ბრიჯიტ ფონდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრიჯიტ ფონდა
Bridget Fonda
დაბადების სახელი ბრიჯიტ ჯეინ ფონდა
დაბადების თარიღი 27 იანვარი 1964 (58 წლის)
ლოს-ანჟელესი კალიფორნია აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
პროფესია მსახიობი, მომღერალი
აქტიური 1982—2002
მეუღლე(ები) დანიელ ელფმანი
შვილ(ებ)ი 1
მშობლები მამა: პიტერ ფონდა
ნათესავები ჰენრი ფონდა (ბაბუა)
ჯეინ ფონდა (მამიდა)

ბრიჯიტ ჯეინ ფონდა ( 27 იანვარი, 1964, ლოს-ანჯელესი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიჯიტ ფონდა დაიბადა ლოს-ანჯელესში ( კალიფორნია), ამერიკის შეერთებული შტატები მსახიობის ოჯახში. მისი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი, წი­ნაპ­რე­ბი მსა­ხი­ო­ბე­ბი იყ­ვნენ: ბაბუა გახლდათ ცნობილი  მსახიობი ჰენრი ფონდა, მამა — მსახიობი პიტერ ფონდა, მამიდა — მსახიობი ჯეინ ფონდა. დედა — სიუზან ჯეინ ბრიუერი მხატვარი იყო. გოგონას სახელი მსახიობ მარგარეტ სულავანის ქალიშვილის, ბრიჯიტ ჰეივორდის პატივსაცემად დაარქვეს. მისი დედის ბებია, მერი სვიტი, ცოლად გაჰყვა ბიზნესმენ ნოა დოტრიხს.[1]

მშობლები განქორწინდნენ და მამა ხელახლა დაქორწინდა პორტია რებეკა კროკეტზე, რომანისტისა და სცენარისტის თომას მაკგუენის ყოფილ მეუღლეზე. მეორე ქორწილის შემდეგ ბრიჯიტს და მის ძმა ჯასტინს (დ. 1962 წ.) ნაკლებად ჰქონდათ კონტაქტი მამასთან და მის ოჯახთან. [2][3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიჯიტ ფონდას კინოდებიუტი შედგა ხუთი წლის ასაკში. იგი პირველად გამოჩნდა ეკრანზე მამასთან ერთად Easy Rider-ში. ფილმში იგი თამაშობს პატარა გოგონას ჰიპების კომუნაში, რომელსაც პიტერ ფონდა და დენის ჰოპერი სტუმრობდნენ ამერიკის შეერთებული შტატებში მოგზაურობის დროს.ერთ-ერთ ინტერვიუში ბრიჯიტ ფონდა ამბობდა:

ვიკიციტატა
„ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გო­რი კმა­ყო­ფი­ლე­ბის გრძნო­ბა მექ­ნე­ბო­და, ჩე­მით რომ და­მემ­კვიდ­რე­ბი­ნა სა­ხე­ლი. ხში­რად ვფიქ­რობ, უფრო მშვი­დად ვიქ­ნე­ბო­დი, რომ მცოდ­ნო­და, რომ ჩემი ნი­ჭის გამო მი­ვი­ღე რო­ლე­ბი და არა ჩემი გვა­რის გამო“

მისი მეორე როლი იყო უსიტყვო როლი 1982 წელს გადაღებულ ფილმში „პარტნიორები“. მსახიობის პირველი შესამჩნევი გამოჩენა შედგა ფილმში“ სკანდალი“, სადაც მთავარ როლს ჯონ ჰარტი ასრულებდა.

1990 წელს მსახიობმა შეასრულა ჟურნალისტის როლი „ნათლიას“ ტრილოგიის მესამე ნაწილში.  თეატრსა და კინოში რამდენიმე უმნიშვნელო როლის შემდეგ, იგი მთავარ როლზე მიიწვიეს ფილმში "მარტოხელა თეთრი ქალი". ბრიჯიტმა დაიმსახურა კრიტიკოსების დადებითი შეფასებები.

ბრიჯიტ ფონდა 1997 წელს  თვითმფრინავში რეჟისორ კვენტინ ტარანტინოსთან, ერთად იმგზავრა, რომელმაც შესთავაზა პლაჟის გოგონას როლი ფილმში „ჯეკი ბრაუნი“. მსახიობს აგრეთვე შესთავაზეს მთავარი როლი სატელევიზიო სერიალში „ელი მაკ ბილი“ (როლი მოგვიანებით შეასრულა კალისტა ფლოკჰარტმა) მაგრამ უარი განაცხადა, ვინაიდან გადაწყვიტა  კინოკარიერაზე კონცენტრირება.

2003 წელს ბრიჯიტი ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა და სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. სწო­რედ ამან უბიძ­გა მას სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის­თვის წერ­ტი­ლი და­ეს­ვა. ამას­თან, სურ­და ვა­ჟის აღ­ზრდა­ში აქ­ტი­უ­რად მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.[4]

მსა­ხი­ო­ბი ბრი­ჯიტ ფონ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე 12 წე­ლია არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. 12-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ კი პა­პა­რა­ცებ­მა მისი კად­რებ­ზე აღ­ბეჭდ­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მსა­ხი­ო­ბის 58-ე და­ბა­დე­ბის დღე­ზე მო­ა­ხერ­ხეს.[5]

ბრი­ჯიტს სათ­ვა­ლე ეკე­თა, სპორ­ტუ­ლად ეცვა. მას თან ახ­ლდა 17 წლის ვაჟი, ოლი­ვე­რი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლის 29 ნოემბერს იგი დაქორწინდა კომპოზიტორ დენი ელფმანზე. 2005 წლის იანვარში მათ შეეძინათ ვაჟი — ოლივერი. ქორწინების შემდეგ ბრიჯიტ ფონდა აღარ გამოჩენილა ეკრანზე.[6][7]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება სახელწოდება ორიგინალში როლი
1969 უყურადღებო მხედარი Easy Rider ბავშვი კომუნაში
1982 პარტნიორები Partners პერსონაჯის სახელი უცნობია
1987 არია Aria საყვარელი
1988 არ ღირს სიყვარულის დაჩქარება You Can’t Hurry Love პეტი კელოტი
1988 მფ განდაჰარი Gandahar ისტორიკოსი
1989 ტფ Jacob Have I Loved ლუიზა ბრედშოუ
1989 სკანდალი Scandal მენდი რის დევისი
1989 Shag მელაინა
1989 21 Jump Street მოლი „მოხო“ ჩაპმენი
1989 ბრეტელების გარეშე Strapless ემი ხემპელი
1989 ტფ კიდეზე The Edge დორაიტი
1990 ფრანკენშტეინი თავისუფლებაში Frankenstein Unbound მერი გოდვინი
1990 ნათლია 3 The Godfather: Part III გრეის ჰამილტონი
1991 რკინის ლაბირინთი Iron Maze კრის სუგიტა
1991 მავნე ფრედი Drop Dead Fred ანაბელა
1991 წვიმის გარეთ Out of the Rain ჯო
1991 დოქტორი ჰოლივუდი Doc Hollywood ნენსი ლი ნიკოლსონი
1992 ტყავის ქურთუკები Leather Jackets კლაუდი
1992 მარტოხელა თეთრი ქალი Single White Female ელი ჯონსი
1992 მარტოხელები Singles ჯჯანეტ ლივერმოლი
1992 ბნელეთის არმია Army of Darkness ლინდა
1993 სხეულები, დასვენება და მოძრაობა Bodies, Rest & Motion ბეტი
1993 მკვლელი/უკანდასახევი არ არის The Assassin / Point Of No Return მეგტი ხეივორტი / კლაუდია ედ დორანი / ნინა
1993 პატარა ბუდა Little Buddha ლიზა კონრადი
1994 ბედნიერი შემთხვევა It Could Happen to You ივონი
1994 გზა ველვილისკენ The Road to Wellville ელეონორ ლაითბოდი
1994 კამილა Camilla ფრედა ლოპესი
1995 მაგია Rough Magic მაირა
1995 მფ ბალტო Balto ჯენა
1996 მერია City Hall მერიბეტ კოგანი
1996 ჩემი გულის სიხარული Grace of My Heart კელი პორტერი
1997 შეხება Touch ლინ მერი ფოლკნერი
1997 ტფ შებინდებისას In the Gloaming ენი
1997 მისტერ ეჭვიანობა Mr. Jealousy ირენი
1997 ჯეკი ბრაუნი Jackie Brown მელანი
1998 განხეთილება Break Up ჯიმი დეიდი
1998 გრეისლენდის ძიება Finding Graceland ეშლი
1998 უბრალო გეგმა A Simple Plan სარა მიტჩელი
1999 შიშის ტბა Lake Placid კელი სკოტი
2000 სამოთხის სამხრეთით, ჯოჯოხეთის დასავლეთით South of Heaven, West of Hell ადელაინ დანფრისი
2001 მფარველი ანგელოზი Delivering Milo ელიზაბეტი
2001 მფ მაიმუნის ძვალი Monkeybone ექიმი ჯული მეკ ერლოი
2001 დრაკონის კოცნა Kiss of the Dragon ჯესიკა კამენი
2001 ღამის ხილვები Night Visions მერი
2001 საოჯახო საქმე The Whole Shebang ველ ბაზინი
2001 ტფ უჩვეულო ბავშვი After Amy / No Ordinary Baby ლინდა სენკლერი
2002 კრის აიზეკის შოუ The Chris Isaak Show სტეფანი ფერსტი
2002 ტფ თოვლის დედოფალი Snow Queen თოვლის დედოფალი

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1990 წელი— ოქროს გლობუსი — საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი (შესრულებული როლისთვის ფილმში "სკანდალი")
  • 1997 — ემი — საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი მინისერიალში ან ფილმში (შესრულებული როლისთვის ფილმში "ბინდის შუქში") [8]
  • 2002 წელი — ოქროს გლობუსი — საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში და სატელევიზიო ფილმში (შესრულებული როლისთვის ფილმში "უჩვეულო ბავშვი")

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერნეტ რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Haldeman, Peter (November 30, 2003). "Peter Fonda's Easy Ride". Architectural Digest. Retrieved
  2. "Bridget Fonda biography". TV Guide. Retrieved April 2, 2011.
  3. "Lee Strasberg Theatre and Film Institute". Retrieved May 14, 2016.
  4. Li, David K. (February 28, 2003). "BRIDGET FONDA SURVIVES CAR-WRECK ORDEAL". New York Post. Retrieved September 24, 2020.
  5. Bicks, Emily (August 17, 2019). "Where Is Peter Fonda's Daughter Bridget Fonda Now?". Heavy.com. Retrieved August 13, 2020.
  6. Steven W. Silverman (December 4, 2003). "PASSAGES: Bridget Fonda's Boingo Wedding". People Magazine. Retrieved April 8, 2011.
  7. "Sunday Classics: "Easy Rider"". atthecinema.net. Archived from the original on April 12, 2016. Retrieved April 13, 2016.
  8. "Bridget Fonda Emmy Nominated". Emmys.com. Retrieved May 29, 2012.