ბონდო მაცაბერიძე
ბონდო მაცაბერიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 მარტი, 1959 |
დაბადების ადგილი | სამტრედია |
გარდაცვალების თარიღი | 26 მაისი, 2024 (65 წლის) |
საქმიანობა | მწერალი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ბონდო მაცაბერიძე (დ. 20 მარტი, 1959 — გ. 26 მაისი, 2024) — ქართველი საბავშვო მწერალი და გამომცემელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბონდო მაცაბერიძე დაიბადა 1959 წლის 20 მარტს, სამტრედიაში. 1976 წელს დაამთავრა სამტრედიის მე-2 საშუალო სკოლა. 6 კლასამდე სწავლობდა სამტრედიის მე-13 საშუალო სკოლაში. 1990 წელს დაამთავრა მოსკოვის ა. მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი — პოეზიის ფაკულტეტი.
1989 წელს დააარსა პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობა საქართველოში — „ალავერდი“ და იყო მისი დირექტორი 1994 წლამდე.
1997 წელს დააარსა გამომცემლობა — „ბონდო მაცაბერიძე“, რომელიც 2000 წლიდან დარეგისტრირდა ახალი რედაქციით — „გამომცემლობა-ბაკმი“, სადაც მუშაობს დღემდე დირექტორის თანამდებობაზე.
ბონდო მაცაბერიძე ავტორია 1 პოეტური კრებულის — თმენის ფორმულა (გამომცემლობა „მერანი“ 1990 წ.) და 1 მხატვრულ-პუბლიცისტური კრებულის „სადაურსა სად წაიყვან“ (გამომცემლობა — „ალავერდი“ 1992 წ.). მისი ზღაპრები თარგმნილია რუსულ, გერმანულ, თურქულ, სპარსულ, უკრაინულ და ლიტვურ ენებზე. 1995 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 2003 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, 2004 წელს შიო მღვიმელის სახელობის პრემია, ზღაპრების კრებული — „ზღაპრები ბექნა ბიჭზე“ – 2010 წელს დასახელდა გამარჯვებულად საბავშვო წიგნის მე-2 ფესტივალზე ნომინაციაში: საუკეთესო ზღაპრების კრებული (საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრი).
გამოცემული წიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ”თმენის ფორმულა” - პოეზია (გამომცემლობა ”მერანი” 1990 წ.).
- ”სადაურსა სად წაიყვან”- მხატვრულ-პუბლიცისტური კრებული (გამომცემლობა ”ალავერდი” 1992 წ.).
- ”ფაციკო” - ზღაპრები (გამომცემლობა”С. Петербург” 1995 წ.).
- ”Пацико” - ზღაპრები რუსულ ენაზე (Из-во ”С. Петербург” 1996 წ.).
- ”ზღაპრები და იგავები” - ზღაპრები (”გამომცემლობა-ბაკმი” 2002 წ.).
- ”ზღაპრები” - (”გამომცემლობა-ბაკმი” 2003 წ.).
- ”ზადო და ბადო” - ზღაპრები (”გამომცემლობა-ბაკმი” 2004 წ.).
- ”ზღაპრები სამ წიგნად” - ზღაპრები (”გამომცემლობა-ბაკმი” 2006 წ.).
- ”ძილის წინ საკითხავი ზღაპრები” - ზღაპრები (”გამომცემლობა-ბაკმი” 2008 წ.).
- ”ზღაპრები ბექნა ბიჭზე” - ზღაპრები (”გამომცემლობა-ბაკმი” 2010 წ.).
- ”ფაციკო” - რჩეული ზღაპრები (გამომცემლობა ”ანბანი” 2012 წ.).
- ”ზღაპრები თეკლა გოგოზე” - ზღაპრები (”გამომცემლობა-ბაკმი” 2013 წ.).
- ”ზღაპარი თუსიზე და კიდევ ტუსიზე” - ზღაპრები (”გამომცემლობა პალიტრა-L” 2015 წ.).
- ”Сказки про мальчика Бекну и девочку Теклу” - Сказки (Из-во ”ДЕТГИЗ” С. Петербург 2015 წ.).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რევაზ მიშველაძე - ”კიდევ ერთი პოეტური სანთელი” (”ლიტ. საქართველო” 5 თებერვალი, 1993 წ.)
- ქეთი დოლიძე - ”მოთიბულ ყვავილებსაც დაუბრუნებს სიცოცხლეს” (”მწერლის გაზეთი” #1. (51) 6-12 თებერვალი, 2003 წ.)
- თემურ შავლაძე - ”ჩვენი კეთილი ანდერსენი” (”ლიტ. საქართველო” #11. 19-25 მარტი, 2004 წ.)
- ქეთევან შენგელია - ”ჩვენ ყველას გვჭირდება ზღაპრები” (წიგნიდან - ”მზისფერი ქუდი ”, გამომცემლობა ”უნივერსალი”. 2005 წ.)
- ამირან არაბული - ”ცეროდენების გულთამხილავი” (”ჩვენი მწერლობა” #1. (53) 2008 წ.)
- ემზარ კვიტაიშვილი - ”მეზღაპრე ჯერ ახალგაზრდაა” - ლიტერატურული ესსე, (ლიტერატურული პალიტრა) #5, მაისი, 2008 წ.)
- თემურ შავლაძე - ”ზღაპრის სიმფონია” (19-25 მარტი, 2004 წ.)