ბილუნდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბილუნდი
Billund

ბილუნდი
გერბი

ქვეყანა დანიის დროშა დანია
მუნიციპალიტეტი ბილუნის მუნიციპალიტეტი
რაიონი სიდანმარკის რაიონი
კოორდინატები 55°43′51″ ჩ. გ. 9°06′55″ ა. გ. / 55.73083° ჩ. გ. 9.11528° ა. გ. / 55.73083; 9.11528
დაარსდა XVII საუკუნე
პირველი ხსენება 1510
ფართობი 536,51 კმ²
ცენტრის სიმაღლე 58 მეტრი
მოსახლეობა 6139 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი +45
საფოსტო ინდექსი 7190
ოფიციალური საიტი billund-grindsted.dk
ბილუნდი — დანია
ბილუნდი

ბილუნდი — სიდიდით მეორე ქალაქი ბილუნის მუნიციპალიტეტში, სამხრეთ დანიის რეგიონში, 6139 კაციანი მოსახლეობით (2011, 1 იანვარი).

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბილუნდში მდებარეობს ლეგოს კომპანიის მთავარი ოფისი. ქალაქის გარეუბანში არის ლეგოს ქარხანა რომელიც 2005 წლის მონაცემებით კომპანიის პროდუქტის 90 %-ს აწარმოებს. აქ გაიხსნა პირველი ლეგოლენდი 1964 წელს, რომელსაც ჰქვია ბილუნდის ლეგოლენდი.

ლეგოს ჯგუფთან ერთად მთავარი ოფისი აქ "Sun Air of Scandinavia"-საც აქვს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1291 წელს ბილუნდ ასოცირდებოდა გროვის ეკლესიასთან. 1454 წელს პირველად ახსენეს როგორც "Byllundt" (ბილუნდტი). 1510 წელს როგორც "Billund" (ბილუნდი).

1880 წელს ქალაქ ვაილეს და ქალაქ ვარდესკენ მიმავალ გზის პირზე ქალაქში პირველად აშენდა ქარის წისქვილი. 1895 წელს ის დაიწვა მაგრამ 1897 წელს აშენდა ნიდერლანდური სტილით. ამავე 1897 წელს ვაილესა და ბილუნდს შორის დამაკავშირებელი რკინიგზა გაიხსნა. 1914 წელს ის გრინელამდე გაფართოვდა.

1916 წელს ოლე კირკ რკისტიანსენმა, რომელმაც შემდეგში საფუძველი ჩაუყარა ლეგოს კომპანიას, შეისყიდა 1895 წლეს დაარსებული ავეჯის კომპანია. მან დააფინანსა ქალაქი რძის პროდუქტების ქარხნის და სკიოლდბერგის ეკლესიის ასაშენებლად. 1930 წელს კრისტიანსენმა დაიწყო სხვადასხვა პროდუქტის წარმოება, როგორებიცაა: საუთოვებელი მეგიდები, საკეცი კიბეები და მინიატურული ხის სათამაშოები. მისი პირველი სათამაშოები მზადდებოდა მისი სხვა პროდუქტების ნარჩენებისაგან მაგრამ 1932 წელს მან უკვე სათამაშოების სერიული წარმოება დაიწყო. 1934 წელს მის კომპანიას ეწოდა "ლეგო".

1930 წლისთვის ბილუნდის მოსახლეობამ ზრდა დაიწყო. საჭირო გახდა ახალი ნაგებობები. შენდებოდა წყალსადენი სადგურები, გიმნაზიები, სავარჯიშო დარბაზები, ქალაქის მერია. ელექტროსადგურიც კი გადაადგილდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ დანიის ოკუპაციის პერიოდში 1942 წელს ხანძრის დროს დაიწვა ძველი ლეგოს ქარხანა, მაგრამ მალევე გაიხსნა ახალი. რკინიგზა გაგრძელდა ლეგოს ქარხანამდე. 1949 წელს ლეგომ დაიწყო პლასტმასის კუბიკების წარმოება.

1950-იან წლებში იმატა სიღარიბემ და რკინიგზა დაიხურა. ქალაქში სიღარიბე მატულობდა. ასეთ მდგომარეობაში შეიქმნა "ბილუნდის თავშესაფრების ასოციაცია", რომელმაც ააშენა სახლები და თავშესაფრები. 1959 წელს ლეგომ ააშენა პარკი ქალაქის ჩრდილოეთით დიდი სათამაშო მოედნით, სათხილამურო პატარა მთით, ხელოვნური ტბით. 1962 წელს გაიხსნა ბილუნდის აეროპორტი როგორც ლეგოს საკუთრება მაგრამ შემდეგში გაიხსნა სხვა ფუნქციებითაც. 1968 წელს გაიხსნა პირველი ლეგოლენდი. ამის შემდეგ ბილუნდი ისევ პოპულარული გახდა.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]