ბჰასკარაჩარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბჰასკარაჩარია (იგივე, ბჰასკარა II (114-1185 წწ,) — XII საუკუნის უდიდესი ინდოელი მოაზროვნე, მათემატიკოსი და ასტრონომი. სახელი ბჰასკარაჩარია მას უწოდეს ანალოგიური სახელის მქონე ბჰასკარასაგან (600-680 წწ.) განსასხვავებლად. ისიც ასევე, იყო დიდი მათემატიკოსი და ასტრონომი, შესაბამისად მას მოიხსენიებდნენ, როგორც ბჰასკარა I-ს.

მან დააარსა და ხელმძღვანელობდა უჯაინის ობსერვატორიას.

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბჰასკარაცარიას კალამს ეკუთვნის

  • ტრაქტატი „სიდჰარტა-შირომანი“, რომელიც ოთხი ნაწილისაგან შედგება, იგივე „სწავლების გვირგვინი“.
  • „ლილავატი“, რომელიც მოიცავს მათემატიკის მეცნიერებას. ის აზიის მრავალ ქვეყანაში მიიჩნეოდა სამაგალითო სახელმძღვანელოდ გამოთვლების ტექნიკაში მრავალი საუკუნის მანძილზე.
  • „ბიჯდაჰანიტა,“ რომელიც მოიცავს ალგებრას.
  • „გრანდჰაგანიტა“, რომელიც მოიცავს ასტრონომიას. კერძოდ, პლანეტების მოძრაობის თეორიას.

ბჰასკარაჩარია ითვლება მუდმივი ძრავის პროექტის შექმნის ერთ-ერთ უძველეს და პირველ ავტორად. ის წერდა ლექსებსაც. მისის ლექსები თარიღდება 1150 წლით.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bhaskara II, Siddhanta-siromani, English transl. by B. Sastri and L. Wilkinson. Calcutta, 1861.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]