ბრაზილიური პორტუგალიური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბრაზილიური პორტუგალიური (português brasileiro [pohtu'gejʃ brazi'le(j)ru]) განსხვავდება პორტუგალიურისაგან (პორტუგალიაში სალაპარაკო ენა) შემდეგი თვისებებით:

  • წარმოთქმა (ბრაზილიაში რეგიონალურად განსხვავდება)
  • ორთოგრაფია (მართლწერა)
  • გრამატიკა
  • ლექსიკა

წარმოთქმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცალკეულ რეგიონში წარმოთქმა სხვადასხვაა, მიუხედავად ამისა ყოველი მათგანი აღიარებულია როგორც სწორი.

  • ხმოვნები:
a- ყველა პოზიციაში იკითხება როგორც ღია [a] გარდა პოზიციისა m, n და nh-ის წინ; m, n და nh-ის წინ როგორც დახურული, ცოტათი ცხვირისმიერი [ɐ]. წააგავს ინგლისურ a-ს სიტყვაში: about (ბრიტ. ინგლ.).
e- მახვილით, m, n, [ʃ], [ʒ], lh, nh-ს წინ და აგრეთვე მახვილიანი მარცვლის წინ - დახურული [e]. მაშინაც დახურული, თუ წინა მარცვალს es, ex თანხმოვანი მოსდევს; მახვილიანი მარცვლის წინ როგორც [i]: menino [mi'ninu] - ბიჭი, estar [i'ʃtah] - ყოფნა; აგრეთვე უმახვილო სიტყვებში როგორც [i]: e [i] - და (კავშირი), de [dʒi] - -დან; -ზე; -ით; შესახებ; დანარჩენ შემთხვევაში როგორც ღია [æ].
i- [i].
o- უმახვილო მარცვალში r, n, m-ს წინ, მახვილიანი მარცვლის წინ, მახვილით m, n და nh-ს წინ იკითხება როგორც დახურული [o]; მახვილიან მარცვალში როგორც ღია [o]; მახვილიანი მარცვლის წინ და აგრეთვე უმახვილო მარცვალში სიტყვის ბოლოს როგორც [u]: bonito [bu'nitu] - ლამაზი.
u- [u].
  • ორალური დიფთონგები:
ai- [aj]; [a] - თუ მომდევნო მარცვალში [ʃ] ან [ʒ] მოდის: caixa ['ka] - ყუთი.
au- [aw].
ei- [ej]; [e] - თუ მომდევნო მარცვალში [ʃ] ან [ʒ] მოდის: peixe ['pi] - თევზი.
éi- [æj].
eu- [ew].
éu- [æw].
iu- [iw].
oi- [oj].
ói- [ɔj] (ღია [ɔ]!!!).
ui- [uj].
  • ნაზალური (ცხვირისმიერი) ხმოვნები:
im, in- ცხვირისმიერი [ĩ].
em, en- ცხვირისმიერი [ẽ] - სიტყვის შიგნით: entrar [ẽ'trah] - შესვლა.
um, un- ცხვირისმიერი [ũ].
om, on- ცხვირისმიერი [õ].
am, an, ã- ცხვირისმიერი [ã] - სიტყვის შიგნით.
  • ნაზალური (ცხვირისმიერი) დიფთონგები:
ão, am- ცხვირისმიერი [ãw]; am- იკითხება როგორც ცხვირისმიერი [ãw] სიტყვის ბოლო უმახვილო მარცვალში (ზმნის ფორმებში): falam ['falãw] - ლაპარაკობენ (ისინი), ლაპარაკობთ (თქვენ), ლაპარაკობთ (თქვენ (თავაზიანი ფორმა, მრავლობითი რიცხვი)).
õe- [õj].
em, en- [ẽj] - სიტყვის ბოლო უმახვილო მარცვალში (ზმნის ფორმებში): fazem ['fazẽj] - აკეთებენ (ისინი), აკეთებთ (თქვენ), აკეთებთ (თქვენ (თავაზიანი ფორმა, მრავლობითი რიცხვი)).
ãe- [ãj].

