ბერნარდ ბერენსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერნარდ ბერნსონი

ბერნარდ ბერენსონი (ინგლ. Bernard Berenson; დ. 26 ივნისი, 1865, ვილნო — გ. 7 ოქტომბერი, 1959, ფლორენცია) — ამერიკელი ხელოვნების ისტორიკოსი. დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი (1887). ამერიკული ხელოვნების და ლიტერატურის აკადემიისა და ევროპული რამდენიმე აკადემიის წევრი. 1900 წლიდან ცხოვრობდა იტალიაში. 1890 და 1900-იანი წლების დასაწყისის შრომებში ბერნსონმა პირველმა განსაზღვრა იტალიური აღორძინების სხვადასხვა სკოლისა და მხატვართა შემოქმედების სტილისტური თავისებურებანი. ბერნსონმა დიდი მუშაობა ჩაატარა იტალიელ მხატვართა სურათების ატრიბუციისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]