ბორის III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორის III
Борис III
ბულგარეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 3 ოქტომბერი, 1918
მმართ. დასასრული: 28 აგვისტო, 1943
წინამორბედი: ფერდინანდ I
მემკვიდრე: სიმეონ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 იანვარი, 1894
დაბ. ადგილი: სოფია, ბულგარეთი
გარდ. თარიღი: 28 აგვისტო, 1943
გარდ. ადგილი: სოფია, ბულგარეთი
მეუღლე: ჯოვანა სავოიელი
შვილები: მარია-ლუიზა, სიმეონ II
დინასტია: საქსენ-კობურგ-გოთა
მამა: ფერდინანდ I
დედა: მარია ლუიზა დე ბურბონ-პარმელი
რელიგია: მართლმადიდებლობა

ბორის III (ბულგ. Борис III; დ. 30 იანვარი, 1894 — გ. 28 აგვისტო, 1943) — ბულგარეთის სამეფოს მეორე მეფე 1918–1943 წლებში საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიიდან. ჰქონდა გერმანიის ადმირალის წოდება (1916).

ბორის III იყო საკმაოდ პოპულარული მონარქი და წარმოადგენდა ბალკანეთის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას ორ მსოფლიო ომს შორის და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. სამეფო ტახტზე ავიდა 24 წლის, მას შემდეგ, რაც პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა გერმანიის მოკავშირე ბულგარეთი და გადადგა მამამისი ფერდინანდი. სამართავად ჩაიბარა ქაოსის ზღვარზე მყოფი ქვეყანა.

1930 წელს დაქორწინდა ვიტორიო ემანუელე III-ის ქალიშვილზე ჯოვანა სავოიელზე.

მოულოდნელად გარდაიცვალა 1943 წლის 28 აგვისტოს, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც დაბრუნდა აღმოსავლეთ პრუსიიდან, სადაც შეხვდა ადოლფ ჰიტლერს. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გახდა ინფარქტი, თუმცა ვრცელდებოდა ვერსიები მის შესაძლო მოწამვლაზე. ტახტის მემკვიდე გახდა მისი 6 წლის შვილი სიმეონ II.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: