ბოემონდ III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოემონდ III
Bohemond III d'Antioche

ბოემონდი იერუსალიმში
ანტიოქიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1163
მმართ. დასასრული: 1201
წინამორბედი: კონსტანცია
მემკვიდრე: ბოემონდ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 1144
გარდ. თარიღი: აპრილი, 1201
მეუღლე: Orgueilleuse of Harenc
თეოდორა
სიბილა
შვილები: რაიმუნდ IV
ბოემონდ IV
უილიამი
მამა: რაიმუნდი
დედა: კონსტანცია
რელიგია: კათოლიციზმი

ბოემონდ III ანტიოქელი (ფრანგ. Bohemond III d'Antioche) — ანტიოქიის მთავარი 1163-1201 წლებში.

ის იყო კონსტანციასა და რაიმუნდის უფროსი ვაჟი. იგი ტახტზე მას შემდეგ ავიდა, რაც დედამისი ტახტიდან გადააყენა ერთ-ერთმა ანტიოქელმა დიდგვაროვანმა თოროს II-ის დახმარებით. 1164 წელს ბოემონდი ტყვედ ჩავარდა ჰარიმის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, მაგრამ მალევე გაათავისუფლა ზენგიმ, რათა თავიდან აერიდებინა კონფლიქტი ბიზანტიასთან. იგი გაემგზავრა ბიზანტიაში და შეხვდა მანუელ II-ს, რომელმაც დაარწმუნა ის, რომ ანტიოქიაში აღდგენილიყო მართლმადიდებლური საპატრიარქო. ანტიოქიის ლათინმა პატრიარქმა, აიმერი ლიმოჟელმა ანტიოქია აკრძალულად გამოაცხადა. ბოემონდმა იგი აღადგინა 1170 წელს, მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა ბერძენი პატრიარქი.

ბოემონდი ბიზანტიის იმპერიის ახლო მოკავშირედ დარჩა. იგი ბიზანტიას ეხმარებოდა მლეჰის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა აღედგინა მისი ძალაუფლება კილიკიაში. ბოემონდმა კავშირი შეკარა ალეპოსა და დამასკოს მუსლიმ მმართველებთან სალადინის წინააღმდეგ, რომელიც აპირებდა მუსლიმური სამყაროს გაერთიანებას ჯვაროსნების დასამარცხებლად. ის გაშორდა თავის მეორე ცოლს და შეირთო ანტიოქელი დიდგვაროვანი, რის გამოც პატრიარქმა 1180 წელს განკვეთა.

ბოემონდმა აიძულა სომხები, რათა მიეღოთ მისი პროტექტორატი კილიკიის ტერიტორიაზე გვიან 1180-იანებში. 1187 წელს ტრიპოლის ტახტი თავის მეორე ვაჟს გადასცა. 1188 წელს სალადინმა სამთავროს უდიდესი ნაწილი დაიპყრო და მშვიდობის დასამყარებლად ბოემონდმა არ დაახმარა ჯარები ჯვაროსნებს მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. 1190-იან წლებში, ლევონ I-ის ექსპანსიურმა პოლიტიკამ გამოიწვია ხანგრძლივი კონფლიქტი ანტიოქიასა და კილიკიის სამეფოს შორის. 1194 წელს ბოემონდი ლევონმა დაატყვევა, ამის შემდეგ ლევონმა დაიკავა ანტიოქია, მაგრამ ქალაქის მცხოვრებლებმა შექმნეს კომუნა და სომეხი ჯარისკაცები ქალაქიდან გააძევეს. ბოემონდი გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც სცნო ლევონის დამოუკიდებლობა.

შემდეგი კონფლიქტი ამ ორ სამთავროს შორის დაიწყო ბოემონდის გარდაცვალების შემდეგ, ბოეონდის შვილს — ბოემონდ IV-სა და რაიმუნდ IV-ის შვილ რაიმუნდ რუპენს შორის. ორივე მათგანი იბრძოდა სამთავროს ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით. რუპენს ეხმარებოდა მისი ნათესავი ლევონ I, რამაც გამოიწვია კონფლიქტი. ეს ბრძოლა 1219 წლამდე გაგრძელდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Letters from the East: Crusaders, Pilgrims and Settlers in the 12th–13th Centuries (Translated by Malcolm Barber and Keith Bate) (2010). Ashgate. ISBN 978-0-7546-6356-0.
  • The Chronicle of Ibn Al-Athir for the Crusading Period from Al-Kamil Fi'l-Ta'rikh (Part 

2: The Years 541-582/1146-1193: The Age of Nur ad-Din and Saladin) (Translated by D. 

S. Richards) (2007). Ashgate. ISBN 978-0-7546-4078-3.