ბურნაშეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბურნაშეთის ეკლესიადარბაზული ეკლესია საქართველოში, სოფელ ბურნაშეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. ეკლესიას სამხრეთიდან შეწყვილებული თაღებით გაფორმებული კარიბჭე აქვს. არქიტექტურულ-დეკორატიული ფორმებითა და აღმოსავლეთ ფასადის რელიეფის მიხედვით ის აშენებული არა უგვიანეს X საუკუნისა.

ეკლესიის კედელებზე დაცულია ორი წარწერა. პირველი მათგანი აღმოსავლეთ ფასადზეა, რელიეფური კომპოზიციის გვერდით რომელზედაც გამოსახულია დანიელი ომთა ხაროში. ასომთავრულ წარწერაში ეკლესიის მშენებეთა უფლისადმი მავედრებელი ფორმულაა:

ვიკიციტატა
„„უფალო ვითარცა იხსენ დანიელ პირისაგან ლომთაისა, ეგრე იხსნენ ამის წმიდისა ეკლესიისა მაშენებელნი ხელთაგან ჯოჯოხეთისათა.““

მეორე აღმოსავლური წარწერა ეკლესიის შიგნით ჩრდილოეთ კედელზეა, რომლის მიხედვით ვინმე გიორგი თავის ნასყიდ ყანას აძლევს ბურნაშელ მღვდლებს

ვიკიციტატა
„„სახელთისაითა და შუამდგომლობითა წმიდისა გიორგისათა დაგიწერე მე გიორგიმან თქუენ ბურნაშნელთა მღდელთა, - მოგეც ყანაი თიქაროანს ჩემგან ნასყიდი“.“

ეკლესიის გარეგან სახეს თავისბურ ელფერს ანიჭებს თაღოვანი კარიბჭე. სამხრეთის ფასადზე გამოსახულია მზის საათი, რომლის მხოლოდ ფრაგმენტებია დარჩენილი. ზოგადად მზის საათი საქართველოში რამდენიმე ეკლესიის სამხრეთ ფასადზეა შემორჩენილი. მათ შორისაა გელათისა და იკორთის ტაძრები. მატერიალური კულტურის ძეგლებიდან ბურნაშეთის ეკლესიასთან ერთად აღსანიშნავია აგრეთვე მოზრდილი ქვაჯვარი.

ბურნაშეთის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]