გაბრიელ გარსია მორენო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაბრიელ გარსია მორენო

გაბრიელ გარსია მორენო (დ. 24 ოქტომბერი, 1821, გუაიაკილი, ეკვადორი — გ. 6 აგვისტო 1875, კიტო, ეკვადორი) — ეკვადორის სახელმწიფო მოღვაწე. 1860 წელს სათავეში ჩაუდგა დროებით მთავრობას. 1861-1865 წწ. იყო პრეზიდენტი. 1869 წელს სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა და თავი დიქტატორად გამოაცხადა. მან ქვეყანა ერთგვარ თეოკრატიულ სახელმწიფოდ აქცია. რომის პაპთან კონკორდატით (1862 წ. 26 სექტემბერი) აქ კათოლიციზმი ერთადერთ რელიგიად გამოაცხადა და ყოველწლიურად ვატიკანის ხაზინაში სახელმწიფოს შემოსავლის 10 %-ს რიცხავდა. 1875 წელს მოკლეს შეთქმულმა სტუდენტებმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]