შენიშვნა: ორალური დიფთონგიui“ მხოლოდ სიტყვაში muito ['mũjtu] - ბევრი; ძალიან - იკითხება როგორც ცხვირისმიერი დიფთონგი [ũj]!!!

  • თანხმოვნები და თანხმოვანთა ჯგუფები:
b- [b].
c- [s] - e-ს და i-ს წინ: cedo ['sedu] - ადრე; დანარჩენ შემთხვევაში როგორც [k].
ç- [s] - a, o, u-ს წინ: cabeça [ka'besa] - თავი.
ch- [ʃ].
d- [d]; i და e [i]-ს წინ როგორც [dʒ]: universidade [univehsi'dadʒi] - უნივერსიტეტი.
f- [f].
g- [g] - a, o, u-ს და თანხმოვნების წინ; e-ს და i-ს წინ - [ʒ].
gu- [g] - e-ს და i-ს წინ .
- [gw] - e-ს და i-ს წინ.
h- [ ] - არ იკითხება!
j- [ʒ].
l- [l]; როგორც მარცვლის ბოლო შემადგენელი ნაწილი (a, e, i, o, u-ს შემდეგ) წარმოითქმის როგორც ინგლისური w [w]: Brasil [bra'ziw] - ბრაზილია (ქვეყანა).
lh- [ʎ].
m- [m]; და ნაზალურად (ცხვირისმიერად) [~] - am, em, im, om, um---> ნაზალური (ცხვირისმიერი) ხმოვნები და დიფთონგები.
n- [n]; და ნაზალურად (ცხვირისმიერად) [~] - an, en, in, on, un---> ნაზალური (ცხვირისმიერი) ხმოვნები და დიფთონგები.
nh- [ɲ].
p- [p].
qu- [k] - e-ს და i-ს წინ; a-ს და o-ს წინ - [kw].
- [kw] - e-ს და i-ს წინ.
r- [r] - ხმოვნებს შორის, თანხმოვნების შემდეგ გარდა l, n, s; r - იკითხება როგორც [h]: 1) rr (ორმაგი r) ხმოვნებს შორის: carro ['kahu] - მანქანა (ავტომობილი). 2) სიტყვის თავში: rico ['hiku] - მდიდარი. 3) თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს: perder [peh'deh] - დაკარგვა. 4) l, n, s-ს შემდეგ: Enrico [ẽ'hiku] - ენრიკო (მამაკაცის სახელი).
s- [s] - სიტყვის თავში, სიტყვის ბოლოს; ხმოვნებს შორის და b, d, g, v, z, j, m, n-ს წინ - [z]. შენიშვნა: რიო დე ჟანეიროში (o Rio de Janeiro [,u 'hiu dʒi ʒane(j)ru] - პორტ. იანვრის მდინარე) სიტყვის ბოლოს და თანხმოვნების წინ როგორც [ʃ].
sc- [s] - e-ს და i-ს წინ; დანარჩენ შემთხვევაში როგორც ცალკეული ასობგერა.
t- [t]; [tʃ] - e [i]-ს და i-ს წინ: arte ['ahtʃi] - ხელოვნება.
v- [v].
x- [ʃ] - უმეტესად; [s] - ex თანხმოვნის წინ; [z] - ex ხმოვნის წინ; [ks] ზოგიერთ, წარმოშობით ლათინურ, სიტყვებში.
z- [z] - სიტყვის თავში და ხმოვნებს შორის; სიტყვის ბოლოს - [s].

შენიშვნა: ხშირად ხდება დიფთონგის წარმოშობა სიტყვის ბოლო მახვილიან მარცვალში, თუ ის s-ით ან z-ით ბოლოვდება: rapaz [ha'pajʃ] - ბიჭი; pés ['pæjʃ] - ფეხები.

ორთოგრაფია (მართლწერა)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუგალიურში არსებობს გრაფიკული მახვილი: ( ´ ) - acento agudo; ( ` ) - acento grave; ( ^ ) - acento circunflexo.

