ბერნარდ ბარუხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერნარდ ბარუხი
ინგლ. Bernard Mannes Baruch
დაბადების თარიღი 19 აგვისტო, 1870(1870-08-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი კამდენი
გარდაცვალების თარიღი 20 ივნისი, 1965(1965-06-20)[2] [3] [4] [5] [10] [6] [7] [9] (94 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი[11]
მოქალაქეობა აშშ
განათლება ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯი
მამა სიმონ ბარუხი
შვილ(ებ)ი ბელ ბარუხი
ჯილდოები ჰორაციო ელჯერის პრემია

ბერნარდ ბარუხი (ინგლ. Bernard Baruch; დ. 19 აგვისტო 1870, კამდენი, სამხრეთი კაროლინა — გ. 20 ივნისი 1965, ნიუ-იორკი) — ამერიკელი ფინანსისტი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე.

ბერნარდ ბარუხი იყო ამერიკის პრეზიდენტების ვუდრო ვილსონისა და ფრანკლინ დელანო რუზველტის მრჩეველი. 1947 წელს მან მსოფლიოში პირველმა, ოფიციალურ ვითარებაში გამოიყენა ტერმინი „ცივი ომი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სამხრეთ კაროლინაში სიმონ და ბელ ბარუხების ოჯახში. მამამისი, სიმონ ბარუხი (1840-1921 წწ.) იყო ებრაული წარმოშობის გერმანელი ემიგრანტი, რომელიც ამერიკაში გადასახლდა 1855 წელს.

1881 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც ბერნარდმა სწავლა გააგრძელა სიტი-კოლეჯში. კოლეჯის დასრულების შემდეგ ბროკერად დაიწყო მუშაობა A. A. Housman and Company-ის ფირმაში. 1903 წელს საკუთარი საბროკერო ფირმა დააარსა და 33 წლის ასაკში გახდა მილიონერი.

ბარუხის პოლიტიკური კარიერა იწყება 1912 წლიდან. საპრეზიდენტო კამპანიის დროს იგი მხარს უჭერდა ვუდრო უილსონის კანდიდატურას. ამის დამსახურებით უილსონმა იგი ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტში დაასაქმა. პირველი მსოფლიო ომის დროს გახდა სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის ხელმძღვანელი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკული მრეწველობის სამხედრო საჭიროებებისთვის გადაკეთების საქმეში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მუშაობდა ვერსალის კონფერენციის უმაღლეს ეკონომიკურ საბჭოში და იყო ვუდრო უილსონის პირადი ეკონომიკური მრჩეველი. ვუდრო უილსონის შემდეგ, იგი პრეზიდენტების უორენ ჰარდინგის, ჰერბერტ ჰუვერის, ფრანკლინ დელანო რუზველტისა და ჰარი ტრუმენის მუდმივ თანამგზავრად რჩებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს პრეზიდენტმა რუზველტმა ბარუხი დანიშნა კაუჩუკის დეფიციტის აღმოფხვრის კომიტეტის თავმჯდომარედ. 1943 წელს ბარუხი გახდა სამხედრო მობილიზაციის დანაყოფის დირექტორის მრჩეველი.

ბარუხის გეგმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1946 წელს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ბარუხი დანიშნა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლად გაეროს ატომური ენერგიის კომისიაში. 1946 წლის 14 ივნისს, კომისიის პირველ სხდომაზე, ბარუხმა გამოაცხადა აშშ-ის გეგმა ბირთვული იარაღის სრული აკრძალვის შესახებ, რომელიც ისტორიაში შევიდა „ბარუხის გეგმის“ სახელით.

ბარუხის გეგმას არ დაეთანხმა სსრკ, ვინაიდან მისი მიღების შემთხვევაში, იგი აშკარად შეანელებდა სსრკ-ის მოძრაობას ბირთვული პოტენციალის მიმართულებით, რაც აუცილებელად მიაჩნდათ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს საჭიროება აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა თავისი ძალა აჩვენა 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს, როდესაც ბირთვული ბომბები ჩამოყარა ქალაქებში ჰიროსიმასა და ნაგასაკში. ამიტომ საბჭოთა დიპლომატიამ გაეროს კონფერენციაზე წამოაყენა ატომური ენერგიის გამოყენებაზე უარის თქმის იდეა.

საბოლოოდ, გეგმა არ მიუღიათ უსაფრთხოების საბჭოში საბჭოთა ვეტოს გამო. კომისიამ 1949 წელს შეწყვიტა საქმიანობა. „ბარუხის გეგმის“ მარცხისა და საპასუხო საბჭოთა ინიციატივის შემდეგ, მსოფლიოში ბირთვული შეიარაღების შეჯიბრი დაიწყო.

დამატებითი ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე წყაროს მიხედვით ბერნარდ ბარუხმა (და არა უინსტონ ჩერჩილმა, როგორც ამას ხშირად აღნიშნავენ) მსოფლიოში პირველად, 1947 წლის 16 აპრილს, სამხრეთ კაროლინის წარმომადგენელთა პალატაში ოფიციალური სიტყვით გამოსვლის დროს გამოიყენა ტერმინი „ცივი ომი“ აშშ-სა და სსრკ-ს შორის არსებული დაპირისპირების აღსანიშნავად.[12][13][14]

ბარუხის სახელი მინიჭებული აქვს სიტი-კოლეჯის შემადგენლობაში შემავალ კოლეჯს ქალაქ ნიუ-იორკში.[15]

1944 წელს გადაღებულ ამერიკულ ფილმში „ვილსონი“ ბარუხის როლს ასრულებს ფრენსის ბუშმენი.[16][17]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Schwarz J. A. Baruch, Bernard Mannes (19 August 1870–20 June 1965), financier and statesman // American National Biography Online / S. Ware[New York]: Oxford University Press, 2017. — ISSN 1470-6229doi:10.1093/ANB/9780198606697.ARTICLE.1000106
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  8. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  9. 9.0 9.1 Munzinger Personen
  10. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  11. Deutsche Nationalbibliothek Record #118652958 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  12. Bernard Baruch coins the term "Cold War" 16 April 1947. www.history.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-21.
  13. ХОЛОДНАЯ ВОЙНА.
  14. Иванян Э. А. Энциклопедия российско-американских отношений. XVIII-XX века. — Москва: Международные отношения, 2001. — 696 с. — ISBN 5-7133-1045-0
  15. Baruch College History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-14. ციტირების თარიღი: 2019-11-10.
  16. Francis X. Bushman
  17. ფილმი „უილსონი“ (1944)