გალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გალა (ლიტერატურული პრემია).
„გალა ფანჯარასთან“ (სალვადორ დალის მიერ შესრულებული ქანდაკება, მარბელიაში)

გალა ელუარ დალი (Gala Éluard Dalí) ცნობილი როგორც გალა (დ. 7 სექტემბერი, 1894 — გ. 10 ივნისი, 1982) — ფრანგი პოეტის პოლ ელუარისა და შემდგომ სალვადორ დალის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალა (ქალიშვილობაში ელენა ივანეს ასული დიაკონოვა) დაიბადა ყაზანში, თათრეთში, რუსეთი, ინტელიგენციურ ოჯახში. მისი ბავშვობის მეგობარი იყო პოეტი მარინა ცვეტაევა. ყაზანშივე მან პედაგოგიური სასწავლებელი დაამთავრა.

1913 წელს ელენა გაემგზავრა შვეიცარიაში ჭლექისგან სამკურნალოდ. იქვე გაიცნო ახლაგაზრდა ფრანგი პოეტი პოლ ელუარი. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და პარიზში დასახლდნენ. პარიზშივე შეეძინათ ქალიშვილი სესილი, რომლისგანაც მომავალში გალა იგნორირებული იქნა მთელი ცხოვრების მანძილზე.

გალა ელუართან ერთად სიურეალისტურ მოძრაობაში მოხვდა.

გალა იქცა რიგ ხელვანთა (პოლ ელუარი, ლუი არაგონი, მაქს ერნსტი) შთაგონების წყაროდ, მოგვიანებით კი მაქს ერნსტის, ჯორჯო კირიკოსა და პაბლო პიკასოს საყვარლად.

1929 წელს პოლმა და ელენამ გაიცნეს ახალგაზრდა ესპანელი სიურეალისტი – სალვადორ დალი. ელენას და დალის შორის გატაცება მალე სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა და მიუხედავად იმისა, რომ გალა სალვადორზე 11 წლით უფროსი იყო 1932 წელს მათ იქორწინეს.

გალა დალის მუზად იქცა. მხატვრის თქმით, რომ არა გალა, ის ან ნაადრევად გარდაიცვლებოდა ან ჭკუიდან შეიშლებოდა. გალა წლების მანძილზე ასრულებდა მედიატორის როლს მხატვრის სამყაროსა და რეალობას შორის. მეუღლეებს შორის ყველაზე სუსტი სექსუალური დამოკიდებულება იყო. ალბათ ამიტომაც გალას უამრავი გატაცება ჰქონდა წლების მანძილზე, მათ შორის ყოფილ მეუღლესთან – პოლ ელუართან. გალა ხელგაშლილი იყო ახალგაზრდა ტალანტებთან, ცდილობდა მათთვის გზის გაკვლევას. ამავდროულად კი უფრო დედობრივი ინსტინქტებით გამსჭვალული სალვადორ დალის ცხოვრებას წარმართავდა.

გალა დალის გამოისობით იმ ზეციურ პანთეონში მოხვდა, რასაც ჰქვია დიდი სიყვარულის ობიექტები ხელოვნებასა და ლიტერატურაში. დალიმ მისი სხეული უმრავ თავის ტილოში მოდელად გამოიყენა. დალის შემოქმედებაში ქალი ყოველთვის გალასთვის დამახასიათებელი ნაკვთებით გამოირჩევა. დალიმ არც რელიგიურ თემებზე დაიხია უკან და გალა გამოსახა ღვთისმშობელის სახით ნახატზე "პორტ ლიგატის ღვთიმშობელი".

გალას ცხოვრების ბოლო წლები სულ უფრო რთული ჰქონდა. იგი კვლავ განაგრძობდა ახალგაზრდა მამაკაცებთან ერთიერთობას, და ამავდროულად, თითქმის ყოველდღე უწევდა ფსიქიკურად არამდგრადი მეუღლისთვის ტრანკვილიზატორებისა და ამფეტამინების საშიში კოქტეილების მზდება.

გალა გარდაიცვალა 1982 წლის 10 ივნისის დილას. იგი დასაფლავებულია კატალონიაში, პორტ ლიგატის მცირე ციხე–სიმაგრეში, რომელიც სპეციალურად მისთვის დალიმ შეისყიდა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გალა&oldid=4576484“-დან