  • მახვილი:
    • პოტუგალიურში მახვილი უმეტესად სიტყვის ბოლოდან მეორე მარცვალზეა, თუ სიტყვა ორალურ ხმოვანზე ბოლოვდება (i-ს და u-ს გარდა) და აგრეთვე m და n-ზე: cidade [si'dadʒi] - ქალაქი; homem ['omẽj] - კაცი.
    • მახვილი სიტყვის ბოლო მარცვალზეა: -(i)- თუ სიტყვა ორალურ დიფთონგზე, ნაზალურ (ცხვირისმიერ) ხმოვანზე (em, en, am, an-ს გარდა) და ნაზალურ (ცხვირისმიერ) დიფთონგზე (am, em, en-ს გარდა) ბოლოვდება: perguntei [pehgũ'tej] - ვიკითხე (შეკითხვა); alemão [ale'mãw] - გერმანელი. -(ii)- თუ სიტყვა i და u-ზე ბოლოვდება: abacaxi [abaka'ʃi] - ანანასი. თუ სიტყვა თანხმოვანზე ბოლოვდება (m ან s-ს გარდა): diretor [dʒire'toh] - დირექტორი.
    • გრაფიკული მახვილის ფუნქცია:
      • (´) - აჩვენებს, რომ მარცვალი მახვილიანი და ღიაა: alguém [aw'gæ̃j] - ვიღაცა.
      • (`) - გამოიყენება წინსართი „a“-ს შერწყმის დროს შემდეგ შემთხვევებში:
        • a+a/as (მდ.სქეს. განსაზღვრული არტიკლი) = à/às
        • a+aquele/aqueles/aquela/aquelas (ჩვენებითი ნაცვალსახელი - „ის“) = àquele/àqueles/àquela/àquelas
        • a+aquilo (უცვლელი ჩვენებითი ნაცვალსახელი - „ის“) = àquilo
      • (^) - დაესმის მხოლოდ a(â), e(ê), o(ô)-ს და აჩვენებს, რომ მარცვალი მახვილიანია და დახურული: estômago [iʃ'tomagu] - კუჭი.

გრაფიკული მახვილი გამოიყენება იმ შემთხვევაში:

  • თუ სიტყვის მახვილიანი მარცვალი ზემოაღნიშნულ წესებს არ ეყრდნობა: vo [vo'se] - შენ; bado ['sabadu] - შაბათი.
  • რათა ორი ხმოვნის შეხვედრის დროს დიფთონგის წარმოშობა თავიდან ავიცილოთ: saúde [sa'udʒi] - ჯანმრთელობა.
  • რათა ერთ მარცვლიან სიტყვებში ხმოვნების a, e, o წარმოთქმა წერის დროს განვასხვაოთ:
    • [da] - აძლევს da [da] - -დან (de+a= da)
    • é [æ] - ხარ (შენ), არის (ის), ხართ (თქვენ (თავაზიანი ფორმა, მხ.რიც.)) e [i] - და (კავშირი)
    • pôr [poh] - დადება por [puh] - -ით, საშუალებით
    • nós [nojʃ] - ჩვენ nos [nuʃ] - ჩვენ (პირდაპირი/ირიბი დამატება) nos [nuʃ] - „-ებში“ (em+os= nos).

გრაფიკული მახვილის გამოიყენება ბრაზილიაში და პორტუგალიაში განსხვავდება:

  • შედარებისთვის:
    • Brasil: Antônio Portugal: António
    • Brasil: compramos (pret. simp.) - ვიყიდეთ Portugal: comprámos (pret. simp.) - ვიყიდეთ

c და t-ს კომბინაცია:

  • შედარებისთვის:
    • Brasil: ato Portugal: acto
    • Brasil: seleção Portugal: seleão
    • Brasil: atual Portugal: actual

გრამატიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრამატიკაში შემდეგი განსხვავებებია:

