ბურბურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბურბურა, გორგორაველისა და უდაბნოს ბალახოვანი მცენარეები, რომლებიც თესლის მომწიფების პერიოდში, ზოგჯერ კი უფრო ადრე, ხშირი დატოტვის ან ტოტების გადაღუნვისა და გადახლართვის შედეგად ბურთივით მრგვალდებიან. უხვად ივითარებს ნაყოფს, რომლის მომწიფების შემდეგ ბურბურის ღერო ძირში ტყდება და ქარს ადვილად გადააქვს.

ამ დროს თესლი თანდათანობით ცვივა და მცენარე დიდ ფართობზე ვრცელდება. სახეობათა უმრავლესობას შინაური ცხოველი არ ჭამს, რის გამოც იგი მთელი ვეგეტაციის მანძილზე რჩება. ერთწლოვნებიდან ბურბურს განეკუთვნება რქანაყოფა (ლათ. Ceratocarpusb arenarius), მლაშობურა (ლათ. Salsola pestifer) და სხვა. მრავალწლოვნებიდანწინწკალა (ლათ. Gypsophila paniculata), ქარქვეტა (ლათ. Hippomarathrum crispum), შოროქანი (ლათ. Limonium tataricum).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]