ბიბი ანდერსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიბი ანდერსონი
დაბადების სახელი ბერიტ ელიზაბეთ ანდერსონი[1]
დაბადების თარიღი 11 ნოემბერი, 1935
სტოკჰოლმი, შვედეთი
გარდაცვალების თარიღი 14 აპრილი, 2019 (83 წლის)
სტოკჰოლმი, შვედეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1951–2009
მეუღლე(ები) კიელ გრედე (იქ. 1960–73)
პერ ოლმარკი (იქ. 1979–81)
გაბრიელ მორა ბაეზა (იქ. 2004–19)

ბიბი ანდერსონი (შვედ. Bibi Andersson; დ. 11 ნოემბერი, 1935, სტოკჰოლმი — გ. 14 აპრილი, 2019, იქვე) — შვედი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა სამეფო დრამატული თეატრის სკოლაში „ი. ტერსერუსა“. მუშაობდა მალმოს თაეტრში, რომლის ხელმძღვანელიც იყო ინგმარ ბერგმანი. ცნობილი გახდა ბერგმანის ფილმებში მონაწილეობის შემდეგ „ზაფხულის ღამის ღიმილი“, „მარწყვის მდელო“, „მეშვიდე ბეჭედი“, „სახე“. მან ითამაშა რეჟისორის 11 სურათში. 1958 წელს ბერგმანის ფილმში „ცხოვრების ზღვარზე“ შესრულებული როლისთვის მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ამავე ფილმის მონაწილე სხვა მსახიობ ქალებთან ერთად. მის ერთ-ერთ საუკეთესო როლად მიჩნეულია ფილმ ექთან ალმას როლი ფილმში „პერსონა“ (1966).

ანდერსონმა ასევე ითამაშა შვედი რეჟისორის ვილგოტა შიომანის ფილმებში „საყვარელი“ (1962), „საწოლი და-ძმისთვის, 1782“ (1966), „მე ვწითლდები“ (1980). 1970-იანი წლებიდან ანდერსონმა ასევე ითამაშა საბჭოელ რეჟისორებთან — იური იგოროვთან („ადამიანი სხვა მხრიდან“, 1971) და მიხეილ ბოგინთან („სიყვარულის შესახებ“ 1971).

გარდაიცვალა 2019 წლის 14 აპრილს, 83 წლის ასაკში.[2][3]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1955 ზაფხულის ღამის ღიმილი Sommarnattens leende მსახიობი
1957 მეშვიდე ბეჭედი Det sjunde inseglet მია
1957 მარწყვის მდელო Smultronstället სარა
1958 ცხოვრების ზღვარზე Nära livet ჰიორდის პეტერსონი
1958 სახე Ansiktet სარა
1960 ეშმაკის თვალი Djävulens öga ბრიტ-მერი
1962 საყვარელი Älskarinnan გოგონა
1964 რომ აღარეფერი ვთქვათ ყველა ამ ქალზე För att inte tala om alla dessa kvinnor ჰუმლანი
1966 პერსონა Persona ალმა
1970 წერილი კრემლიდან The Kremlin Letter ერიკა
1971 შეხება Beröringen კარინ ვერგერუსი
1973 სცენები ოჯახური ცხოვრებიდან Scener ur ett äktenskap კატარინა
1979 კვინტეტი Quintet ამბროზია
1983 ჩურჩული და ყვირილი Exposed მარგარეტი
2002 ელინა Elina — Som om jag inte fanns ტორა ჰოლმი
2007 არნ: რაინდი-ტამპლიერი Arn — Tempelriddaren დედა რიკისა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (3 January 2007) The International Dictionary of ... – Google Books. Google. ციტირების თარიღი: 27 July 2010. 
  2. Bibi Andersson dies at 83. ციტირების თარიღი: 14 April 2019.
  3. Gates, Anita. (14 April 2019) Bibi Andersson, Luminous Presence in Bergman Films, Dies at 83. The New York Times. ციტირების თარიღი: 14 April 2019