  • პირის ნაცვალსახელები (შენიშვნა!!! „მე/ჩვენ,შენ/თქვენ“ - არ არიან პირის ნაცვალსახელები, არამედ ჩვენებითი სიტყვები. ისინი აჩვენებენ მოსაუბრეს და მსმენელს):
    • Brasil: eu - მე, você - შენ, ele - ის (მამრ. სქ.), ela - ის (მდედ. სქ.), o senhor - თქვენ (მამრ. სქ. თავაზიანი ფორმა), a senhora - თქვენ (მდედ. სქ. თავაზიანი ფორმა), nós/a gente - ჩვენ, vocês - თქვენ, eles - ისინი (მამრ. სქ. მრ. რიც.), elas - ისინი (მდედ. სქ.მრ. რიც.), os senhores - თქვენ (მამრ. სქ. თავაზიანი ფორმა, მრ. რიც.), as senhoras - თქვენ (მდედ. სქ. თავაზიანი ფორმა, მრ. რიც.)
    • Portugal: eu - მე, tu - შენ, ele - ის (მამრ. სქ.), ela - ის (მდედ. სქ.), você - თქვენ (თავაზიანი ფორმა), nós - ჩვენ, vocês - თქვენ

შედარებისთვის:

  • ყოფნა ზმნის ser უღლება:
    • Brasil === Portugal

eu sou - მე ვარ === eu sou - მე ვარ

você é - შენ ხარ === tu és - შენ ხარ

ele/ela é - ის არის === ele/ela é - ის არის

o senhor/a senhora é - თქვენ ხართ === você é - თქვენ ხართ

nós somos/a gente é - ჩვენ ვართ === nós somos - ჩვენ ვართ

vocês são - თქვენ ხართ === vocês são - თქვენ ხართ

eles/elas são - ისინი არიან === eles/elas são - ისინი არიან

os senhores/as senhoras são - თქვენ ხართ

  • ინფინიტიური კოსტრუქცია განგრძობითი მოქმედების გამოსახატავად:

Brasil: estar + infinitivo Portugal: estar a + infinitivo:

    • Brasil: Estou assistindo ao jogo de futebol na televisão. Portugal: Estou a assistir ao jogo de futebol na televisão. - ფეხბურთის თამაშს ვუყურებ (ამ წუთს) ტელევიზიით.

ლექსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიური პორტუგალიურის ლექსიკა, ევროპულ პორტუგალიურთან შედარებით, შეიცავს სიტყვებს:

  • ბრაზილიის ტერიტორიაზე მცხოვრები ინდიელთა ენებიდან:
    • ipiranga - (Tupi-guarani): „i“ - მდინარე, „piranga“ - წითელი
    • ipanema - (Tupi-guarani): „i“ - მდინარე, „panema“ - ამღვრეული
    • iguaçu - (Tupi-guarani): „i“ - მდინარე, „guaçu“ - დიდი
  • აფრიკიდან შემოყვანილი შავკანიანების ენებიდან, ეგრეთ წოდებული - აფრობრაზილიური სიტყვები:
    • samba, xangó, axé და ა.შ.

სიტყვათა მნიშვნელობა ბრაზილიურ და ევროპულ პორტუგალიურში სხვადასხვაა:

მნიშვნელობა ბრაზ. პორტუგალიური პორტუგალიური
საპირფარეშო banheiro casa de banho
ანანასი abacaxi ananás
გოლი gol golo
ჟაკეტი jaqueta blusão
ავტობუსი ônibus autocarro

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hueber (2005): Großer Lernwortschatz, Portuguiesisch, Max Hueber Verlag, Ismaning(ჰუებერი (2005): დიდი ლექსიკა სწავლისთვის, პორტუგალიური, მაქს ჰუებერის ფერლაგი, იზმანინგი)
  • Aurélio Buarque De Holanda Ferreira (2002): mini Aurélio Século XXI: o minidicionário da língua portuguesa, editora nova fronteira, Rio de Janeiro აურელიუ ბუარკი დი ოლანდა ფერეირა (2002): მინი აურელიუ ოცდამეორე საუკუნე: პორტუგალიური ენის მინი ლექსიკონი, ედიტორა ნოვა ფრონტეირა, რიო დე ჟანეირო
  • Deolinda Monteiro, Beatriz Pessoa (2002): guia prático dos verbos portugueses, lidel, Lisboa (დეოლინდა მონტეირუ, ბეატრიშ პესოა (2002): პორტუგალიურ ზმნათა პრაქტიკული სახელმძღვანელო, ლიდელი, ლისაბონი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]