გაბი ესპინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაბი ესპინო
Gaby Espino
დაბადების სახელი მარია გაბრიელა ესპინო რუხერო
დაბადების თარიღი 15 ნოემბერი, 1977
კარაკასი, ვენესუელის დროშა ვენესუელა
საქმიანობა მსახიობი
წამყვანი მოდელი
მეუღლე(ები) ხენკარლოს კანელა (2010-დღემდე)
შვილ(ებ)ი ორიანა ლანდერ ესპინო,ნიკოლას კანელა ესპინო

გაბი ესპინო (დ. 15 ნოემბერი 1977, კარაკასი, ვენესუელა) — ვენესუელელი მოდელი და მსახიობი. 17 წლიდან პოპულარობით სარგებლობდა. მონაწილეობა აქვს მიღებული ფოტოკონკურსებსა და სარეკლამო რგოლებში. არის ცნობილი ბრენდების სახე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია გაბრიელა ესპინო რუხერო დაიბადა ვენესუელაში თხშვილიან ოჯახში. გაბი ყველაზე უფროსი იყო. მშობლები მალე გაიყარნენ და ახალი ოჯახები შექმნეს. გაბის ორი ძმა მამასთან დარჩა საცხოვრებლად, გაბრიელა და მისი და კი — დედასთან. ცხოველებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო, გაბი თავდაპირველად გეგმავდა ვეტერინარი გამოსულიყო. მოგვიანებით გადაწყვიტა, ოდონტოლოგია შეესწავლა, მაგრამ აზრი შეიცვალა და საზოგადოებრივი ურთიერთობების შესწავლა დაიწყო, სანამ მსახიობობას გადაწყვეტდა.[1] ერთხელაც ოჯახთან ერთად მაიამი გაემგზავრა, დასასვენებლად. იქ გაიგო, რომ ტელენოველაში „შეყვარებული“ მონაწილეობის მისაღებად კასტინგი იყო გამოცხადებული. გაბიმ კასტინგიც გაიარა და სერიოზულ კონტრაქტსაც გამოჰკრა ხელი. საბოლოოდ ყველაფერი კარგად გამოვიდა — ეს სხვა ქვეყანაში მუშაობის პირველი გამოცდილება იყო და სხვადასხვა ეროვნების მსახიობებთან მოუხდა მუშაობა. ლამაზი გარეგნობის წყალობით გაბის ხშირად იწვევენ ცნობილი ჟურნალების ფოტოსესიებზე, მშობლიურ ვენესუელა და ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად მიიჩნევა. 2010, 2012 და 2013 წლებში დასახელდა როგორც 50 ყველაზე ლამაზი ადამიანი, 2013 წლის წვეულებაზე კი დასახელდა როგორც ყველაზე გემოვნებიანი ქალი. 2014 წელს იყო ტელემუნდოს დაჯილდოების წამყვანი, რომელსაც ჰქვია „შენ ხარ სამყარო“.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009-2010 წლებში მან მონაწილეობა მიიღო ტელემუნდოს ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე რეინტინგულ სერიალში „ანხელის საიდუმლო“. გადასაღებ მოედანზე მან მისი მომავალი მეუღლე გაიცნო. იმ პერიოდში გაბი ესპინო კრისტობალ ლანდერის ცოლი იყო მაგრამ 2009 წელს გადაღებებზე კავშირი გააბა მის პარტნიორთან. 2010 წლის დასაწყისში გაბი და ლანდერი გაიყარნენ. გავრცელებული ხმების თანახმად, ამის მიზეზი კანელა იყო, მაგრამ მათ ეს ამბავი სასტიკად უარყვეს და აღნიშნეს, რომ მხოლოდ მეგობრები იყვნენ.[2] 2010 წლის ნოემბერში ესპინო და ლანდერი შერიგდნენ, მაგრამ 2011 წლის მარტში კვლავ გაიყარნენ, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჭორები ესპინოს კანელასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.[3][4] 2011 წლის სექტემბერში, ესპინომ და კანელამ სოციალურ ქსელ ტვიტერის საშუალებით მათი ურთიერთობა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ პირველ ბავშვს ელოდებიან.[5] გაბი ესპინო და ხენკარლოს კანელა ტელემუნდოს ყველა დროის საუკეთესო წყვილად დასახელდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]