ბნელი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბნელი კოშკი
The Dark Tower
წიგნები
ავტორი სტივენ კინგი
მთარგმნელი ნიკა სამუშია
ილუსტრატორი მაიკლ უილენი, ფილ ჰეილი, ნედ დემერონი, დეივ მაკ-კინი, ბერნი რაიტსონი, დარელ ანდერსონი, ჯეი ლი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი ფენტეზი, სამეცნიერო ფანტასტიკი, საშინელებები, ვესტერნი
ქართული გამოცემა 2014-
შემდეგი ბნელი კოშკი (კომიქსები)

ბნელი კოშკი (ინგლ. The Dark Tower) — ამერიკელი მწერალ სტივენ კინგის რომანების სერია. მათში გაერთიანებულია ფენტეზი, სამეცნიერო ფანტასტიკა, საშინელებები და ვესტერნი. რომანებში აღწერილია „მსროლელი“ და მისი მოგზაურობა კოშკისკენ, რომელიც როგორც ფიზიკური, ასევე მეტაფორული ხასიათის არის. კინგი ამ წიგნებს საკუთარ magnum opus-ს უწოდებს. გარდა ძირითადი რვა რომანისა, რომელთა გვერდების საერთო რაოდენობა 4250-ს შეადგენს, ბნელ კოშკს უკავშირდება სხვა ნაშრომებიც. რომანების გამოცემის შემდეგ გამოვიდა კომიქსების სერიაც.

რომანების სერიაზე ძირითადი გავლენა იქონია რობერტ ბრაუნინგის ლექსმა „ჩაილდ როლანდი ბნელ კოშკს მიადგა“ (ლექსის სრული ტექსტი მოცემულია უკანასკნელი წიგნის დანართებში). 2003 წელს გამოცემული პირველი წიგნის, „მსროლელის“ წინასიტყვაობაში კინგი საკუთარი გავლენის წყაროებად ასახელებს „ბეჭდების მბრძანებელს“, ართურის ლეგენდებს და ფილმს „კარგი, ცუდი, ბოროტი“. მისი თქმით, კლინტ ისტვუდის მიერ განსახიერებულმა „უსახელომა“ მთავარ პერსონაჟზე, როლანდ დისკეინზე, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. კინგის მიერ შექმნილი სამყაროში, რომელსაც „შუა-სამყარო“ ეწოდება და ენაში, რომელიც ცნობილია, როგორც „მაღალი დიალექტი“, ასევე შეიმჩნევა ჯ.რ.რ. ტოლკინის შემოქმედების გავლენა.

2009 წელს კინგმა გამოსცა მერვე წიგნი, „ბნელი კოშკი: ქარი საკლიტეში“. 2009 წლის 7 დეკემბერს გამოვიდა დამატებითი, ონლაინ თამაში Discordia.[1] 2010 წლისთვის 40-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა სერიის 30 მილიონზე მეტი ასლი.[2] იმავე წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ დაგეგმილი იყო რომანის ეკრანიზაცია, მხატვრული ფილმებისა და სერიალის სახით. პროექტი დაიხურა 2011 წლის ივლისში[3], მაგრამ 2011 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ წარმოება კვლავ იგეგმებოდა, HBO-სთვის მომზადებული სერიალის სახით.[4]

2012 წლის 13 მარტს გავრცელდა ინფორმაცია Warner Bros.-ის მხრიდან ეკრანიზაციით დაინტერესების შესახებ. ხავიერ ბარდემი თავდაპირველად როლანდის როლის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როლი მოგვიანებით რასელ კროუს შესთავაზეს.[5] ცნობილი იყო, რომ თავდაპირველად გადაღებების დაწყება დაგეგმილი იყო 2013 წლის დასაწყისში.[6] Warner Bros.-მა მოგვიანებით პროექტზე უარი განაცხადა, მაგრამ მოლაპარაკებებში Media Rights Capital ჩაერთო.[7]

