ბორნოს შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტატი
ბორნოს შტატი
ინგლ. Borno State
დროშა

ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
ადმ. ცენტრი მაიდუგური
შიდა დაყოფა Hawul[1] [2] , Kala/Balge[1] [2] , Konduga[1] [2] , Kukawa[1] [2] , Kwaya Kusar[1] [2] , Jere[1] [2] , Kaga[1] [2] , Mobbar[1] [2] , Monguno[1] [2] , Ngala[1] [2] , Nganzai[1] [2] , Shani[1] [2] , Abadam[1] [2] , Maiduguri[1] [2] , Magumeri[1] [2] , Mafa[1] , Marte[1] [2] , Askira/Uba[1] [2] , Bama[1] [2] , Biu[1] [2] , Bayo[1] [2] , Chibok[1] [2] , Dikwa[1] [2] , Gubio[1] [2] , Guzamala[1] [2] , Gwoza[1] [2] და Damboa[1] [2]
კოორდინატები 11°30′00″ ჩ. გ. 13°00′00″ ა. გ. / 11.50000° ჩ. გ. 13.00000° ა. გ. / 11.50000; 13.00000
დაარსდა 3 თებერვალი, 1976
ფართობი 70 898 კმ²
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მოსახლეობა 4 171 104 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 58,83 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
ოფიციალური საიტი bornonigeria.com

ბორნოს შტატი (ინგლ. Borno State) — შტატი ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ფართობის მიხედვით მეორე შტატი ნიგერიაში. ჩრდილო-აღმოსავლეთით შტატს აქვს ჩადის ტბასთან გასასვლელი.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მაიდუგური.
  • ფართობი — 70 898 კმ², მოსახლეობა — 4 171 104 ადამიანი (2006).[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორნოს შტატი შეიქმნა 1976 წლის 3 თებერვალს ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატის გაყოფის შედეგად. 1991 წელს მას გამოეყო იობეს შტატი.

შტატის მოსახლეობის ძირითად ნაწილს შეადგენს კანურის ეთნიკური ჯგუფი[4]. კანურის ხალხის პოლიტიკური ინსტიტუტები ჩამოყალიბდა ნიგერიის შექმნამდე დიდი ხნით ადრე და დღემდე არსებობს. ტერიტორია ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში შედიოდა კანემის იმპერიის შემადგენლობაში. დღეისათვის მმართველმა დინასტიამ ხელისუფლება მიიღო XIX საუკუნის ბოლოს (ბორნუს სახელმწიფო) და კოლონიალურ პერიოდში სარგებლობდა დიდი ბრიტანეთის ადმინისტრაციის მხარდაჭერას. 1905 წელს დინასტიის დედაქალაქი გახადეს ქალაქი მაიდუგური. 1960 წელს ნიგერიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შემდეგ ბორნომ შეინარჩუნა ფაქტობრივი ფართე ავტონომია. ასეთი სიტუაცია შენარჩუნდა 1967 წელს ჩატარებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის რეფორმამდე, როდესაც შეიქმნა 12 შტატი. 1976 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმამ კიდევ უფრო შეამცირა ემირების ძალაუფლება. 1979 წელს ნიგერიაში სამოქალაქო მმართველობის დაბრუნების მომენტისათვის ბორნოს ემირების იურისდიქცია ვრცელდებოდა მხოლოდ კულტურულ და ტრადიციულ საკითხებზე. დღეისათვის ემირები მსახურობენ შტატის ხელისუფლების მრჩევლებად.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ბორნოს შტატი დაყოფილია 27 თვითმმართველობის რაიონად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]