ბრაილის შრიფტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრაილის შრიფტი
ტიპი: ანბანი
ენები: რამდენიმე
შექმნა ლუი ბრაილი
დროის პერიოდი: 1824-დან დღემდე
წინამორბედი დამწერლობები: ღამის წერა
 ადრეული ბრაილი
  ბრაილის შრიფტი
დობილი დამწერლობები: ნიუ-იორკ პოინტი
ISO 15924 კოდი: Brai, 570

ბრაილის შრიფტი — რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტი უსინათლოთა წერა-კითხვისათვის. შეიმუშავა ფრანგმა ტიფლოპედაგოგმა ლ. ბრაილმა. შრიფტი შეიქმნა კაპიტანი შარლ ბარბიეს „ღამის შრიფტის“ საფუძველზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაილის შრიფტს საფუძვლად უდევს ექვსი წერტილის კომბინაცია. ბრაილმა ლათინური ანბანის რიგი მიიღო. პირველი ასოების აღსანიშნავად იხმარა ექვსწერტილის ზედა და შუა წერტილები, შემდეგი ასოების აღსანიშნავად დაუმატა ქვედა წერტილი, ჯერ მარცხნიდან და შემდეგ მარცხნიდან და მარჯვნიდან, შემდეგ მარჯვნიდან. ამავე ექვსი წერტილის კომბინაციით და სპეციალური ნიშნების დამატებით აღინიშნება ქართული ანბანის ასოები. ექვსი წერტილის სხვადასხვა კომბინაციით აღინიშნება ციფრები, სასვენი ნიშნები, მათემატიკური, ქიმიური და სანოტო ნიშნები. ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი პირველი წიგნი იყო „საფრანგეთის ისტორია“ (1837). რუსეთში ბრაილის შრიფტით ბეჭდვა დაიწყეს 1885 წლიდან. საქართველოში ბრაილის შრიფტი ცნობილი იყო XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან. 1936 წელს ბრაილის შრიფტით ხელით გადაიწერა „ვეფხისტყაოსანი“. 1960 წელს თბილისში გაიხსნა სტამბა, სადაც ქართულ ენაზე ბრაილის შრიფტით იბეჭდებოდა უსინათლოთა ჟურნალი „სინათლე“ დასახელმძღვანელოები: დედაენა, არითმეტიკა I-IV კლასებისათვის, ისტორია, გეოგრაფია და ქართული ლიტერატურა ყველა კლასისათვის, ბოტანიკა, ზოოლოგია და ანატომია.

ბრაილის შრიფტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ანბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასვენი ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციფრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: