ბიოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Escherichia coli გვიმრა
გოლიათი ხოჭო გაზელი
ბიოლოგია სწავლობს ცხოვრების ფომრებს (საათის ისრის მიმართულებით მარცხნიდან ზემოთ) E. coli, გვიმრა, გაზელი, გოლიათი ხოჭო

ბიოლოგია (ბერძ. βιολογία; βίοςსიცოცხლე + λόγοςსწავლება, მეცნიერება) — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალ არსებათა აგებულებას, ფუნქციებს, გავრცელებას, წარმოშობას, განვითარებას, კავშირს ერთმანეთთან და არაცოცხალ ბუნებასთან. იგი მოიცავს სიცოცხლის შემსწავლელ მრავალ სხვა მეცნიერებას. ბიოლოგიის კვლევის მთავარი მეთოდებია: დაკვირვება, აღწერა, შედარება და ცდა. კვლევის შედეგები განიხილება ცოცხალ არსებათა ისტორიული ნათესაობისა და განვითარების თვალსაზრისით. ბიოლოგიის მიერ დადგენილ ფაქტებს და კანონზომიერებებს იყენებს მედიცინა, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგები.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინი „ბიოლოგია“ მიღებულია ბერძნული სიტყვებისაგან: βίος (bios) „სიცოცხლე“ და λόγος (logos) „მოძღვრება“. ეს ტერმინი პირველად 1802 წელს შემოიღეს ფრანგმა მეცნიერმა ჟ. ბ. ლამარკმა და გერმანელმა მეცნიერმა გ. რ. ტრევინარიუსმა.

ბიოლოგიურ მეცნიერებათა სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიოლოგიის დარგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერებათაშორისი დისციპლინები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიოგეოგრაფია — ბიოინჟინერია — ბიონიკა — ბიოკიბერნეტიკა — ბიოტექნოლოგია — ბიოფიზიკა — ასტრობიოლოგია

დაკავშირებული მეცნიერებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანთროპოლოგია — ნიადაგმცოდნეობა

ბიოლოგიის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიოლოგიური ცოდნის საწყისებს ვხვდებით ძველი ცივილიზაციების მოაზროვნეთა და მკურნალთა თხზულებებში, მათ შორის: ჰიპოკრატესთან, არისტოტელესთან და სხვ. შუა საუკუნეებში ბიოლოგიის განვითარება შეფერხდა, თუმცა უკვე მე–16-17 საუკუნეების მკვლევარებმა დიდძალი მასალა დააგროვეს ორგანიზმების აგებულების შესახებ.

იხ. სრული ტექსტი.

ბიოლოგიის საერთო ცნებები და ტერმინები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვლევის ობიექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთუჯრედიანი ორგანიზმი — ვირუსი — მიკროორგანიზმი — მცენარე — ცხოველი

ძირითადი ცნებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიოსფერო — ბუნებრივი შერჩევა — გარემო — გენი — დნმ — ევოლუცია — ეკოსისტემა — ორგანიზმი — რეპროდუქცია — სახეობა — სიცოცხლე — უჯრედი

გამოჩენილი ბიოლოგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არისტოტელე - კლოდ ბერნარი - ბიუფონი, ჟორჟ ლუი ლეკლერკ - რობერტ ბროუნი - გალენი - დარვინი, ჩარლზ - ვეზალიუსი - ვოლფი, კასპარ ფრიდრიხ - კიუვიე, ჟორჟ - ლამარკი, ჟან ბატისტ - ლევენჰუკი, ანტონი ვან - ლინეი, კარლ - ლორენცი, კონრად - მენდელი, გრეგორ - ილია მეჩნიკოვი - პავლოვი, ივან - პასტერი, ლუი - ფრიში, კარლ ფონ - ჰარვეი, უილიამ - ჰუმბოლდტი, ალექსანდერ ფონ

იხ. სრული ნუსხა.

ბიოლოგიური დაწესებულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]