ბორის ტრაიკოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორის ტრაიკოვსკი
Борис Трајковски
ბორის ტრაიკოვსკი Борис Трајковски
მაკედონიის მე-2 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 დეკემბერი, 1999 – 26 თებერვალი, 2004
წინამორბედიკირო გლიგოროვი
მემკვიდრებრანკო ცრვენკოვსკი

დაბადებული25 ივნისი, 1956
სტრუმიცა, მაკედონია
გარდაცვლილი26 თებერვალი, 2004
მოსტარი, ბოსნია და ჰერცეგოვინა
მეუღლევილმა ტრაიკოვსკა
პროფესიაიურისტი
რელიგიაპროტესტანტიზმი

ბორის ტრაიკოვსკი (მაკედ. Борис Трајковски; 25 ივნისი 1956, სტრუმიცა, მაკედონია26 თებერვალი 2004, მოსტარი, ბოსნია და ჰერცეგოვინა) — მაკედონიის პრეზიდენტი 1999–2004 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სოფელ მურტინოში, სტრუმიცასთან ახლოს, მეთოდისტების ოჯახში[1][2]. 1980 წელს დაამთავრა სკოპიეს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. შემდეგ მუშაობდა აშშ-ში, სადაც დაოჯახდა და გახდა მეთოდისტი მღვდელი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წლამდე მუშაობდა სკოპიეს მერიაში. 1998–1999 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. გადამწყვეტი როლი ითამაშა მოლაპარაკებებში, რომელიც ეხებოდა კოსოვოდან ალბანელი ლტოლვილების მაკედონიის ტერიტორიაზე განსახლებას. 1999 წლის 5 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტად აირჩიეს.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის 26 თებერვალს პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომლითაც ბორის ტრაიკოვსკი საერთაშორისო კონფერენციაზე მიფრინავდა, ბოსნია და ჰერცეგოვინის ქალაქ მოსტარის მახლობლად ჰრგუდის მთის კალთებზე, ავიაკატასტროფა განიცადა. მასთან ერთად თვითმფრინავში იმყოფებოდა ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Boris Trajkovski - Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-10. ციტირების თარიღი: 2013-01-02.
  2. Macedonian President Trajkovski, a United Methodist, dies in plane crash in Bosnia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-10. ციტირების თარიღი: 2013-01-02.