სტივენ კინგი თვლიდა, რომ ბნელი კოშკის თავდაპირველად გამოცემული ვერსიები არ იყო საბოლოო. იგი გეგმავდა მათზე კვლავ მუშაობას, გადამუშავებას და არსებული შეცდომების და შეუსაბამობების შესწორებას. თუმცა, პირველი რომანის დამუშავების შემდეგ, მიხვდა, რომ მთელი სერიის ხელმეორედ დაწერა აუცილებელი აღარ იყო.[8]

სერიის წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# ქართული დასახელება ორიგინალური დასახელება გამოწემის თარიღი ჯილდოები
0,5 ელურიას მორჩილი დები The Little Sisters of Eluria 1998
1 ბნელი კოშკი: მსროლელი The Dark Tower: The Gunslinger 1982
2 ბნელი კოშკი II: სამის გამორჩევა The Dark Tower II: The Drawing of the Three 1987
3 ბნელი კოშკი III: უნაყოფო მიწები The Dark Tower III: The Waste Lands 1991
4 ბნელი კოშკი IV: ჯადოქარი და ბროლი The Dark Tower IV: Wizard and Glass 1997 1998 Locus Award (ნომინაცია)[9]
4,5 ბნელი კოშკი: ქარი საკლიტეში The Dark Tower: The Wind Through the Keyhole 2012
5 ბნელი კოშკი V: კალიის მგლები The Dark Tower V: Wolves of the Calla 2003 2004 Locus Award (ნომინაცია)[10]
6 ბნელი კოშკი VI: სუზანას სიმღერა The Dark Tower VI: Song of Susannah 2004 2005 Locus Award (ნომინაცია)[11]
7 ბნელი კოშკი VII: ბნელი კოშკი The Dark Tower VII: The Dark Tower 2004 2005 British Fantasy Award (გამარჯვებული)[11]

ეკრანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, 2007 წელს, წიგნის ეკრანიზაციაზე უნდა ემუშავა რეჟისორ ჯეი ჯეი აბრამსს[12], თუმცა მოგვიანებით იგი ჩამოშორდა პროექტს.[13] 2010 წლის 8 სექტემბერს ოფიციალური ანონსიდან ცნობილი გახდა, რომ გამოვიდოდა მხატვრული ფილმების ტრილოგია, ისევე, როგორც ტელესერიალი, შემდგარი ორი სეზონისგან, რომელიც აღწერდა ფილმებს შორის მომხდარ მოვლენებს.[14] პრესრელიზში, რომელიც Universal Pictures-მა 2010 წლის 29 ოქტომბერს გამოაქვეყნა, პირველი ფილმი გამოვიდოდა 2013 წლის 17 მაისს.[15] 2011 წლის 19 ივლისს კომპანია გამოეთიშა ფილმების და სერიალის წარმოებას. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, სტუდია რონ ჰოვარდს, ფილმის პროდიუსერს, ვერ შეუთანხმდა.[16] მიუხედავად ამისა, სტივენ კინგი იმედოვნებდა, რომ ჰოვარდი პროექტს სხვა სტუდიასთან ერთად განავითარებდა. რონმა დაადასტურა, რომ წარმოება კვლავ მიმდინარეობდა და HBO იქნებოდა პასუხისმგებელი ტელესერიალზე.[4][17]

