ბორის სავინკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბორის სავინკოვი (რუს. Бори́с Ви́кторович Са́винков დ. 1873 — გ. 1938) — რუსი პოლიტიკოსი, რევოლუციონერი, თეთრი მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1898 წლიდან იყო სხვადასხვა სოციალ-დემოკრატიული ჯგუფების წევრი. 1903 წლიდან იყო ემიგრაციაში ჟენევაში, სადაც გახდა ესერთა პარტიის წევრი. ირიცხებოდა პარტიის საბრძოლო რაზმის წევრად და მონაწილეობდა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერორისტული აქტების დაგეგმვაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა რუსეთში. დროებითი არმიის მიერ დანიშნულ იქნა მე-7 არმიის კომისრად. 1917 წლის ივლისში დაინიშნა სამხედრო მინისტრ კერენსკის თანაშემწედ. ეწინააღმდეგებოდა ოქტომბრის გადატრიალებას და ბოლშევიკებს. 1918 წლის მარტში მოსკოვში შექმნა იატაკქვეშა კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაცია. 1919 წლიდან წავიდა ემიგრაციაში პარიზში და აწარმოებდა მოლაპარაკებებს ანტანტის ქვეყნების ლიდერებთან თეთრი მოძრრაობისსთვის ნხმხარდაჭერის მოსაპოვებლად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: