ბლანკენჰაინის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბლანკენჰაინის სასახლე (გერმ. Schloss Blankenhain) — ვრცელი ციხე-სასახლე ბალნკენჰაინში, კრიმიჩაუსთან, ცვიკაუერ-ლანდზე, საქსონიაში, გერმანიაში.

სასახლე თარიღდება მე-XII საუკუნით, თუმცა 1661 წელს იგი ნახევრად განადგურდა ხანძრის მიერ. 1700 წლისთვის აღადგინეს, ხოლო მისი ამჟამინდელი ბაროკოს სტილის გარეგნობა მანსარდიანი სახურავითა და გუმბათოვანი კოშკებით 1765 წელს შეიძინა. 1981 წლიდან სასახლე და მისი შემოგარენი სოფლის მეურნეობისა და კულტურის ღიაცისქვეშა მუზეუმად გამოცხადდა. მუზეუმი 11 ჰექტარზეა განლაგებული და მოიცავს 60 შენობა-ნაგებობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]