღიური გაზეთის, „Herald“-ის რედაქტორი, სადაც 1847 წელს, ვაშინგტონში, გამოაქვეყნა მონობის საწინააღმდეგო პუბლიკაცია, სათაურით „ეროვნული ეპოქა“. აქაც, მისი ეს პუბლიკაცია, მონობის მომხრეების მხრიდან რამდენიმეჯერ გახდა თავდასხმის მიზეზი. 1848 წელს ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს, მონობის მომხრეებმა რედაქტორი და მესტამბეები თავიანთ ოფისში ჩაკეტეს და მთელი სამი დღის განმავლობაში, შენობაზე ალყა ჰქონდათ შემორტყმული. 1851—1852 წლებში, აქ დაიბეჭდა პირველად ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოხმაურებები მოჰყვა და დიდი ყურადღება მიიპყრო მთელს ქვეყანაში.

ბეილი გარდაიცვალა 51 წლის ასაკში, ზღვაზე, ევროპის მიმართულებით მოგზაურობისას.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Folsom, Joseph Fulford; and Ogden, Mary Depue. Cyclopedia of New Jersey biography, memorial and biographical, p. 321, American Historical Society, 1921. Accessed March 1, 2011. "Gamaliel Bailey, an early advocate of slave abolition doctrines, was born at Mount Holly, New Jersey, Dece,ber 3rd, 1807. His parents removed to Philadelphia, pennsylvania, when he was nine years old."

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Bailey, Gamaliel". Encyclopædia Britannica (11th ed.). Cambridge University Press.