ბრაზილიის პრეზიდენტების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძველი რესპუბლიკა (1889-1930)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1889 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, რომელსაც მარშალი დეოდორუ და ფონსეკა ხელმძღვანელობდა, საფუძველი ჩაეყარა ბრაზილიის რესპუბლიკას. ფონსეკამ გადააყენა ბრაზილიის იმპერატორი პედრუ II და ჩამოაყალიბა დროებითი მთავრობა. ორი წლის შემდეგ 1891 წელს მიიღეს ბრაზილიის კონსტიტუცია, ჩამოყალიბდა ფედერალური რესპუბლიკა და ქვეყანას უწოდეს ბრაზილიის შეერთებული შტატები. იმავე წელს კონსტიტუციურმა კონგრესმა დეოდორუ და ფონსეკა აირჩია ბრაზილიის პრეზიდენტად. 10 თვის შემდეგ ფონსეკა გადადგა თანამდებობიდან სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ხოლო კონგრესი დაიშალა. ფლორიანუ პეიშოტუმ ფონსეკას ვიცე-პრეზიდენტმა და გადატრიალების სულის ჩამდგმელმა დაიკავა ქვეყნის მეთაურის თანამდებობა. პეიშოტუ კი ბრაზილიის პირველმა არჩეულმა პრეზიდენტმა პრუდენტე მორაისმა შეცვალა.

ძველი რესპუბლიკა არსებობდა მანამ, სანამ იგი ჟეტულიუ ვარგასმა სახელმწიფო გადატრიალების შედეგად 1930 წლის ოქტომბერში არ დაამხო.

პარტიები

      სამხედრო       სან-პაულუს რესპუბლიკური პარტია       მინას-ჟერაისის რესპუბლიკური პარტია       რიო-დე-ჟანეიროს რესპუბლიკური პარტია       ბრაზილიის რესპუბლიკურ-კონსერვატიული პარტია

# პრეზიდენტი სურათი მმართველობის დასაწყისი მმართველობის დასასრული ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ი პოლიტიკური პარტია
1 დეოდორუ და ფონსეკა 15 ნოემბერი 1889 23 ნოემბერი 1891 ფლორიანუ პეიშოტუ სამხედრო
2 ფლორიანუ პეიშოტუ 23 ნოემბერი 1891 15 ნოემბერი 1894 ვაკანტური სამხედრო
3 პრუდენტე დი მორაისი 15 ნოემბერი 1894 15 ნოემბერი 1898 მანუელ ვიტორინუ სან-პაულუს რესპუბლიკური პარტია
4 მანუელ კამპუს სალისი 15 ნოემბერი 1898 15 ნოემბერი 1902 როსა ე სილვა სან-პაულუს რესპუბლიკური პარტია
5 ფრანსისკუ როდრიგეს ალვესი 15 ნოემბერი 1902 15 ნოემბერი 1906 სილვიანუ ბრანდანუ
აფონსუ პენა
სან-პაულუს რესპუბლიკური პარტია
6 აფონსუ პენა 15 ნოემბერი 1906 14 ივნისი 1909[1] ნილუ პესანია მინას-ჟერაისის რესპუბლიკური პარტია
7 ნილუ პესანია 14 ივნისი 1909 15 ნოემბერი 1910 ვაკანტური რიო-დე-ჟანეიროს რესპუბლიკური პარტია
8 ერმეს და ფონსეკა 15 ნოემბერი 1910 15 ნოემბერი 1914 ვენსესლაუ ბრასი ბრაზილიის რესპუბლიკურ-კონსერვატიული პარტია
9 ვენსესლაუ ბრასი 15 ნოემბერი 1914 15 ნოემბერი 1918 ურბანუ სანტოსი მინას-ჟერაისის რესპუბლიკური პარტია
10 დელფიმ მორეირა 15 ნოემბერი 1918 28 ივლისი 1919 ვაკანტური მინას-ჟერაისის რესპუბლიკური პარტია
11 ეპიტასიუ პესოა 28 ივლისი 1919 15 ნოემბერი 1922
ბუენუ დე პავია
მინას-ჟერაისის რესპუბლიკური პარტია
12 არტურ ბერნანდესი 15 ნოემბერი 1922 15 ნოემბერი 1926 ესტასიუ კოიმბრა მინას-ჟერაისის რესპუბლიკური პარტია
13 ვაშინგტონ ლუისი 15 ნოემბერი 1926 24 ოქტომბერი 1930 მელუ ვიანა სან-პაულუს რესპუბლიკური პარტია

აღნიშნულ პერიოდში პრეზიდენტები იყვნენ ასევე:

  • ფრანსისკუ როდრიგეს ალვესი[2]
  • ხულიო პრესტესი[3]

ვარგასის ერა (1930-1946)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიების არსებობა იკრძალებოდა

      ლიბერალური ალიანსი

# პრეზიდენტი სურათი მმართველობის დასაწყისი მმართველობის დასასრული ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ი პოლიტიკური პარტია
აუგუსტუ ფრაგოსუ,
ისაიას დე ნორონია,
და მენა ბარეტუ
24 ოქტომბერი 1930 3 ნოემბერი 1930 ვაკანტური სამხედრო ხუნტა
14 ჟეტულიუ ვარგასი[4] 3 ნოემბერი 1930 29 ოქტომბერი 1945 ვაკანტური[5] ლიბერალური ალიანსი
15[6] ჟოზე ლინარესი 29 ოქტომბერი 1945 31 იანვარი 1946 ვაკანტური უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

მეორე რესპუბლიკა (1946-1964)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945 წელს ვარგასის ერა დამთავრდა. იგი დაამხო ორმა ყოფილმა მომხრემ, მიუხედავად ამისა იგი არჩეულ იქნა პრეზიდენტად კიდევ ერთხელ და მისი გავლენა ბრაზილიის პოლიტიკაში მეორე რესპუბლიკაშიც დიდი იყო. ამ პერიოდში, ქვეყანაში სამი პარტია ნომინირებდა. აქედან ორი პრო-ვარგასული იყო – მემარცხენე ლეიბორისტული და მემარჯვენე-ცენტრისტული PSD. მესამე კი იყო ანტი-ვარგსული განწყობის მემარცხენე პარტია UDN.

ბრაზილიის ისტორიაში აღნიშნული პერიოდი ძალზედ არასტაბილურია. 1954 წელს ვარგასმა თავი მოიკლა, რასაც მოყვა მოკლე ვადით მმართველი პრეზიდენტების მთელი სერია.

პარტიები

      ბრაზილიის სოციალ-დემოკრატიული პარტია       ბრაზილიის ლეიბორისტული პარტია (ისტორიული)       ბრაზილიის ეროვნული ლეიბორისტული პარტია

# პრეზიდენტი სურათი მმართველობის დასაწყისი მმართველობის დასასრული ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ი პოლიტიკური პარტია
16 ეურიკუ გასპარ დუტრა 31 იანვარი 1946 31 იანვარი 1951 ნერეუ რამოსი ბრაზილიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
17 ჟეტულიუ ვარგასი 31 იანვარი 1951 24 აგვისტო 1954[7] ჟუან კაფე ფილიუ ბრაზილიის ლეიბორისტული პარტია
18 ჟუან კაფე ფილიუ 24 აგვისტო 1954 9 ნოემბერი 1955[8] ვაკანტური ბრაზილიის ლეიბორისტული პარტია
19 კარლოს ლუსი 9 ნოემბერი 1955 11 ნოემბერი 1955[9] ვაკანტური ბრაზილიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
20 ნერეუ რამოსი 11 ნოემბერი 1955[10] 31 იანვარი 1956 ვაკანტური ბრაზილიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
21 ჟუსელინუ კუბიჩეკი 31 იანვარი 1956 31 იანვარი 1961 ჟუან გულარტი ბრაზილიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
22 ჟანიუ კუადროსი 31 იანვარი 1961 25 აგვისტო 1961[8] ჟუან გულარტი ბრაზილიის ეროვნული ლეიბორისტული პარტია
23 პასკოალ რანიერი 25 აგვისტო 1961[11] 7 სექტემბერი 1961 ვაკანტური ბრაზილიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
24 ჟუან გულარტი 7 სექტემბერი 1961 1 აპრილი 1964 ვაკანტური ბრაზილიის ლეიბორისტული პარტია

სამხედრო დიქტატურა (1964-1985)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიები გაუქმდა გარდა

      ეროვნული აღორძინების ალიანსი (მოგვიანებით ბრაზილიის სოციალ-დემოკრატიული პარტია)       ბრაზილიის დემოკრატიული მოძრაობა

# პრეზიდენტი სურათი მმართველობის დასაწყისი მმართველობის დასასრული ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ი პოლიტიკური პარტია
25 პასკოალ რანიერი 2 აპრილი 1964[12] 15 აპრილი 1964 ვაკანტური დემოკრატიული სოციალისტური პარტია
26 უმბერტუ კასტელუ ბრანკუ 15 აპრილი 1964 15 მარტი 1967 ჟოზე მარია ალკმინი ეროვნული აღორძინების ალიანსი, სამხედრო
27 არტურ და კოსტა ი სილვა 15 მარტი 1967 31 აგვისტო 1969[13] პედრუ ალეიშუ ეროვნული აღორძინების ალიანსი, სამხედრო
აუგუსტუ რადემაკერი,
აურელიუ ტაბარესი,
და მარსიუ მელუ
31 აგვისტო 1969 30 ოქტომბერი 1969 ვაკანტური ეროვნული აღორძინების ალიანსი, სამხედრო ხუნტა
28 ემილიუ გარასტაზუ მედისი 30 ოქტომბერი 1969 15 მარტი 1974 აუგუსტუ რადემაკერი ეროვნული აღორძინების ალიანსი, სამხედრო
29 ერნესტუ გეიზელი 15 მარტი 1974 15 მარტი 1979 ადალბერტუ პერეირა დოს სანტოსი ეროვნული აღორძინების ალიანსი, სამხედრო
30 ჟოანუ ფიგეირედუ 15 მარტი 1979 15 მარტი 1985 აურელიანუ ჩავესი დემოკრატიული სოციალისტური პარტია სამხედრო

