ბლანშ არტუელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბლანშ არტუელი
ნავარის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 4 დეკემბერი, 1270
მმართ. დასასრული: 22 ივლისი, 1274
წინამორბედი: იზაბელა ფრანგი
მემკვიდრე: მარგარიტა ბურგუნდიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1248
გარდ. თარიღი: 2 მარტი, 1302, (53-54 წლის)
მეუღლე: ანრი I, ნავარის მეფე
(ქ. 1269 - გარდ. 1274)
ედმუნდი, ლანკასტერის ერლი
(ქ. 1276 - გარდ. 1296)
შვილები: თეობალდი
ჟანა I, ნავარის დედოფალი
თომასი, ლანკასტერის ერლი
ჰენრი, ლანკასტერის ერლი
დინასტია: არტუელები
მამა: რობერ I, არტუას გრაფი
დედა: მატილდა ბრაბანტელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბლანშ არტუელი (ფრანგ. Blanche d'Artois, ბასკ. Blanka Artoiskoa, ინგლ. Blanche of Artois; დ. 1248 — გ. 2 მარტი, 1302) — კაპეტინგების დინასტიის არტუას შტოს წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი VIII-ის შვილიშვილი. ნავარის დედოფალი 1270-74 წლებში როგორც ანრი I-ის მეუღლე. თავისი შვილის, ნავარის დედოფალ ჟანა I-ის რეგენტი 1274-75 წლებში, რის შემდგომაც ეს სტატუსი საფრანგეთის მეფე ფილიპ III-მ მიიღო. ამის შემდეგ იგი მეორედ დაქორწინდა ინგლისის მეფე ჰენრი III-ის უმცროს ვაჟზე, უკვე დაქვრივებულ ედმუნდ ლანკასტერზე, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლანში დაიბადა 1248 წელს საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი VIII-ის უცმროსი ვაჟის, არტუას გრაფ რობერ I-ისა და მისი მეუღლის, მატილდა ბრაბანტელის ქალიშვილი. 1269 წელს იგი ცოლად შერთეს ნავარის მეფე თეობალდ II-ის უმცროს ძმას, პრინც ანრის. 1270 წელს თეობალდი უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც ტახტზე ანრი I და ბლანშ არტუელი ადიან. მათი მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა და თავად ანრიც 1274 წელს აღესრულა. ვინაიდან მათ ვაჟი არ დარჩენიათ, ტახტზე მათი მცირეწლოვანი ასული ჟანა I ავიდა, რომელიც დაბადებიდან დედასთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობდა. დედოფლის მცირეწლოვანების გამო ნავარის რეგენტად დედა-დედოფალი ბლანში დაინიშნა. სულ მალე ნავარელები მათ ქვეყანაში არსებული ფრანგული გავლენის წინააღმდეგ აჯანყდნენ, რის გამოც ბლანშს რეგენტობაჩამოართვა საფრანგეთის მეფე ფილიპ III-მ. ნავარაში მმართველობის გასამყარებლად ფილიპ III-მ ჟანა I თავის უფროს ვაჟ ფილიპზე დააქორწინა, ბლანში კი საფრანგეთიდან გააძევა. ბლანშმა პირობა დადო, რომ მოიპოვებდა სამხედრო მხარდაჭერას, ჩაახშობდა ნავარელთა ამბოხს და ქალიშვილს ფრანგების ტყვეობიდან დაიხსნიდა. სწორედ ამიტომ, იგი ფრანგების მოსისხლე მტრებთან, ინგლისელებთან წავიდა და მეტიც, 1276 წელს იგი ინგლისის მეფე ჰენრი III-ის ვაჟზე, ლანკასტერის ჰერცოგ ედმუნდზე დაქორწინდა. 1285 წელს საფრანგეთის ტახტზე ფილიპ IV და ჟანა I ადიან, რომლებმად შეძლეს ნავარის დაბრუნება და იქ პოზიციების აღდგენა, ბლანში კი უბრალოდ დაივიწყეს. 1296 წელს ბლანშის მეორე ქმარის დაიღუპა, რის შემდეგაც მან სიძისგან ნებართვა მიიღო სამშობლოში დაბრუნებულიყო, სადაც პარიზში დასახლდა. იგი სწორედ აქ გარდაიცვალა 1302 წელს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ქმრისგან ბლანშს ორი შვილი ჰყავდა:

  1. თეობალდი (?-1270), ნავარის ტახტის მემკვიდრე, დანიშნული იყო ვიოლანტა კასტილიელზე, თუმცა ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე დაიღუპა;
  2. ჟანა I (1273-1305), ნავარის დედოფალი, ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ფილიპ IV-ს, რომელთანაც შეეძინა ინგლისის დედოფალი იზაბელა ფრანგი და ასევე საფრანგეთის სამი მეფე:ლუი X, ფილიპ V და შარლ IV;

მეორე ქმრისგან ბლანშს ოთხი შვილი ჰყავდა:

  1. თომასი (1278-1322), ლანკასტერის ერლი, ცოლად შეირთო ალის დე ლასი, თუმცა გარდაიცვალა უშვილოდ;
  2. ჰენრი (1281-1345), ლანკასტერის ერლი, ცოლად შეირთო მაუდ შავორტი, რომელთანაც ექვსი შვილი შეეძინა;
  3. ჯონი (1286-1317), ბემონტის ერლი, ცოლად შეირთო ალის იონვილელი, თუმცა გარდაიცვალა უშვილოდ;
  4. მერი (?-?);

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Richardson, Douglas (2011). Plantagenet Ancestry: A Study In Colonial And Medieval Families. p. 103. ISBN 1461045134.
  • Evergates, Theodore (2011). The Aristocracy in the County of Champagne, 1100–1300. University of Pennsylvania Press. pp. 56, 57. ISBN 0812201884.
  • Prestwich, Michael (1988). Edward I. University of California Press. p. 315. ISBN 0520062663.
  • Woodacre, Elena (2013). The Queens Regnant of Navarre: Succession, Politics, and Partnership, 1274–1512. Palgrave Macmillan. pp. 25–29. ISBN 1137339152.
  • Craig, Taylor (2006). Debating the Hundred Years War: Volume 29: Pour Ce Que Plusieurs (La Loy Salicque) And a Declaration of the Trew and Dewe Title of Henry VIII. Cambridge University Press.
  • "Edmund, Earl of Lancaster and Aveline de Forz". www.westminster-abbey.org. Retrieved 2017-04-27.
  • "Edmund, 1st earl of Lancaster". Britannica.
  • Loveday Lewes Gee (2002). Women, Art, and Patronage from Henry III to Edward III: 1216–1377. Boydell & Brewer. ISBN 0851158617.