2012 წლის 13 მარტს ცნობილი გახდა, რომ Warner Bros. Pictures დაინტერესებული იყო ფილმის წარმოებით, ხოლო რასელ კროუ, რომელიც მანამდე მთავარ როლზე განიხილებოდა, ასევე ამოვარდა პროექტიდან. ვარაუდობდნენ, რომ გადაღება დაიწყებოდა 2013 წლის პირველ კვარტალში. საბოლოოდ, Warner-მაც უარი თქვა მის წარმოებაზე.[18] მოგვიანებით, 2015 წლის 10 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ Sony Pictures და Media Rights Capital შეუერთდებოდნენ წარმოებას, აკივა გოლდსმანის მიერ დაწერილი სცენარით. გოლდსმანი მუშაობდა 2010 წელს წარმოდგენილ ვერსიაზე. განახლებული სცენარი ჯეფ პინკნერის თანაშემწეობით დაიწერა.[19] 2015 წლის 2 ივნისს სტუდიამ გააფორმა კონტრაქტი რეჟისორ ნიკოლაი არსელთან.[20] 5 აგვისტოს დაიგეგმა ფილმის 2017 წლის 13 იანვარს გამოსვლა.[21] 2016 წლის 1 მარტს ცნობილი გახდა, რომ იდრის ელბა შეასრულებდა რონალდ დისკეინის, ხოლო მეთიუ მაკ-კონეჰი — რენდელ ფლეგის როლს.[22] 2017 წლის 3 მაისს გამოვიდა ფილმის პირველი ოფიციალური ტრეილერი.[23]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stephenking.com/discordia. Stephenking.com. ციტირების თარიღი: 2012-01-09.
  2. The Dark Tower to Become a Film Trilogy and TV Series. Superhero Hype (2010-09-08). ციტირების თარიღი: 2012-01-09.
  3. Kit, Borys (2011-07-18). 'The Dark Tower' Crumbles as Universal Officially Cancels Ron Howard Project“. Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 2012-01-09.
  4. 4.0 4.1 'Dark Tower' Heading To HBO, Says Brian Grazer. Moviesblog.mtv.com (2011-10-25). ციტირების თარიღი: 2012-01-09.
  5. http://www.deadline.com/2012/08/warner-bros-has-dark-tower-decision-looming-and-russell-crowe-is-in-the-mix/
  6. Child, Ben. (2012-03-13) The Dark Tower film project picked up by Warner Bros.. http://www.guardian.co.uk.+ციტირების თარიღი: 2012-03-13.
  7. ‘Ted’ Backer MRC In Talks To Finance Stephen King’s ‘The Dark Tower’
  8. Popular Writers: A Stephen King interview.. neilgaiman.com.
  9. 1998 Award Winners & Nominees. Worlds Without End. ციტირების თარიღი: 2009-07-22.
  10. 2004 Award Winners & Nominees. Worlds Without End. ციტირების თარიღი: 2009-07-22.
  11. 11.0 11.1 2005 Award Winners & Nominees. Worlds Without End. ციტირების თარიღი: 2009-07-22.
  12. Stax. (2007-02-13) Who is Lost in The Dark Tower?. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-21. ციტირების თარიღი: 2007-02-14.
  13. „J.J. Abrams Not Adapting King's 'Dark Tower' Series“. Cinematical. 2009-10-11. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-28. ციტირების თარიღი: 2008-05-08.
  14. The Dark Tower - Film and TV News Tracker. Stephenking.com. ციტირების თარიღი: 2012-01-09.
  15. Universal Sets Release Dates Through 2013. ComingSoon.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-22. ციტირების თარიღი: 2012-01-09.
  16. Universal Dismantles The Dark Tower | Movie News | Empire. Empireonline.com. ციტირების თარიღი: 2012-01-09.
  17. Blauvelt, Christian. (2011-07-19) Stephen King 'Dark Tower' | Inside Movies | EW.com. Insidemovies.ew.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-16. ციტირების თარიღი: 2012-01-09.
  18. Warner Bros. Passes on Ron Howard's Adaptation of Stephen King's 'The Dark Tower' - /Film. Slashfilm.
  19. Mike Fleming Jr. ‘Dark Tower’ Movie: Sony & MRC Partner For Stephen King Adaptation - Deadline. Deadline.
  20. Dornbush, Jonathon. (June 2, 2015) Nikolaj Arcel being considered to direct Dark Tower adaptation. Entertainment Weekly.
  21. CS (August 5, 2015). „Sony Pictures Dates 16 Films Through 2019!“. comingsoon.net. ციტირების თარიღი: August 5, 2015.
  22. Breznican, Anthony. (March 1, 2016) The Dark Tower rises: Stephen King confirms stars Idris Elba and Matthew McConaughey as production nears start. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: March 1, 2016.
  23. The first trailer for Stephen King’s The Dark Tower is here. The Verge (May 3, 2017). ციტირების თარიღი: May 3, 2017.