ახალი რესპუბლიკა (1985-დან)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიის პრეზიდენტის შტანდარტი

80-იანი წლების შუა პერიოდში სამხედრო ხელისუფლება შეიცვალა სამოქალაქო მთავრობით და დაიწყო ბრაზილიის ისტორიის ახალი პერიოდი, რომელიც მესამე რესპუბლიკის სახელითაა ცნობილი.

პარტიები

      ბრაზილიის დემოკრატიული მოძრაობის პარტია       ბრაზილიის ქრისტიან-ლეიბორისტული პარტია
      ბრაზილიის სოციალ-დემოკრატიული პარტია       ბრაზილიის მუშათა პარტია

# პრეზიდენტი სურათი მმართველობის დასაწყისი მმართველობის დასასრული ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ი პოლიტიკური პარტია
[14] ტანკრედუ ნევესი ჟოზე სარნეი ბრაზილიის დემოკრატიული მოძრაობის პარტია
31 ჟოზე სარნეი 15 მარტი 1985[15] 15 მარტი 1990 ვაკანტური ბრაზილიის დემოკრატიული მოძრაობის პარტია
32 ფერნანდუ კოლორ დე მელუ 15 მარტი 1990 29 დეკემბერი 1992[16] იტამარ ფრანკუ ბრაზილიის ქრისტიან-ლეიბორისტული პარტია
33 იტამარ ფრანკუ 29 დეკემბერი 1992 (დროებით 2 ოქტომბრიდან) 1 იანვარი 1995 ვაკანტური ბრაზილიის დემოკრატიული მოძრაობის პარტია
34 ფერნანდუ კარდოზუ 1 იანვარი 1995 1 იანვარი 2003 მარკუ მასიელი ბრაზილიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
35 ლუის ინასიუ ლულა და სილვა 1 იანვარი 2003 1 იანვარი 2011 ჟოზე ალენსარი ბრაზილიის მუშათა პარტია
36 დილმა რუსეფი 1 იანვარი 2011 დღემდე მიშელ ტემერი ბრაზილიის მუშათა პარტია

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გარდაიცვალა თანამდებობაზე
  2. გარდაიცვალა არჩევიდან ინაუგურაციამდე პერიოდში.
  3. ჟეტულიუ ვარგასის მიერ მოწყობილი გადატრიალების შედეგად ვერ მიაღწია ინაუგურაციამდე.
  4. ჟეტულიუ ვარგასი ბრაზილიის დე ფაქტო პრეზიდენტი იყო 1930 წლის 3 ნოემბრიდან 1934 წლის 20 ივლისამდე. 1934 წლის 17 ივლისს იგი ეროვნულმა საკონსტიტუციო ასამბლეამ აირჩია პრეზიდენტად. 1937 10 ნოემბერს, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაამყარა დიქტატურა, რომელიც გაგრზელდა 1945 წლის 25 ოქტომბრამდე.
  5. ვარგასის ეპოქაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა გაუქმებული იყო.
  6. ჟოზე ლინარესი იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პრეზიდენტის პოსტზე მოხვდა მას შემდეგ, რაც დამხობილ იქნა ვარგასის დიქტატურა.
  7. თავი მოიკლა
  8. 8.0 8.1 გადადგა თანამდებობიდან სამედიცინო მიზეზით.
  9. გადააყენეს.
  10. სენატის პრეზიდენტი. თანამდებობა დაიკავა ლუსის გადაყენების შემდეგ.
  11. დროებითი პრეზიდენტი კუადროსის გადადგომის შემდეგ. ვიცე-პრეზიდენტი ჟუან გულარტი ამ დროს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში.
  12. დროებითი პრეზიდენტი 13 დღით, 1964 წლის გადატრიალების დროს.
  13. სამხედრო ხუნტამ ჩამოაშორა თანამდებობას, აწუხებდა ცერემბრალური თრომბოზი.
  14. გარდაიცვალა თანამდებობის დაკავებამდე.
  15. დროებითი პრეზიდენტი 1985 წლის 22 აპრილიდან.
  16. გადააყენეს იმპიჩმენტის საფუძველზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]